პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანთა ქურდობის საგანგაშო სტატისტიკა - დგას თუ არა ვინმე ამ ჯგუფის უკან?
არასრულწლოვანთა ქურდობის საგანგაშო სტატისტიკა - დგას თუ არა ვინმე ამ ჯგუფის უკან?

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის 50-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ძარ­ცვის ძი­რი­თა­დი ობი­ექ­ტე­ბია მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, ოფი­სე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ამას სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბიც აფიქ­სი­რებს. ძარ­ცვის სქე­მა კი ყველ­გან ერ­თნა­ი­რია - "პა­ტა­რა მძარ­ცვე­ლე­ბი“ და­კე­ტილ მა­ღა­ზი­ა­ში შე­დი­ან, სა­ლა­რო­ებს აცა­რი­ე­ლე­ბენ და ხელს მცი­რე ზო­მის ნივ­თებ­საც აყო­ლე­ბენ.

12-14 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბი საკ­მა­ოდ „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად“ მოქ­მე­დე­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით 1-4 წუთ­ში დაც­ვის მოს­ვლამ­დე მა­ღა­ზი­ას "ასუფ­თა­ვე­ბენ”. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უკან სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი დგას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცი­ას ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

ბოლო ერთ თვე­ში ტექ­ნი­კის 10-მდე მა­ღა­ზი­აა გა­ქურ­დუ­ლი და ასე­უ­ლო­ბით ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კაა წა­ღე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ფუ­ლად თან­ხა­ზე. „მე­გა­ტექ­ნი­კი­სა“ და „ბე­კოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ერთ ად­გილ­ზეა გა­ყი­ნუ­ლი და მათ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი მო­პა­რუ­ლი ნივ­თი არ დაბ­რუ­ნე­ბი­ათ. სწო­რედ ამი­ტომ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლო­ეს დღებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­საც აპი­რე­ბენ.

"მე­გა­ტექ­ნი­კა­ში" გან­გვი­მარ­ტეს, რომ მათი მა­ღა­ზი­ის გა­ქურდვის ტენ­დე­ცია თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო.

ასევე დაგაინტერესებთ
12:59 / 26-02-2018

"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

16:42 / 16-06-2018

როგორ ქურდავენ თბილისში ტექნიკის მაღაზიას არასრულწლოვნები - სათვალთვალო კამერის კადრები ვრცელდება

13:07 / 10-07-2018

არასრულწლოვნებმა გლდანში „ბეკოს“ მაღაზიიდან მობილურები წაიღეს - ქურდები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

12:23 / 14-09-2018

"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანები" - დიდ დიღომში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მანქანა გაძარცვეს

11:44 / 09-02-2019

16 წლის ბიჭმა თბილისში მაღაზია, ოფისი და რესტორანი გაქურდა - არასრულწლოვანი დაკავებულია

"სა­ბურ­თა­ლოს ფი­ლი­ა­ლი, რო­მე­ლიც ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე მდე­ბა­რე­ობს ერთი თვის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ გა­ქურ­დეს. მძარ­ცვე­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა­ში ასე ჩა­ნან. ამ ხნის მან­ძილ­ზე საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, ნივ­თე­ბიც არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. შემ­დეგ, მარ­ტში რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლი გა­ძარ­ცვეს, ივ­ნის­ში კი წე­რეთ­ლის ფი­ლი­ა­ლი და არც ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში წა­წე­უ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა წინ.

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვრჩე­ბა, რომ ესე­ნი საკ­მა­ოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მარ­ტო არ მოქ­მე­დე­ბენ, თან ტექ­ნი­კა გა­ი­ტა­ცეს და ლომ­ბარ­დში ჩა­ბა­რე­ბა მარ­ტოს გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. ამი­ტომ, ალ­ბათ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ბავ­შვებს ზურგს უმაგ­რებს. ფაქ­ტია, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ეჭ­ვოდ გახ­შირ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გლ­დან­ში ტექ­ნი­კის ოთხი მა­ღა­ზია გა­ქურ­დეს და ამა­ზეც არ ყო­ფი­ლა რე­ა­გი­რე­ბა.

ამი­ტომ პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებ­თან ერ­თად, ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ვავ­რცე­ლებთ, თო­რემ უკვე სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა იქ­მნე­ბა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს „მე­გა­ტექ­ნი­კის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა თა­მარ ჩი­ტა­იშ­ვილ­მა.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რო­ბენ „ბე­კო­შიც“, სა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი მძარ­ცვე­ლე­ბი ბოლო 6 თვე­ში ხუთ­ჯერ შე­იჭრ­ნენ.

იხი­ლეთ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი: "არას­რულ­წლო­ვა­ნი მძარ­ცვე­ლე­ბი" და ბოლო 2 თვე­ში, ქურ­დო­ბის 50-ზე მეტი შემ­თხვე­ვა

"არას­წლო­ვა­ნე­ბის მიერ მა­ღა­ზი­ე­ბის ძარ­ცვის ფაქ­ტი აშ­კა­რად გახ­შირ­და. ბოლო დროს ხუთი მა­ღა­ზი­აა გა­ძარ­ცვუ­ლი, თან ვინც ეს გა­ა­კე­თა აშ­კა­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გა­მოც­დი­ლი იყო, რაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რებ­შიც ჩანს. დგას თუ არა ვი­ღაც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უკან, მე ვერ გე­ტყვით.

ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვა­პი­რებთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­გე­ბო ტექ­სტი მო­ვამ­ზა­დოთ. რო­გორც ვხე­დავთ, არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და ამი­ტომ ვერ იჭე­რენ, არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა“, - გან­გვი­მარ­ტეს "ბე­კო­ში".

ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის მსგავ­სად არას­რულ­წლო­ვა­ნი მძარ­ცვე­ლე­ბის მსხვერ­პლი საფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბიც გახ­და. "ბი­ო­მედ ფარ­მას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ობ­გა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ბოლო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი აფ­თი­ა­ქე­ბი ორ­ჯერ გა­ქურ­დეს.

"ბოლო 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად ჩემი ორი აფ­თი­ა­ქი გა­ქურ­დეს. წა­ღე­ბუ­ლია ფუ­ლა­დი თან­ხა. გვაქვს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა არას­რულ­წლო­ვან­მა. ერთი ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა რად­გან ასა­კით პა­ტა­რა აღ­მოჩ­ნდა, გა­მო­უშ­ვეს. ერ­თზე კი შე­საძ­ლოა სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა და­ი­წყოს, რად­გან სრულ­წლო­ვა­ნია. ქურ­დო­ბის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნენ, სა­ხე­ზე ნიღ­ბე­ბი და ხელ­ზე ხელ­თათ­მა­ნე­ბი ეკე­თათ.

ლო­გი­კუ­რია, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უკან დგას რა­ღაც ჯგუ­ფი, თო­რემ შე­უძ­ლე­ბე­ლია 12 წლის ბავ­შვმა იცო­დეს, რომ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, სა­დაც წე­რია - ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მას არ და­ი­ჭე­რენ. პო­ლი­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ გა­დის ამ დაჯ­გუ­ფე­ბის კვალ­ზე, თო­რემ ისი­ნიც შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ობ­გა­ი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი“ 2016 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ის არას­რულ­წლოვ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს ად­გენს.

სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 14 წე­ლია, ხოლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის – 16 წელი. კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, არას­რულ­წლოვ­ნის და­კა­ვე­ბა, და­პა­ტიმ­რე­ბა და მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მოკ­ლე ვა­დით და რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­და­სინ­ჯვის პი­რო­ბით უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

არას­წლო­ვა­ნე­ბის კო­დექ­სი ერთ-ერ­თია, რი­თაც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ამა­ყობს, ამი­ტომ დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს კო­დექ­სი არ გა­და­ი­ხე­დე­ბა. ის, რომ არას­წლო­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა უნდა ჰქონ­დეს, ამა­ზე იუ­რის­ტე­ბიც თან­ხმდე­ბი­ან.

იუ­რისტ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის თქმით, კო­დექ­სი შე­საც­ვე­ლი არ არის, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უნდა მოხ­დეს პრე­ვენ­ცია, რომ ბავ­შვებ­მა და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­ი­დი­ნონ.

"არას­წლო­ვა­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სტას­ტი­კა რა თქმა უნდა სა­გან­გა­შოა, თან მზარ­დია და ამის შე­სუს­ტე­ბის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს. კა­ნო­ნი არის იმ­დე­ნად ლი­ბე­რა­ლუ­რი, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი დამ­ნა­შა­ვე დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა. მათ მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის აღ­მო­ფხვრის სქე­მამ გა­და­ი­ნაც­ვლა პრე­ვენ­ცი­ის ას­პექ­ტში, რაც სწო­რია. სა­ხელ­მწი­ფოს ევა­ლე­ბა, რომ არას­წლო­ვანს მი­ე­ცეს სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და გა­მოს­წო­რე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი შან­სი.

მზარ­დი სტა­ტის­ტი­კა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვის თავს უნდა და­აბ­რა­ლოს და არა არას­რულ­წლო­ვანს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას. ანუ ერ­თის მხრივ გვაქვს კო­დექ­სი, მაგ­რამ არ გვაქვს მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი. ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა არც სკო­ლა­ში, სწავ­ლის ხა­რის­ხია ნული და არც ოჯახ­ში.

ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის თქმა, ამას ორგნი­ზებს უკე­თებს თუ არა რო­მე­ლი­ღაც ჯგუ­ფი. ვფიქ­რობ, ამის გა­მო­ძე­ბა რთუ­ლი არ უნდა იყოს. გა­სა­გე­ბია რომ არას­რულ­წლო­ვანს ვერ აკა­ვე­ბენ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ უნდა და­ი­წყოს ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და და­ი­ჭი­რონ დამ­კვე­თე­ბი, თუ ისი­ნი არ­სე­ბო­ბენ. ბოლო-ბოლო ნა­ძარ­ცვი სა­ქო­ნე­ლი სად­მე ხომ მი­აქვთ და მო­ძებ­ნონ. სად მი­დის ეს ნა­ძარ­ცვი სა­ქო­ნე­ლი ეს არის მთა­ვა­რი და არა ის, უნდა შე­იც­ვა­ლოს თუ არა კო­დექ­სი“, - გვი­თხრა იუ­რის­ტმა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

აარ გინდოდატ მიხო? ხოდა დაბრუნდა 90იანები ტაშიი

იურის -ენა დაიდუმე
0

ზიგანი რომ ტქვა კიდევ ხო და სად გინახსვს ქურთის არაპატიოსნება? საერტოოდ იცნობ ამათ? უპატიოსნესი ერი!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

არასრულწლოვანთა ქურდობის საგანგაშო სტატისტიკა - დგას თუ არა ვინმე ამ ჯგუფის უკან?

არასრულწლოვანთა ქურდობის საგანგაშო სტატისტიკა - დგას თუ არა ვინმე ამ ჯგუფის უკან?

ბოლო თვეების განმავლობაში, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ძარცვის ძირითადი ობიექტებია მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები და ამას სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს. ძარცვის სქემა კი ყველგან ერთნაირია - "პატარა მძარცველები“ დაკეტილ მაღაზიაში შედიან, სალაროებს აცარიელებენ და ხელს მცირე ზომის ნივთებსაც აყოლებენ.

12-14 წლის ასაკის ბავშვები საკმაოდ „პროფესიონალურად“ მოქმედებენ. დაახლოებით 1-4 წუთში დაცვის მოსვლამდე მაღაზიას "ასუფთავებენ”. დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ამ ადამიანების უკან სპეციალური ჯგუფი დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას ნაქურდალი ნივთების დაბრუნება არ გაუჭირდებოდა.

ბოლო ერთ თვეში ტექნიკის 10-მდე მაღაზიაა გაქურდული და ასეულობით ციფრული ტექნიკაა წაღებული, რომ არაფერი ვთქვათ ფულად თანხაზე. „მეგატექნიკისა“ და „ბეკოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება ერთ ადგილზეა გაყინული და მათ ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოპარული ნივთი არ დაბრუნებიათ. სწორედ ამიტომ, ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღებში სპეციალური განცხადების გავრცელებასაც აპირებენ.

"მეგატექნიკაში" განგვიმარტეს, რომ მათი მაღაზიის გაქურდვის ტენდეცია თებერვალში დაიწყო.

"საბურთალოს ფილიალი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე მდებარეობს ერთი თვის მანძილზე ორჯერ გაქურდეს. მძარცველები არასრულწლოვნები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში სათვალთვალო კამერაში ასე ჩანან. ამ ხნის მანძილზე საქმე გამოუძიებელია, ნივთებიც არ დაუბრუნებიათ. შემდეგ, მარტში რუსთავის ფილიალი გაძარცვეს, ივნისში კი წერეთლის ფილიალი და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წაწეულა გამოძიება წინ.

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ესენი საკმაოდ მომზადებულები არიან და მარტო არ მოქმედებენ, თან ტექნიკა გაიტაცეს და ლომბარდში ჩაბარება მარტოს გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ალბათ არიან ადამიანები, ვინც ამ ბავშვებს ზურგს უმაგრებს. ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები საეჭვოდ გახშირდა. რამდენიმე დღის წინ გლდანში ტექნიკის ოთხი მაღაზია გაქურდეს და ამაზეც არ ყოფილა რეაგირება.

ამიტომ პარტნიორ მაღაზიებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გავავრცელებთ, თორემ უკვე საგანგაშო ვითარება იქმნება“ - უთხრა AMBEBI.GE-ს „მეგატექნიკის“ მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ჩიტაიშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობენ „ბეკოშიც“, სადაც არასრულწლოვანი მძარცველები ბოლო 6 თვეში ხუთჯერ შეიჭრნენ.

