სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა" - რაზე ესაუბრა გამომძიებელს ირაკლი ნოზაძე
"ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა" - რაზე ესაუბრა გამომძიებელს ირაკლი ნოზაძე

ირაკ­ლი ნო­ზა­ძის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კის თემა არა­ფერ შუ­ა­შია" - ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა სად­რა­ძემ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ირაკ­ლი ნო­ზა­ძის გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ირაკ­ლი ნო­ზა­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა.

"გა­მომ­ძი­ე­ბელს აინ­ტე­რე­სებ­და რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, რა ვი­თა­რე­ბა­ში და რო­გორ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში და ვისი მხრი­დან მი­ი­ღო ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე კი­თხვა არ დას­მუ­ლა, თუმ­ცა, იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე თუ რა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ირაკ­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კის თემა არა­ფერ შუ­ა­შია, ამის გამო კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა. კონ­ფლიქ­ტი მოხ­და ვა­ლის გამო და შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან წარ­მო­იშ­ვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბას­თან და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად ნიკა სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის თემა ამ საქ­მე­ში არა­ფერ შუ­ა­შია და ეს ალ­ბათ ჭო­რია.

"მე არ ვიცი ბრალ­დე­ბუ­ლი რას ამ­ბობს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ტყვე­ბით, ნარ­კო­ტი­კე­ბის თემა აქ არა­ფერ შუ­ა­ში არაა. ეს არის ჭორი და ალ­ბათ ამ საქ­მის მის­ტი­უ­რი და სკან­და­ლუ­რი მხა­რე. მის მი­მართ მომ­ხდა­რია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლია და­ად­გი­ნოს ვი­ნაა ამ ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე. ამ საქ­მეს სხვა მხა­რე არ აქვს სა­ერ­თოდ. მე ბრალ­დე­ბუ­ლის ნათ­ქვამს და მის ქმე­დე­ბას ვერ შე­ვა­ფა­სებ, რაში დას­ჭირ­და ან ერ­თის თქმა, ან მო­მა­ვალ­ში თუ რა­ი­მეს იტყვის რაში დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ნიკა სად­რა­ძის თქმით, ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ ფული ისეს­ხა, რომ­ლის დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბაც ვერ მო­ა­ხერ­ხა და ამის გამო მი­ი­ღო აგ­რე­სია. "დი­ლით ისეს­ხა თან­ხა პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის. ფი­ზი­კუ­რად არ ჰქონ­და თან­ხა ირაკ­ლის და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მოძ­რა­ოდ სჭირ­დე­ბო­და ეს თან­ხა. სა­ღა­მოს უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, დრო­უ­ლად ვერ მო­ა­ხერ­ხა დაბ­რუ­ნე­ბა და მი­ი­ღო აგ­რე­სია", - გა­ნა­ცხა­და ნიკა სად­რა­ძემ.შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" წევ­რი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ირაკ­ლი ნო­ზა­ძის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კის თემა არა­ფერ შუ­ა­შია" - კონ­ფლიქ­ტის რა მო­ტივ­ზე სა­უბ­რობს მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა" - რაზე ესაუბრა გამომძიებელს ირაკლი ნოზაძე

"ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა" - რაზე ესაუბრა გამომძიებელს ირაკლი ნოზაძე

ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია" - ამის შესახებ მომღერლის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ირაკლი ნოზაძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

"გამომძიებელს აინტერესებდა რა მოხდა რეალურად, რა ვითარებაში და როგორ მიიღო დაზიანებები. ირაკლი ნოზაძემ, როგორც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა როგორ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მიიღო ის დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნარკოტიკულ საშუალებებზე კითხვა არ დასმულა, თუმცა, იყო საუბარი იმაზე თუ რა ტიპის ურთიერთობა იყო. ირაკლის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია, ამის გამო კონფლიქტი არ მომხდარა. კონფლიქტი მოხდა ვალის გამო და შესაბამისად, აქედან წარმოიშვა შელაპარაკება, რის შედეგადაც ირაკლი ნოზაძემ მიიღო დაზიანებები", - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულის ჩვენებასთან და ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების თემა ამ საქმეში არაფერ შუაშია და ეს ალბათ ჭორია.

"მე არ ვიცი ბრალდებული რას ამბობს, დაზარალებულის სიტყვებით, ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა. ეს არის ჭორი და ალბათ ამ საქმის მისტიური და სკანდალური მხარე. მის მიმართ მომხდარია დანაშაულებრივი ქმედება, ბეწვზეა გადარჩენილი. ბრალდების მხარე ვალდებულია დაადგინოს ვინაა ამ ქმედებაში დამნაშავე. ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს საერთოდ. მე ბრალდებულის ნათქვამს და მის ქმედებას ვერ შევაფასებ, რაში დასჭირდა ან ერთის თქმა, ან მომავალში თუ რაიმეს იტყვის რაში დასჭირდება", - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა სადრაძის თქმით, ირაკლი ნოზაძემ ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და ამის გამო მიიღო აგრესია. "დილით ისესხა თანხა პირადი მოხმარებისთვის. ფიზიკურად არ ჰქონდა თანხა ირაკლის და მთელი დღის განმავლობაში სამოძრაოდ სჭირდებოდა ეს თანხა. საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა დაბრუნება და მიიღო აგრესია", - განაცხადა ნიკა სადრაძემ.შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭები" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია" - კონფლიქტის რა მოტივზე საუბრობს მომღერლის ადვოკატი?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს