მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."
ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."

ცხო­ვე­ლე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ჩვენს რეს­პონ­დენტს შე­უძ­ლია, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია - ჟურ­ნა­ლის­ტი თიო ბე­გო­ი­ძე, რო­მე­ლიც საიტ zooclub.ge-ს რე­დაქ­ტო­რია, შინ ოთხ ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­თან ერ­თად წლე­ბია ცხოვ­რობს და მათ ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად მი­იჩ­ნევს.

"ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ! ისი­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ცხოვ­რე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი და ნა­წი­ლე­ბი არი­ან. მათ­ში ის ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რია უსა­ზღვრო და წრფე­ლი, რაც ადა­მი­ა­ნებ­ში თით­ქოს მი­სუს­ტე­ბუ­ლი და მი­მა­ლუ­ლია. სწო­რედ ამის გამო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხო­ვე­ლებ­თან მე­ტად გახ­სნი­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს ესა­უბ­რე­ბი­ან კი­დეც. სა­ღა­მო­ო­ბით სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი, ჩემი ოთხი­ვე ძაღ­ლი ისე­თი სი­ხა­რუ­ლით მხვდე­ბა, რომ თუკი რამე უარ­ყო­ფი­თი მოხ­და იმ დღეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად მა­ვი­წყდე­ბა. ეს ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­ვია და სი­ცო­ცხლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი, და­დე­ბი­თი მხა­რე. ცხო­ვე­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სამ­ყა­რო­ში ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან, აძ­ლი­ე­რე­ბენ და ავ­სე­ბენ" - გვე­უბ­ნე­ბა თიო.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი სახ­ლის მო­ბი­ნად­რე ძაღ­ლებ­ზე. რო­გორ მოხ­ვდნენ ისი­ნი თქვენ­თან?

- უკვე 6 წე­ლია, შინ 4 ძაღ­ლი მყავს და ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე დიდი ასა­კის ბა­საა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი თავ­შე­საფ­რი­დან დე­მო­დე­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ავიყ­ვა­ნე. ბასა მა­შინ 3-4 წლის იქ­ნე­ბო­და, ახლა ის ჩვე­ნი ოჯა­ხის უხუ­ცე­სი წევ­რია. მე­ო­რე, ხა­ტუ­ლი­კა ეზო­ში დარ­ბო­და ლეკ­ვო­ბი­სას და ჯერ მისი გა­ჩუ­ქე­ბა ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­ჩუქ­და და ჩემ­თან დარ­ჩა. ტო­ტო­ნი­კაც თავ­შე­საფ­რი­დან არის აყ­ვა­ნი­ლი. სულ ციც­ქნა ლეკ­ვი იყო და სო­კო­თი და­ა­ვა­დე­ბულს ბეწ­ვი თით­ქმის აღარ ქონ­და. ექიმ­მა თქვა, რომ ეს თან­და­ყო­ლი­ლია და რო­გორც კი კვე­ბა მო­აკ­ლდე­ბა, მა­შინ­ვე სოკო ისევ იჩენს თავ­სო. ჰოდა, ვერ გა­ვი­მე­ტე ტო­ტო­ნი­კა - ისიც და­ვი­ტო­ვე. და­დუ­ლი­ნა ჩემს ეზო­ში ფეხ­ნატ­კე­ნი გა­მოჩ­ნდა. ის კლი­ნი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნე, ფეხ­ზე ოპე­რა­ცია და სტე­რი­ლი­ზა­ცია გა­ვუ­კე­თე და გა­ჩუ­ქე­ბა ვცა­დე. დადუ არ გა­ჩუქ­და და ჩემ­თან დარ­ჩა - უკვე 5 წე­ლია მე და ჩემი 4 ცუგა ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- რა ჯი­შის ძაღ­ლია თი­თო­ე­უ­ლი, რით კვე­ბავთ და რო­გორ უვ­ლით მათ?

- ბასა ტა­ნით პა­ტა­რაა, თუმ­ცა ყუ­რე­ბი აქვს დაჭ­რი­ლი. რო­გორც ჩანს, მის პირ­ველ პატ­რონს ნა­გა­ზი ეგო­ნა და ყუ­რე­ბი და­აჭ­რა, მაგ­რამ რო­დე­საც ბა­სამ ტანი აღარ აი­ყა­რა, ქუ­ჩა­ში გა­მო­აგ­დო. ხა­ტუ­ლი­კა ნა­გა­ზის მე­ტი­სია და ხა­სი­ა­თი­თაც ძა­ლი­ან გავს. ტო­ტო­ნი­კას პო­ინ­ტე­რი ურე­ვია, და­დუს კი "გონ­ჩის" - ორი­ვეს მა­ძებ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე - ხა­სი­ათ­ში. ჯამ­ში, ოთხი­ვე ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად ეწყო­ბა. მათ ძი­რი­თა­დად მშრა­ლი საკ­ვე­ბით ვკვე­ბავ, პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ზა­ფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­ტა­მი­ნებს ვაძ­ლევ, ასე­ვე ხილს, რო­მე­ლიც მათ­თვის და­საშ­ვე­ბია.

ჩემი ყვე­ლა ძაღ­ლი და­ჩი­პუ­ლია და აც­რი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ჯან­მრთე­ლი. 3 თვე­ში ერთხელ ყვე­ლას ჭიის წა­მალს ვაძ­ლევ და თვე­ში ერთხელ ყვე­ლას ვა­მუ­შა­ვებ რწყი­ლებ­ზე. ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მოს ვა­სე­ირ­ნებ ორ-ორს ჩემი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ მინ­დორ­ში, სა­დაც ისი­ნი დარ­ბი­ან და ძა­ლი­ან კარ­გად ერ­თო­ბი­ან. როცა მცა­ლია შუ­ა­დღი­თაც ჩამ­ყავს - მათ­თვის სირ­ბი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მით უმე­ტეს, როცა კორ­პუს­ში ვცხოვ­რობთ და არა კერ­ძო სახ­ლში. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, მალე კერ­ძო სახ­ლში გა­და­ვი­დე - ეს ჩემ­თვის და ჩემი ბი­ნად­რე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა.

- ერ­თმა­ნეთ­თან რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბენ?

- ერ­თმა­ნეთ­თან და ჩემ­თა­ნაც შე­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი, სა­დაც არის სა­კუ­თა­რი და ერ­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, არის გან­სხვა­ვე­ბა ხა­სი­ა­თებ­ში, არის ეჭვი, ჯიბ­რი, სიყ­ვა­რუ­ლი, დათ­მო­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა, დახ­მა­რე­ბა, დამ­შვი­დე­ბა, გაბ­რა­ზე­ბა… ერ­თია გან­სხვა­ვე­ბა - ისი­ნი ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცე­მენ ემო­ცი­ას - სა­მა­გი­ე­როდ, თვა­ლე­ბით, ქცე­ვით და ყე­ფით ყვე­ლა­ფერს გვა­გე­ბი­ნე­ბენ. რთუ­ლი არა­ფე­რია. პი­რი­ქით - მე მათ გა­რე­მოც­ვა­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ, ასე ვთქვათ - ეს არის ჩემი კომ­ფორ­ტის ზონა.

ტო­ტო­ნი­კას ჩემ­თან სძი­ნავს. ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი ხა­სი­ა­თის ცუ­გაა. მი­ვაჩ­ვიე ასე და ახლა სხვა გზა არ მაქვს და ამას იფე­რებს. თუმ­ცა, სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად უნდა გა­ნა­წილ­დეს - ისი­ნი ხომ სულ თვა­ლებ­ში შე­მოგ­ვცქე­რი­ან და ჩვენს გან­წყო­ბა-და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ზუს­ტად კი­თხუ­ლო­ბენ. მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­წევ ხმას სახ­ლში - თუ რო­მე­ლი­მე ღამე წა­მო­ი­ყე­ფებს.

- კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ისი­ნი პრობ­ლე­მებს არ ქმნი­ან? მე­ზობ­ლე­ბი არ გი­ჩი­ვი­ან?

- სახ­ლი - ჩემი ცი­ხე­სი­მაგ­რეა, ჩემი პი­რა­დი სივ­რცე და ამ სივ­რცის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს - ეს ჩემ­მა მე­ზობ­ლებ­მაც იცი­ან და ამ მო­მენტს შეგ­ნე­ბით ეკი­დე­ბი­ან. ჩემი ძაღ­ლე­ბი დღი­სით ყე­ფენ, რა თქმა უნდა, სა­მა­გი­ე­როდ, ღა­მით ხმას არ იღე­ბენ. არი­ან მოვ­ლი­ლე­ბი, აც­რი­ლე­ბი, ჩი­პი­რე­ბუ­ლე­ბი, ვა­სე­ირ­ნებ ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­სის მი­ხედ­ვით - ამი­ტომ სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი მაქვს გა­მარ­თუ­ლი და რომც მო­ე­სურ­ვოს ვინ­მეს ჩემი ცუ­გე­ბის "შე­ვიწ­რო­ე­ბა", უბ­რა­ლოდ მი­ზეზს ვერ იპო­ვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ ხალ­ხის, რომ­ლე­ბიც დი­დად არ სწყა­ლო­ბენ ცხო­ვე­ლებს, "მე ასე მინ­და"-ზე არ ხდე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დის გა­და­წყვე­ტა, აქვე არ­სე­ბობს მე­ზობ­ლე­ბის თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ცხო­ვე­ლე­ბის პატ­რო­ნებ­მა ვი­ცო­დეთ კა­ნო­ნით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი, რი­თაც და­ვი­ცავთ ცხო­ვე­ლებს და სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის ზო­ნას ისე, რომ არც სხვის უფ­ლე­ბებს და­ვარ­ღვევთ.

- რო­გორც ძაღ­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი და დამ­ცვე­ლი, ვიცი, რომ სხვა ძაღ­ლებ­ზეც გაქვთ პატ­რო­ნო­ბა აღე­ბუ­ლი.

- დიახ, ჩემს უბან­ში მყავს რამ­დე­ნი­მე მი­კედ­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლი. მი­კედ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი წლე­ბია, რაც არ­სე­ბობს თბი­ლის­ში. მე, რო­გორც მიმ­კედ­ლე­ბე­ლი, ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ საჭ­დი­ან (სტე­რი­ლი­ზე­ბულ/კას­ტრი­რე­ბულ) ცხო­ველს. მიმ­კედ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რა­საც ისე­დაც აკე­თებს თა­ვის უბან­ში ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ანუ ძაღ­ლებს აჭ­მევს, ას­მევს, თუ ავა­დაა მკურ­ნა­ლობს. მიმ­კედ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში კი­დევ ერთი რამ არის - წე­ლი­წად­ში ერთხელ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­ში დარ­ე­კოს და უფა­სოდ ააც­რე­ვი­ნოს ცოფ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­კედ­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ი­კედ­ლებს თა­ვის უბან­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ძაღ­ლებს - ასე მათ უბან­ში ძაღ­ლე­ბი უფრო მე­ტად მოვ­ლი­ლე­ბი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ, ძაღ­ლე­ბი აღარ გამ­რავ­ლდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში და სხვა ძაღ­ლე­ბის­გან და­ი­ცა­ვენ უბანს.

- ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თქვე­ნი სა­ი­ტი - zooclub.ge ხში­რად გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- სა­ი­ტის შექ­მნის მი­ზე­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი, მისი პრინ­ცი­პი, მი­ზა­ნი, სურ­ვი­ლი, საქ­მი­ა­ნო­ბა ერ­თა­დერ­თია - სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ. და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ში, კვე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, გა­ვაც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი, ასე­ვე კა­ნო­ნე­ბი. სა­ი­ტი არის დიდი ბაზა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა მათ­თვის სა­სურ­ველ სა­კი­თხზე შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი ამო­ი­კი­თხონ.

სა­ი­ტი 2014 წლი­დან არ­სე­ბობს და მას უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მკი­თხვე­ლი ყავს. მას ასე­ვე და­ე­მა­ტა მა­ღა­ზი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც მკი­თხველს შერ­ჩე­ულ საკ­ვებს მა­შინ­ვე მი­უ­ტა­ნენ ად­გილ­ზე ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - და ეს ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია. მა­ღა­ზი­ის პრო­დუქ­ცი­ა­ში უკვე არა მხო­ლოდ საკ­ვე­ბი შე­დის, არა­მედ ვი­ტა­მი­ნე­ბი და ცხო­ვე­ლის მოვ­ლის სხვა პრო­დუქ­ტე­ბი თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სა­იტ­ზე ასე­ვე არის და­კარ­გუ­ლი, გა­სა­ჩუ­ქე­ბე­ლი და ნა­პოვ­ნი ცხო­ვე­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც მალე შე­საჯ­ვა­რე­ბე­ლი და გა­სა­ყი­დი ცხო­ვე­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა. ასე­ვე არის გან­ყო­ფი­ლე­ბა "ზო­ო­რუ­კა", სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ის ობი­ექ­ტე­ბია შე­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თვე­ზე მე­ტია, რაც მუ­შა­ო­ბა ცხო­ველ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში და­ვი­წყე. იქ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უამ­რა­ვი ცუგა და ფი­სოა. სახ­ლში როცა მოვ­დი­ვარ, ჩე­მე­ბი ყო­ველ­თვის მყნო­სა­ვენ, სა­ვა­რა­უ­დოდ ასე იგე­ბენ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და თუ არა შე­ხე­ბა სხვა ცხო­ველ­თან. ბოლო დროს მათი ინ­ტე­რე­სი უფრო გამ­ძაფ­რდა. თით­ქოს მარ­თლაც უამ­რავ სხვა­დას­ხვა ძაღ­ლის სუნს გრძნო­ბენ და ისე სა­სა­ცი­ლოდ მი­ყუ­რე­ბენ, თით­ქოს მე­უბ­ნე­ბი­ან: „შენ რა, სამ­სა­ხურ­ში სხვა ძაღ­ლე­ბი გა­ი­ჩი­ნე?“ - ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა.

- რა რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ცხო­ვე­ლე­ბი არ უყ­ვართ?

- ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვთხოვ­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, უყ­ვართ თუ არა ცხო­ვე­ლი, ის სუ­ლი­ე­რია და რო­დე­საც უჭირს, გვერდს ნუ აუვ­ლი­ან, არა­მედ აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რონ, მი­ა­წო­დონ ერთი ლუკ­მა საჭ­მე­ლი, ერთი ყლუ­პი წყა­ლი - შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ მათ­მა დახ­მა­რე­ბამ გა­და­არ­ჩი­ნოს სი­ცო­ცხლე. ისე­ვე მო­ექ­ცნენ ცხო­ვე­ლებს, იმ სიყ­ვა­რუ­ლით და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით, რო­გორც უნ­დათ, რომ თა­ვად მათ მო­ექ­ცნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი! ჩვენ ხომ ერ­თად ვცხოვ­რობთ! ამი­ტომ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვეხ­მა­როთ, მო­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს. ეს არის ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნო­ბა!

ხან მი­ფიქ­რია, რომ თითო ოჯახ­მა თუ ერთი ცუგა, ან ფისო აიყ­ვა­ნა სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გან­საც­დელ­ში მყო­ფი არ­სე­ბა იქ­ნე­ბო­და, თა­ვად კი შე­უც­ვლელ ოჯა­ხის წევ­რს შე­ი­ძენ­დნენ და კი­დევ ერთს ვი­ტყო­დი, რომ არ მეს­მის მათი, ვინც თა­ვის ცხო­ველს ტო­ვებს, აბა­რებს თავ­შე­სა­ფარ­ში, ან უშ­ვებს ქუ­ჩა­ში. ამას დაკ­ვირ­ვე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს. ხში­რად ხდე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში ჯი­ში­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბი, ან მოვ­ლი­ლი პატ­რო­ნი­ა­ნი მე­ტი­სე­ბი იმი­ტომ ჩნდე­ბი­ან, რომ ისი­ნი პატ­რო­ნებ­მა მი­ა­ტო­ვეს. არ მეს­მის გყავ­დეს, უვ­ლი­დე, ეფე­რე­ბო­დე, აჭ­მევ­დე და უცებ მი­ა­ტო­ვო... მი­ტო­ვე­ბას ცხო­ვე­ლი ადა­მი­ან­ზე მე­ტად გა­ნიც­დის. ამი­ტომ ისი­ნი ენი­თა­ღუ­წრე­ლი ტკი­ვი­ლით გა­ნიც­დი­ან პატ­რო­ნის ღა­ლატს. არა­სო­დეს მი­ვა­ტო­ვოთ ერ­თმა­ნე­თი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."

ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."

ცხოველების ასეთი სიყვარული, როგორც ჩვენს რესპონდენტს შეუძლია, ალბათ იშვიათია - ჟურნალისტი თიო ბეგოიძე, რომელიც საიტ zooclub.ge-ს რედაქტორია, შინ ოთხ ოთხფეხა მეგობართან ერთად წლებია ცხოვრობს და მათ ოჯახის სრულფასოვან წევრებად მიიჩნევს.

"ჩვენ ერთად ვცხოვრობთ! ისინი ჩვენი საზოგადოების და ცხოვრების სრულუფლებიანი წევრები და ნაწილები არიან. მათში ის ერთგულება და სიყვარულის უნარია უსაზღვრო და წრფელი, რაც ადამიანებში თითქოს მისუსტებული და მიმალულია. სწორედ ამის გამო ბევრი ადამიანი ცხოველებთან მეტად გახსნილია. ადამიანები თავის შინაურ ცხოველებს ესაუბრებიან კიდეც. საღამოობით სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ჩემი ოთხივე ძაღლი ისეთი სიხარულით მხვდება, რომ თუკი რამე უარყოფითი მოხდა იმ დღეს, მომენტალურად მავიწყდება. ეს ძალიან დიდი პოზიტივია და სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დადებითი მხარე. ცხოველები და ადამიანები ამ სამყაროში ერთმანეთს ეხმარებიან, აძლიერებენ და ავსებენ" - გვეუბნება თიო.

- მოგვიყევით თქვენი სახლის მობინადრე ძაღლებზე. როგორ მოხვდნენ ისინი თქვენთან?

- უკვე 6 წელია, შინ 4 ძაღლი მყავს და ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ყველაზე დიდი ასაკის ბასაა, რომელიც ერთ-ერთი თავშესაფრიდან დემოდეკოზით დაავადებული ავიყვანე. ბასა მაშინ 3-4 წლის იქნებოდა, ახლა ის ჩვენი ოჯახის უხუცესი წევრია. მეორე, ხატულიკა ეზოში დარბოდა ლეკვობისას და ჯერ მისი გაჩუქება ვცადე, მაგრამ არ გაჩუქდა და ჩემთან დარჩა. ტოტონიკაც თავშესაფრიდან არის აყვანილი. სულ ციცქნა ლეკვი იყო და სოკოთი დაავადებულს ბეწვი თითქმის აღარ ქონდა. ექიმმა თქვა, რომ ეს თანდაყოლილია და როგორც კი კვება მოაკლდება, მაშინვე სოკო ისევ იჩენს თავსო. ჰოდა, ვერ გავიმეტე ტოტონიკა - ისიც დავიტოვე. დადულინა ჩემს ეზოში ფეხნატკენი გამოჩნდა. ის კლინიკაში წავიყვანე, ფეხზე ოპერაცია და სტერილიზაცია გავუკეთე და გაჩუქება ვცადე. დადუ არ გაჩუქდა და ჩემთან დარჩა - უკვე 5 წელია მე და ჩემი 4 ცუგა ერთად ვცხოვრობთ.

- რა ჯიშის ძაღლია თითოეული, რით კვებავთ და როგორ უვლით მათ?

- ბასა ტანით პატარაა, თუმცა ყურები აქვს დაჭრილი. როგორც ჩანს, მის პირველ პატრონს ნაგაზი ეგონა და ყურები დააჭრა, მაგრამ როდესაც ბასამ ტანი აღარ აიყარა, ქუჩაში გამოაგდო. ხატულიკა ნაგაზის მეტისია და ხასიათითაც ძალიან გავს. ტოტონიკას პოინტერი ურევია, დადუს კი "გონჩის" - ორივეს მაძებრის მონაცემები აქვთ როგორც ვიზუალურად, ისე - ხასიათში. ჯამში, ოთხივე ერთმანეთს მშვენივრად ეწყობა. მათ ძირითადად მშრალი საკვებით ვკვებავ, პარალელურად გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვიტამინებს ვაძლევ, ასევე ხილს, რომელიც მათთვის დასაშვებია.

ჩემი ყველა ძაღლი დაჩიპულია და აცრილი, შესაბამისად ჯანმრთელი. 3 თვეში ერთხელ ყველას ჭიის წამალს ვაძლევ და თვეში ერთხელ ყველას ვამუშავებ რწყილებზე. ყოველ დილით და საღამოს ვასეირნებ ორ-ორს ჩემი სახლის მიმდებარედ მინდორში, სადაც ისინი დარბიან და ძალიან კარგად ერთობიან. როცა მცალია შუადღითაც ჩამყავს - მათთვის სირბილი აუცილებელია მით უმეტეს, როცა კორპუსში ვცხოვრობთ და არა კერძო სახლში. დიდი სურვილი მაქვს, მალე კერძო სახლში გადავიდე - ეს ჩემთვის და ჩემი ბინადრებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

- ერთმანეთთან როგორ ურთიერთობენ?

- ერთმანეთთან და ჩემთანაც შეწყობილები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც არის საკუთარი და ერთიანი ცხოვრება, არის განსხვავება ხასიათებში, არის ეჭვი, ჯიბრი, სიყვარული, დათმობა, ერთგულება, დახმარება, დამშვიდება, გაბრაზება… ერთია განსხვავება - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით ვერ გადმოსცემენ ემოციას - სამაგიეროდ, თვალებით, ქცევით და ყეფით ყველაფერს გვაგებინებენ. რთული არაფერია. პირიქით - მე მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად ვგრძნობ, ასე ვთქვათ - ეს არის ჩემი კომფორტის ზონა.

ტოტონიკას ჩემთან სძინავს. ძალიან განებივრებულია, მაგრამ უსაყვარლესი ხასიათის ცუგაა. მივაჩვიე ასე და ახლა სხვა გზა არ მაქვს და ამას იფერებს. თუმცა, სიყვარული და ყურადღება ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს - ისინი ხომ სულ თვალებში შემოგვცქერიან და ჩვენს განწყობა-დამოკიდებულებას ზუსტად კითხულობენ. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვუწევ ხმას სახლში - თუ რომელიმე ღამე წამოიყეფებს.

- კორპუსის ბინაში ისინი პრობლემებს არ ქმნიან? მეზობლები არ გიჩივიან?

- სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა, ჩემი პირადი სივრცე და ამ სივრცის დარღვევის უფლება არავის აქვს - ეს ჩემმა მეზობლებმაც იციან და ამ მომენტს შეგნებით ეკიდებიან. ჩემი ძაღლები დღისით ყეფენ, რა თქმა უნდა, სამაგიეროდ, ღამით ხმას არ იღებენ. არიან მოვლილები, აცრილები, ჩიპირებულები, ვასეირნებ ყველანაირი წესის მიხედვით - ამიტომ სამართლებრივად ყველაფერი მაქვს გამართული და რომც მოესურვოს ვინმეს ჩემი ცუგების "შევიწროება", უბრალოდ მიზეზს ვერ იპოვის. საბედნიეროდ, იმ ხალხის, რომლებიც დიდად არ სწყალობენ ცხოველებს, "მე ასე მინდა"-ზე არ ხდება ცხოველების და ადამიანების ბედის გადაწყვეტა, აქვე არსებობს მეზობლების თმენის ვალდებულება და ეს ძალიან კარგია. ამიტომ აუცილებელია, რომ ცხოველების პატრონებმა ვიცოდეთ კანონით ჩვენი უფლებები, რითაც დავიცავთ ცხოველებს და საკუთარი კომფორტის ზონას ისე, რომ არც სხვის უფლებებს დავარღვევთ.

- როგორც ძაღლების დიდი მოყვარული და დამცველი, ვიცი, რომ სხვა ძაღლებზეც გაქვთ პატრონობა აღებული.

- დიახ, ჩემს უბანში მყავს რამდენიმე მიკედლებული ძაღლი. მიკედლების ინსტიტუტი წლებია, რაც არსებობს თბილისში. მე, როგორც მიმკედლებელი, ყურადღებას ვაქცევ ქუჩაში მცხოვრებ საჭდიან (სტერილიზებულ/კასტრირებულ) ცხოველს. მიმკედლებლის ვალდებულებაა, რასაც ისედაც აკეთებს თავის უბანში ცხოველების მოყვარული ადამიანი, ანუ ძაღლებს აჭმევს, ასმევს, თუ ავადაა მკურნალობს. მიმკედლებლის მოვალეობაში კიდევ ერთი რამ არის - წელიწადში ერთხელ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დარეკოს და უფასოდ ააცრევინოს ცოფზე ოფიციალურად მიკედლებული ძაღლები. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა მიიკედლებს თავის უბანში ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს - ასე მათ უბანში ძაღლები უფრო მეტად მოვლილები, მოწესრიგებულები ეყოლებათ, ძაღლები აღარ გამრავლდებიან ქუჩაში და სხვა ძაღლებისგან დაიცავენ უბანს.

- ამ ყველაფერზე თქვენი საიტი - zooclub.ge ხშირად გვაწვდის ინფორმაციას.

- საიტის შექმნის მიზეზიდან დაწყებული, მისი პრინციპი, მიზანი, სურვილი, საქმიანობა ერთადერთია - საზოგადოებას ცხოველების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. დავეხმაროთ ადამიანებს ცხოველების მოვლაში, კვების შერჩევაში, გავაცნოთ საქართველოში, თუ საზღვარგარეთ მიმდინარე სიახლეები, ასევე კანონები. საიტი არის დიდი ბაზა, სადაც შეიძლება ადამიანებმა მათთვის სასურველ საკითხზე შესაბამისი პასუხი ამოიკითხონ.

საიტი 2014 წლიდან არსებობს და მას უკვე ძალიან ბევრი მკითხველი ყავს. მას ასევე დაემატა მაღაზიის განყოფილება, სადაც მკითხველს შერჩეულ საკვებს მაშინვე მიუტანენ ადგილზე ჩვენი თანამშრომლები - და ეს ძალიან ხელსაყრელია. მაღაზიის პროდუქციაში უკვე არა მხოლოდ საკვები შედის, არამედ ვიტამინები და ცხოველის მოვლის სხვა პროდუქტები თუ აქსესუარები. საიტზე ასევე არის დაკარგული, გასაჩუქებელი და ნაპოვნი ცხოველების განყოფილება, რომელსაც მალე შესაჯვარებელი და გასაყიდი ცხოველების განყოფილება დაემატება. ასევე არის განყოფილება "ზოორუკა", სადაც საქართველოში არსებული ის ობიექტებია შეტანილი, რომლებიც ცხოველებს ემსახურება.

თვეზე მეტია, რაც მუშაობა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დავიწყე. იქ მოგეხსენებათ, უამრავი ცუგა და ფისოა. სახლში როცა მოვდივარ, ჩემები ყოველთვის მყნოსავენ, სავარაუდოდ ასე იგებენ, დღის განმავლობაში მქონდა თუ არა შეხება სხვა ცხოველთან. ბოლო დროს მათი ინტერესი უფრო გამძაფრდა. თითქოს მართლაც უამრავ სხვადასხვა ძაღლის სუნს გრძნობენ და ისე სასაცილოდ მიყურებენ, თითქოს მეუბნებიან: „შენ რა, სამსახურში სხვა ძაღლები გაიჩინე?“ - ეს მართლაც ძალიან სასაცილოა.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოველები არ უყვართ?

- ასეთ ადამიანებს ვთხოვდი, რომ მიუხედავად იმისა, უყვართ თუ არა ცხოველი, ის სულიერია და როდესაც უჭირს, გვერდს ნუ აუვლიან, არამედ აუცილებლად დაეხმარონ, მიაწოდონ ერთი ლუკმა საჭმელი, ერთი ყლუპი წყალი - შეიძლება სწორედ მათმა დახმარებამ გადაარჩინოს სიცოცხლე. ისევე მოექცნენ ცხოველებს, იმ სიყვარულით და გულისხმიერებით, როგორც უნდათ, რომ თავად მათ მოექცნენ სხვა ადამიანები! ჩვენ ხომ ერთად ვცხოვრობთ! ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეს არის ნამდვილი ადამიანობა!

ხან მიფიქრია, რომ თითო ოჯახმა თუ ერთი ცუგა, ან ფისო აიყვანა სახლში, ქუჩაში ბევრად ნაკლები განსაცდელში მყოფი არსება იქნებოდა, თავად კი შეუცვლელ ოჯახის წევრს შეიძენდნენ და კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ არ მესმის მათი, ვინც თავის ცხოველს ტოვებს, აბარებს თავშესაფარში, ან უშვებს ქუჩაში. ამას დაკვირვება მალაპარაკებს. ხშირად ხდება, რომ ქუჩაში ჯიშიანი ცხოველები, ან მოვლილი პატრონიანი მეტისები იმიტომ ჩნდებიან, რომ ისინი პატრონებმა მიატოვეს. არ მესმის გყავდეს, უვლიდე, ეფერებოდე, აჭმევდე და უცებ მიატოვო... მიტოვებას ცხოველი ადამიანზე მეტად განიცდის. ამიტომ ისინი ენითაღუწრელი ტკივილით განიცდიან პატრონის ღალატს. არასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი!

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებსა და მუშა-მოსამსახურეებს ანაზღაურებას 250 ლარით უზრდის - რა წერია კომპანიის განცხადებაში

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

მაღაროელების აქცია ჭიათურაში - გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