იხილეთ სათვალთვალო კამერის კადრები: "არასრულწლოვანი მძარცველები" და ბოლო 2 თვეში, ქურდობის 50-ზე მეტი შემთხვევა

"არასწლოვანების მიერ მაღაზიების ძარცვის ფაქტი აშკარად გახშირდა. ბოლო დროს ხუთი მაღაზიაა გაძარცვული, თან ვინც ეს გააკეთა აშკარად პროფესიონალი და გამოცდილი იყო, რაც სათვალთვალო კამერის კადრებშიც ჩანს. დგას თუ არა ვიღაც ამ ადამიანების უკან, მე ვერ გეტყვით.

ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები შეწუხებულები ვართ და ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით ერთობლივი საგანგებო ტექსტი მოვამზადოთ. როგორც ვხედავთ, არიან არასრულწლოვნები და ამიტომ ვერ იჭერენ, არანაირი რეაგირება არ ხდება“, - განგვიმარტეს "ბეკოში".

ტექნიკის მაღაზიების მსგავსად არასრულწლოვანი მძარცველების მსხვერპლი საფთიაქო ქსელებიც გახდა. "ბიომედ ფარმას" წარმომადგენელი გიორგი ობგაიძე ამბობს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, მათი აფთიაქები ორჯერ გაქურდეს.

"ბოლო 4 დღის განმავლობაში პირადად ჩემი ორი აფთიაქი გაქურდეს. წაღებულია ფულადი თანხა. გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანმა. ერთი ადამიანი დაკავებული იყო, თუმცა რადგან ასაკით პატარა აღმოჩნდა, გამოუშვეს. ერთზე კი შესაძლოა სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, რადგან სრულწლოვანია. ქურდობის მეორე შემთხვევაში არასრულწლოვნები იყვნენ, სახეზე ნიღბები და ხელზე ხელთათმანები ეკეთათ.

ლოგიკურია, რომ ამ ადამიანების უკან დგას რაღაც ჯგუფი, თორემ შეუძლებელია 12 წლის ბავშვმა იცოდეს, რომ არსებობს კანონი, სადაც წერია - ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას არ დაიჭერენ. პოლიცია სავარაუდოდ ვერ გადის ამ დაჯგუფების კვალზე, თორემ ისინიც შეწუხებულები არიან“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ობგაიძემ.

აღსანიშნავია, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ის არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს ადგენს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

არასწლოვანების კოდექსი ერთ-ერთია, რითაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამაყობს, ამიტომ დიდი ალბათობით ეს კოდექსი არ გადაიხედება. ის, რომ არასწლოვანებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ლიბერალური მიდგომა უნდა ჰქონდეს, ამაზე იურისტებიც თანხმდებიან.

იურისტ მირიან ნიკოლაძის თქმით, კოდექსი შესაცველი არ არის, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს პრევენცია, რომ ბავშვებმა დანაშაული არ ჩაიდინონ.

"არასწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტასტიკა რა თქმა უნდა საგანგაშოა, თან მზარდია და ამის შესუსტების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. კანონი არის იმდენად ლიბერალური, რომ არასრულწლოვანი დამნაშავე დღეს პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება. მათ მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოფხვრის სქემამ გადაინაცვლა პრევენციის ასპექტში, რაც სწორია. სახელმწიფოს ევალება, რომ არასწლოვანს მიეცეს სწორი განვითარების პირობები და გამოსწორების ყველანაირი შანსი.

მზარდი სტატისტიკა კი საზოგადოებამ თავის თავს უნდა დააბრალოს და არა არასრულწლოვანს, რომელიც რეალურად ჩამოუყალიბებელია და ვერ აცნობიერებს განხორციელებულ ქმედებას. ანუ ერთის მხრივ გვაქვს კოდექსი, მაგრამ არ გვაქვს მთავარი სოციალური ფონი. ბავშვს ყურადღება არ ექცევა არც სკოლაში, სწავლის ხარისხია ნული და არც ოჯახში.

ძალიან რთულია იმის თქმა, ამას ორგნიზებს უკეთებს თუ არა რომელიღაც ჯგუფი. ვფიქრობ, ამის გამოძება რთული არ უნდა იყოს. გასაგებია რომ არასრულწლოვანს ვერ აკავებენ, მაგრამ პოლიციამ უნდა დაიწყოს ოპერატიული მოქმედებები და დაიჭირონ დამკვეთები, თუ ისინი არსებობენ. ბოლო-ბოლო ნაძარცვი საქონელი სადმე ხომ მიაქვთ და მოძებნონ. სად მიდის ეს ნაძარცვი საქონელი ეს არის მთავარი და არა ის, უნდა შეიცვალოს თუ არა კოდექსი“, - გვითხრა იურისტმა.

ქორწინების მიზნით, 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე