პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ "შინ" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მთავრობის მეთაურმა თავის ბავშვობაზე, წინაპრებზე და იმ სახლზე ისაუბრა, სადაც პატარაობისას ულამაზესი წლები გაატარა. ეს სახლი ყველასთვის ცნობილია - იქ არის გადაღებული ცნობილი ფილმი "იმერული ესკიზები".
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი! 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება... გარკვეული ანაზღაურების საფასურად რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ დაეშალათ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაეტანათ. რა თქმა უნდა ოჯახი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. სახლს ბევრი ცნობილი პირი სტუმრობდა. ბაბუაც რეჟისორი იყო, თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ ცნობილ ხელოვანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა... ვინაიდან სახლი შემოქმედებით წრეში კარგად იყო ცნობილი, ფილმის მთავარმა რეჟისორმა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ ბებიას შესთავაზა, ფილმის ნაწილი ამ სახლში ყოფილიყო გადაღებული... ძალიან საინტერესო ალბომები ინახებოდა სახლში და ფილმშიც არის ეპიზოდი, ერთ-ერთი გმირი რომ ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს... "
მამას მეგობრები და ჩვენი მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, სახლმა რომ თავის პირვანდელი სახე შეინარჩუნოს... წელს სპეციალისტი მყავდა ჩაყვანილი - გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა, სახლმა ავთენტურობა და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს! ეს ისეთი სახლია და ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, არანაირ ცვლილებას არ ვაპირებთ! ხეს ის უპირატესობა აქვს, რომ თუ კარგად მიხედავ, საკმაოდ დიდხანს ძლებს. მთავარია სწორი მოვლა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან კარგი სპეციალისტები".
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია და ექსლუზიური ფოტოები ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერში