საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად
"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად

მსა­ხი­ობ­მა ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კო­ლო­რი­ტუ­რი პერ­სო­ნა­ჟის - ეგო­ნა გუ­ნა­ვას გან­სა­ხი­ე­რე­ბით მო­ი­პო­ვა.

ვიდ­რე ეგო­ნას "თავი არ წე­იქ­ციო" ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი ფრა­ზა გახ­დე­ბო­და, ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას სა­კულ­ტო ფილმში - "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი გმი­რის რეპ­ლი­კე­ბით ლა­პა­რა­კობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს­თვის მის მშობ­ლი­ურ "კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში" შევ­ხვდი. თე­ატ­რში, რომ­ლის სცე­ნა­ზეც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია დგას და სა­დაც მის­მა პე­და­გოგ­მა, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა მო­იყ­ვა­ნა.

თე­ატ­რში შეს­ვლამ­დე, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ძეგლის და­ნახ­ვი­სას მისი წიგ­ნის სა­თა­უ­რი გა­მახ­სენ­და - "სა­ნამ რე­პე­ტი­ცია და­ი­წყე­ბა", თუმ­ცა ეს ის დროა, როცა რე­პე­ტი­ცია კარ­გა ხნის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თე­ატ­რში სი­ჩუ­მეა, სცე­ნა ცა­რი­ე­ლი. ვხვდე­ბი ქალ­ბა­ტონ ლა­უ­რას, რო­მე­ლიც მის პი­რად ფოტო-არ­ქივს მაჩ­ვე­ნებს, ჩვენც ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვე­ბით მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზებს. ერ­თმა­ნეთს ცვლის კად­რე­ბი სხვა­დას­ხვა ფილ­მე­ბი­დან, 1980 წელს გა­მო­სუ­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ცნო­ბი­ლი კო­მე­დი­ის გვერ­დით არის ფო­ტო­ე­ბი ფილ­მე­ბი­დან: "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია", "რო­ბი­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი", გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის "ბა­კურ­ხე­ვე­ლი ხევ­სუ­რი", რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ ჩო­ხე­ლი მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­მოქ­მე­დი იყო.

სპექ­ტაკ­ლი "ახალ­გაზ­რდა გვარ­დი­ის სა­ხე­ლით", 1975 წელი

ვსა­უბ­რობთ ფილ­მებ­ზე, რომ­ლებ­საც უც­ნა­უ­რი ბედი დაჰ­ყვათ, მა­გა­ლი­თად ჯორ­ჯა­ძე - კვი­რი­კა­ძის ფილ­მი "ფოს­ტა­ლი­ო­ნი", სამ­წუ­ხა­როდ მსა­ხი­ობ­საც კი არ უნა­ხავს კარ­გა ხა­ნია, არა­და ამ ფილმში ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი პარტნი­ო­რო­ბას რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს უწევს. ეს არის ის ფილ­მე­ბი, სა­დაც ნა­ხავთ ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვილს, ამ კი­ნო­ფილ­მებ­მა არა­თუ ვერ ამო­წუ­რეს მსა­ხი­ო­ბის ში­ნა­გა­ნი მა­რა­გი, არა­მედ მისი ნა­ხე­ვა­რიც კი ვერ აჩ­ვე­ნეს. ქალ­ბა­ტო­ნი ლა­უ­რა იუ­მო­რით იხ­სე­ნებს "კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის" მსოფ­ლიო ტურ­ნეს, როცა მსოფ­ლი­ოს დე­და­ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში ხალ­ხი ჩერ­დე­ბო­და და უყუ­რებ­და მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს...

მის­თვის სა­ე­ტა­პო მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და მო­კარ­ნა­ხის როლს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სპექ­ტაკლში "დონ ჟუ­ა­ნი", მო­ლი­ე­რის ნა­წარ­მო­ებ­ში ასე­თი პერ­სო­ნა­ჟი არ არის, რე­ჟი­სორ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის­თვის მო­ი­გო­ნა ეს პერ­სო­ნა­ჟი. ამ როლ­მა მას მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლა­უ­რა, მი­გაჩ­ნი­ათ რომ "დონ ჟა­უნ­ში" მო­კარ­ნა­ხის როლი სა­ე­ტა­პოა თქვენს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "დონ ჟუ­ა­ნით" ავიდ­გი ფეხი, ეს იყო ჩემი ტრამ­პლი­ნი, ასე ვთქვათ. არ დარ­ჩე­ნი­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც იცის ხე­ლოვ­ნე­ბა რა არის, რომ ჩვენ მიწ­ვე­ვა არ გვქო­ნო­და. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა აღი­ა­რე­ბულ ფეს­ტი­ვალ­ზე ნა­თა­მა­შე­ბი გვაქვს ეს სპექ­ტაკ­ლი და იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი, ის­ტე­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა, იმ შავი და ბნე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ახ­ლაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ასე­თი სპექ­ტაკ­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს.

- დღეს რომ აღარ იდ­გმე­ბა ასე­თი სპექ­ტაკ­ლე­ბი ამის მი­ზე­ზად რას მი­იჩ­ნევთ?

- იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან გა­ბი­თურ­და და და­ი­კარ­გა ამ დარ­გის ღერ­ძი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა, რა­საც გარ­და­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია, ეს იმ­დე­ნად რთუ­ლია, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, გა­და­ნერგვა და ა.შ ვი­ნა­ი­დან ასე­თი რთუ­ლია ეს ყო­ვე­ლი­ვე, ამი­ტომ იოლი გზა აირ­ჩი­ეს ამ დარ­გში მოღ­ვა­წე დღე­ვან­დელ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა და მსა­ხი­ო­ბე­ბაც, ცო­ტა­თი შე­ა­პა­რეს სხვა ეს­თე­ტი­კა, რაც პი­რა­დად ჩემ­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ მე ვიცი რა­ტომ შე­ე­პა­რათ ეს სიო.

გარ­და­სახ­ვის თე­ო­რი­ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი აღარ არი­ან, რე­ჟი­სო­რე­ბი ვი­საც გარ­და­სახ­ვის თე­ო­რია ზედ­მი­წევ­ნით ეცო­დი­ნე­ბათ. არ­ტის­ტე­ბი უფრო არი­ან ასე­თე­ბი, რად­გან არ­ტის­ტიზ­მი თვი­თონ ერ­შია, არ­ტის­ტიზ­მი და შე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი. ეს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გვაქვს ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მა­რა­გით. კულ­ტუ­რა მხო­ლოდ ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა არ არის, თუმ­ცა­ღა სხვა­ნა­ი­რად ვრო­კავთ, სხვა­ნა­ი­რად ვღი­ღი­ნებთ, ნო­ტებს შუა ვღი­ღი­ნებთ, როცა გუ­რულ კრი­მან­ჭულს ვის­მენთ. ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თქვა სტრა­ვინ­სკიმ. ზუსტ ცი­ტი­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენ, მაგ­რამ ასე თქვა - რომ არა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის მოდ­გმას იმა­ზე დიდი არ შე­უქ­მნია, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა.

ეს მო­ცე­მუ­ლო­ბაა, ერი მღე­რის, ცეკ­ვავს, პო­ე­ზი­ას ქმნის, ღვი­ნოს წუ­რავს, სამ­ნა­ი­რად წერს და ა.შ მაგ­რამ ეს ყო­ვე­ლი­ვე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ბიზ­ნე­სად არ აქ­ცია, რომ ერთხელ მა­ინც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო სე­რი­ო­ზუ­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­ფი­ნან­სე­ბა, კინო თა­ვის თავს თვი­თონ ვერ და­ი­ფი­ნან­სებს ამ ქვე­ყა­ნა­ში. უნდა გა­კეთ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი. იქ­ნებ ავ­წი­ოთ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე თა­მა­მად, ად­ვი­ლად ჩვე­ნი დრო­შა და მი­ვიქ­ცი­ოთ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა.

სპექ­ტაკ­ლი "დონ ჟუ­ა­ნი"

1980-იან წლებ­ში მსოფ­ლიო თე­ატ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა იყო მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის "დონ ჟუ­ა­ნი", ათე­უ­ლო­ბით რე­ცენ­ზი­ა­ში რო­მე­ლიც სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო პრე­სა­ში და­ი­ბეჭ­და, ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­და. მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი კრი­ტი­კო­სი ხა­ი­მე პო­ტენ­ზე ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში "კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის" გას­ტრო­ლე­ბი­სას და­წე­რილ რე­ცენ­ზი­ა­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის მი­მართ, ის აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მო­კარ­ნა­ხის პერ­სო­ნა­ჟით, რო­მე­ლიც მო­ლი­ე­რის "დონ ჟუ­ან­ში" არ არის, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლის­თვის იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლია, რომ თვით მო­ლი­ერ­საც აღაფრ­თო­ვა­ნებ­და. პო­ტენ­ზე ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და, რომ "ის სა­უ­კე­თე­სო კო­მი­კო­სია, ვი­საც კი ფეხი და­უდ­გამს არ­გენ­ტი­ნის მი­წა­ზე". იმ ათე­უ­ლო­ბით სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც "დონ ჟუ­ა­ნის" მოგ­ზა­უ­რო­ბას მოჰ­ყვა გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­ნიშ­ვნას ზუ­რაბ ყიფ­ში­ძის, ამი­რან ამი­რა­ნაშ­ვი­ლი­სა და ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი იმ­სა­ხუ­რებ­დნენ.

დღეს ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ამ რე­ცენ­ზი­ებ­ზე არ აკე­თებს, ალ­ბათ იმი­ტომ რომ როცა ამ აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი რო­ლე­ბის შე­საქ­მენ­ლად იწყებ­და მზა­დე­ბას, ამ ტრი­უმფს მა­ლე­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვას­თან ერ­თად კი­ნოს მთე­ლი სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბის იმგვა­რი ცვლი­ლე­ბა მოჰ­ყვა, რომ თე­ატ­რი და კინო პრი­ო­რი­ტე­ტებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, დღემ­დე სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნებს, რო­გორ ხვდე­ბოდ­ნენ ქარ­თულ დასს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში:

"მახ­სოვს ლე­ნინ­გრად­ში ვართ და ვემ­ზა­დე­ბით გა­საფ­რე­ნად ინ­გლის­ში, სა­ი­და­ნაც ჯერ ავ­სტრა­ლი­ა­ში, ხოლო შემ­დეგ ზე­ლან­დი­ა­ში გვაქვს სპექ­ტაკ­ლე­ბი. ლე­ნინ­გრად­ში ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას ჩა­ვუ­ა­რეთ გვერ­დით და წიგ­ნე­ბი გად­მოგ­ვი­ყა­რეს ფან­ჯრე­ბი­დან, რომ­ლებ­საც ეწე­რა რომ გვჩუქ­ნიდ­ნენ, რო­გორც უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ა­ნებს, დასს. არც ვიცი რო­გორ გა­ი­გეს რომ ჩვენ ვი­ყა­ვით, ვინც მივ­დი­ო­დით ქუ­ჩა­ში ჟრი­ა­მუ­ლით და სი­ცი­ლით, მა­შინ ხომ მო­ბი­ლუ­რი არ იყო და ვერ და­უ­რე­კავ­დნენ და შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ალ­ბათ ხმა გავ­რცელ­და. ლე­ნინ­გრა­დის თე­ატ­რში, სა­დაც ჩვენ გვქონ­და სპექ­ტაკ­ლი, იქ იყ­ვნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი - ნამ­დვი­ლი მხე­ცე­ბი, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ლე­ბე­დე­ვი და მრა­ვა­ლი სხვა ამ რან­გის მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­დი­ოდ­ნენ და კან­კა­ლებ­დნენ, რომ გვი­ლო­ცავ­დნენ ისე­თი ემო­ცია ჰქონ­დათ. სწო­რედ მა­შინ ით­ქვა იქ, რომ ეს არის დასი, რო­მელ­საც ჰყავს ისე­თი მა­ესტრო, თუ მო­უნ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგნ­საც კი პი­ე­სად აქ­ცევ­სო. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ჩავ­დი­ო­დით მთავ­რო­ბა გხვდე­ბო­და და ჩვე­ნი ჩას­ვლა იყო მოვ­ლე­ნა. როცა მთავ­რდე­ბო­და სპექ­ტაკ­ლი, ხალ­ხი არ მი­დი­ო­და და სა­ა­თო­ბით გვე­ლო­დე­ბო­და, უნ­დო­დათ რომ პი­რა­დად მო­სუ­ლიყ­ვნენ და მო­ე­ლო­ცათ" - იხ­სე­ნებს რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

დღეს ის და­კა­ვე­ბუ­ლია, რო­გორც სე­რი­ალ­ში, ასე­ვე მის მშობ­ლი­ურ თე­ატ­რში და ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ახალ როლ­ზე მუ­შა­ობს - მა­ყუ­რე­ბელს სულ მალე შეს­თა­ვა­ზე­ბენ დე­ტექ­ტივს "იდე­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბა", რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც ნინო შო­თა­ძეა და მთა­ვარ როლს ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს.

ამ­ბობს, რომ რო­დე­საც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მთა­ვა­რი რი­თაც მო­ი­ხიბ­ლა, ეს მისი გმი­რის სა­ხე­ლი იყო - ეგო­ნა. და­ფიქ­რდა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ამ ქა­ლის თა­მა­ში. გაგ­ვიმ­ხი­ლა ისიც, რომ თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან ჰქო­ნია სხვა­დას­ხვა დროს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარს ამ­ბობ­და, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ კი­ნოს ელო­დე­ბო­და, კი­ნომ კი ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ა­ნა.

მსა­ხი­ო­ბი თე­ატრთან ახ­ლოს ცხოვ­რობს, იმ­დე­ნად ახ­ლოს, რომ გზას სახ­ლი­დან თე­ატ­რამ­დე ყო­ველ­დღი­უ­რად ფე­ხით გა­დის, ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ამ გზას ერ­თად მივ­ყვე­ბით და ღი­მი­ლით მე­უბ­ნე­ბა, რომ არ არის შემ­თხვე­ვა გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ისე გა­ი­ა­როს, რომ არ გა­ა­ჩე­რონ, კომ­პლი­მენ­ტი არ უთხრან და "სელ­ფი" არ გა­და­ი­ღონ. ბო­ლოს ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა მხატ­ვრულ ფილმში გა­და­ღე­ბა:

"მე­ნატ­რე­ბა ფილმში გა­და­ღე­ბა თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი გა­ნა­თე­ბით, ახლო, სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი ხე­დე­ბით, ძა­ლი­ან მიყ­ვარს კად­რი როცა ახლო ხედ­ზე, ყო­ველ­გვა­რი სი­ტყვის გა­რე­შე მი­მი­კე­ბით და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით თა­მა­შობ, სხვა­თა­შო­რის ამის გამო ვთქვი ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ამ­ბებ­ზე უარი, ბო­ტოქ­სიც ამი­ტომ არ გა­ვი­კე­თე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს მი­მი­კა მქო­ნო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა გა­მო­ვი­და? არ არის არც ბო­ტოქ­სი და აღარც კინო!" - ამ­ბობს ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად

"არ არის არც ბოტოქსი, აღარც კინო!" - რაზე წყდება გული ლაურა რეხვიაშვილს და როგორ აღიარეს ქართველი მსახიობი არგენტინაში საუკეთესო კომიკოსად

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა ბოლო პერიოდში გასაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული კოლორიტური პერსონაჟის - ეგონა გუნავას განსახიერებით მოიპოვა.

ვიდრე ეგონას "თავი არ წეიქციო" ყველასთვის ნაცნობი ფრაზა გახდებოდა, ლაურა რეხვიაშვილის მიერ გიორგი შენგელაიას საკულტო ფილმში - "სიყვარული ყველას უნდა" განსახიერებული გმირის რეპლიკებით ლაპარაკობდა მთელი საქართველო. ლაურა რეხვიაშვილს ინტერვიუსთვის მის მშობლიურ "კინომსახიობთა თეატრში" შევხვდი. თეატრში, რომლის სცენაზეც რამდენიმე ათეული წელია დგას და სადაც მისმა პედაგოგმა, მიხეილ თუმანიშვილმა მოიყვანა.

თეატრში შესვლამდე, თუმანიშვილის ძეგლის დანახვისას მისი წიგნის სათაური გამახსენდა - "სანამ რეპეტიცია დაიწყება", თუმცა ეს ის დროა, როცა რეპეტიცია კარგა ხნის დასრულებულია, თეატრში სიჩუმეა, სცენა ცარიელი. ვხვდები ქალბატონ ლაურას, რომელიც მის პირად ფოტო-არქივს მაჩვენებს, ჩვენც ქრონოლოგიურად მივყვებით მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზებს. ერთმანეთს ცვლის კადრები სხვადასხვა ფილმებიდან, 1980 წელს გამოსული გიორგი შენგელაიას ცნობილი კომედიის გვერდით არის ფოტოები ფილმებიდან: "ზოგი ჭირი მარგებელია", "რობიზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპი", გოდერძი ჩოხელის "ბაკურხეველი ხევსური", რომელსაც მსახიობი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს და ამბობს, რომ ჩოხელი მისთვის გამორჩეული შემოქმედი იყო.

სპექტაკლი "ახალგაზრდა გვარდიის სახელით", 1975 წელი

ვსაუბრობთ ფილმებზე, რომლებსაც უცნაური ბედი დაჰყვათ, მაგალითად ჯორჯაძე - კვირიკაძის ფილმი "ფოსტალიონი", სამწუხაროდ მსახიობსაც კი არ უნახავს კარგა ხანია, არადა ამ ფილმში ლაურა რეხვიაშვილი პარტნიორობას რამაზ ჩხიკვაძეს უწევს. ეს არის ის ფილმები, სადაც ნახავთ ლაურა რეხვიაშვილს, ამ კინოფილმებმა არათუ ვერ ამოწურეს მსახიობის შინაგანი მარაგი, არამედ მისი ნახევარიც კი ვერ აჩვენეს. ქალბატონი ლაურა იუმორით იხსენებს "კინომსახიობთა თეატრის" მსოფლიო ტურნეს, როცა მსოფლიოს დედაქალაქების ქუჩებში ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა მომხიბვლელ მსახიობს...

მისთვის საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა მოკარნახის როლს მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში "დონ ჟუანი", მოლიერის ნაწარმოებში ასეთი პერსონაჟი არ არის, რეჟისორმა სპეციალურად ლაურა რეხვიაშვილისთვის მოიგონა ეს პერსონაჟი. ამ როლმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

- ქალბატონო ლაურა, მიგაჩნიათ რომ "დონ ჟაუნში" მოკარნახის როლი საეტაპოა თქვენს სამსახიობო კარიერაში?

- რასაკვირველია, "დონ ჟუანით" ავიდგი ფეხი, ეს იყო ჩემი ტრამპლინი, ასე ვთქვათ. არ დარჩენილა ქვეყანა, რომელმაც იცის ხელოვნება რა არის, რომ ჩვენ მიწვევა არ გვქონოდა. მსოფლიოს ყველა აღიარებულ ფესტივალზე ნათამაშები გვაქვს ეს სპექტაკლი და იყო თავდაუზოგავი, ისტერიული მოთხოვნა, იმ შავი და ბნელი კომუნისტების დროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ფესტივალები ახლაც დაინტერესებული არიან, უბრალოდ, ასეთი სპექტაკლები აღარ არსებობს.

- დღეს რომ აღარ იდგმება ასეთი სპექტაკლები ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?

- იმიტომ რომ ძალიან გაბითურდა და დაიკარგა ამ დარგის ღერძი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რასაც გარდასახვის ხელოვნება ჰქვია, ეს იმდენად რთულია, როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, გადანერგვა და ა.შ ვინაიდან ასეთი რთულია ეს ყოველივე, ამიტომ იოლი გზა აირჩიეს ამ დარგში მოღვაწე დღევანდელმა რეჟისორებმა და მსახიობებაც, ცოტათი შეაპარეს სხვა ესთეტიკა, რაც პირადად ჩემთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ მე ვიცი რატომ შეეპარათ ეს სიო.

გარდასახვის თეორიის შემსრულებლები აღარ არიან, რეჟისორები ვისაც გარდასახვის თეორია ზედმიწევნით ეცოდინებათ. არტისტები უფრო არიან ასეთები, რადგან არტისტიზმი თვითონ ერშია, არტისტიზმი და შემოქმედების უნარი. ეს დამტკიცებული გვაქვს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარაგით. კულტურა მხოლოდ ცეკვა და სიმღერა არ არის, თუმცაღა სხვანაირად ვროკავთ, სხვანაირად ვღიღინებთ, ნოტებს შუა ვღიღინებთ, როცა გურულ კრიმანჭულს ვისმენთ. ქართულ მრავალხმიანობაზე არაჩვეულებრივად თქვა სტრავინსკიმ. ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ ასე თქვა - რომ არაფერი ადამიანის მოდგმას იმაზე დიდი არ შეუქმნია, ვიდრე ქართული ხალხური სიმღერა.

ეს მოცემულობაა, ერი მღერის, ცეკვავს, პოეზიას ქმნის, ღვინოს წურავს, სამნაირად წერს და ა.შ მაგრამ ეს ყოველივე ჯერჯერობით არავინ ბიზნესად არ აქცია, რომ ერთხელ მაინც დაფინანსებულიყო სერიოზული კინოპროექტი. აუცილებლად უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, კინო თავის თავს თვითონ ვერ დაიფინანსებს ამ ქვეყანაში. უნდა გაკეთდეს სერიოზული კინოპროექტი, სადაც გამოჩნდება ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი. იქნებ ავწიოთ მსოფლიოში ყველაზე თამამად, ადვილად ჩვენი დროშა და მივიქციოთ მსოფლიოს ყურადღება.

სპექტაკლი "დონ ჟუანი"

1980-იან წლებში მსოფლიო თეატრის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მიხეილ თუმანიშვილის "დონ ჟუანი", ათეულობით რეცენზიაში რომელიც სპექტაკლის შესახებ მსოფლიო პრესაში დაიბეჭდა, ლაურა რეხვიაშვილის მისამართით უმაღლესი შეფასებები გაკეთდა. მსოფლიოში სახელგანთქმული არგენტინელი კრიტიკოსი ხაიმე პოტენზე ბუენოს-აირესში "კინომსახიობთა თეატრის" გასტროლებისას დაწერილ რეცენზიაში აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაურა რეხვიაშვილის მიმართ, ის აღტაცებული იყო მოკარნახის პერსონაჟით, რომელიც მოლიერის "დონ ჟუანში" არ არის, მაგრამ სპექტაკლისთვის იმდენად ორგანულია, რომ თვით მოლიერსაც აღაფრთოვანებდა. პოტენზე ლაურა რეხვიაშვილის შესახებ ამბობდა, რომ "ის საუკეთესო კომიკოსია, ვისაც კი ფეხი დაუდგამს არგენტინის მიწაზე". იმ ათეულობით სტატიაში, რომელიც "დონ ჟუანის" მოგზაურობას მოჰყვა განსაკუთრებულ აღნიშვნას ზურაბ ყიფშიძის, ამირან ამირანაშვილისა და ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟები იმსახურებდნენ.

დღეს ლაურა რეხვიაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ამ რეცენზიებზე არ აკეთებს, ალბათ იმიტომ რომ როცა ამ აღიარების შემდეგ ახალი როლების შესაქმენლად იწყებდა მზადებას, ამ ტრიუმფს მალევე საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად კინოს მთელი სისტემის ჩამოშლა და ქვეყანაში მდგომარეობის იმგვარი ცვლილება მოჰყვა, რომ თეატრი და კინო პრიორიტეტებს მიღმა აღმოჩნდა. თუმცა, დღემდე სიამოვნებით იხსენებს, როგორ ხვდებოდნენ ქართულ დასს სხვადასხვა ქალაქებში:

"მახსოვს ლენინგრადში ვართ და ვემზადებით გასაფრენად ინგლისში, საიდანაც ჯერ ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ ზელანდიაში გვაქვს სპექტაკლები. ლენინგრადში ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩავუარეთ გვერდით და წიგნები გადმოგვიყარეს ფანჯრებიდან, რომლებსაც ეწერა რომ გვჩუქნიდნენ, როგორც უნიჭიერეს ადამიანებს, დასს. არც ვიცი როგორ გაიგეს რომ ჩვენ ვიყავით, ვინც მივდიოდით ქუჩაში ჟრიამულით და სიცილით, მაშინ ხომ მობილური არ იყო და ვერ დაურეკავდნენ და შეატყობინებდნენ ერთმანეთს. ალბათ ხმა გავრცელდა. ლენინგრადის თეატრში, სადაც ჩვენ გვქონდა სპექტაკლი, იქ იყვნენ მსახიობები - ნამდვილი მხეცები, ბასილაშვილიდან დაწყებული, ლებედევი და მრავალი სხვა ამ რანგის მსახიობი, რომლებიც შემოდიოდნენ და კანკალებდნენ, რომ გვილოცავდნენ ისეთი ემოცია ჰქონდათ. სწორედ მაშინ ითქვა იქ, რომ ეს არის დასი, რომელსაც ჰყავს ისეთი მაესტრო, თუ მოუნდება ტელეფონების წიგნსაც კი პიესად აქცევსო. ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდიოდით მთავრობა გხვდებოდა და ჩვენი ჩასვლა იყო მოვლენა. როცა მთავრდებოდა სპექტაკლი, ხალხი არ მიდიოდა და საათობით გველოდებოდა, უნდოდათ რომ პირადად მოსულიყვნენ და მოელოცათ" - იხსენებს რეხვიაშვილი.

დღეს ის დაკავებულია, როგორც სერიალში, ასევე მის მშობლიურ თეატრში და ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ თუმანიშვილის თეატრში ახალ როლზე მუშაობს - მაყურებელს სულ მალე შესთავაზებენ დეტექტივს "იდეალური მკვლელობა", რომლის რეჟისორიც ნინო შოთაძეა და მთავარ როლს ლაურა რეხვიაშვილი ასრულებს.

ამბობს, რომ როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ჰქონდა შემოთავაზება, მთავარი რითაც მოიხიბლა, ეს მისი გმირის სახელი იყო - ეგონა. დაფიქრდა, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ქალის თამაში. გაგვიმხილა ისიც, რომ თითქმის ყველა ქართული სერიალიდან ჰქონია სხვადასხვა დროს შემოთავაზება, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კინოს ელოდებოდა, კინომ კი ძალიან დააგვიანა.

მსახიობი თეატრთან ახლოს ცხოვრობს, იმდენად ახლოს, რომ გზას სახლიდან თეატრამდე ყოველდღიურად ფეხით გადის, ინტერვიუს შემდეგ ამ გზას ერთად მივყვებით და ღიმილით მეუბნება, რომ არ არის შემთხვევა გზის ეს მონაკვეთი აღმაშენებლის გამზირზე ისე გაიაროს, რომ არ გააჩერონ, კომპლიმენტი არ უთხრან და "სელფი" არ გადაიღონ. ბოლოს ამბობს, რომ ძალიან ენატრება მხატვრულ ფილმში გადაღება:

"მენატრება ფილმში გადაღება თავისი მხატვრული განათებით, ახლო, საშუალო და მსხვილი ხედებით, ძალიან მიყვარს კადრი როცა ახლო ხედზე, ყოველგვარი სიტყვის გარეშე მიმიკებით და გამომეტყველებით თამაშობ, სხვათაშორის ამის გამო ვთქვი ესთეტიკური მედიცინის ამბებზე უარი, ბოტოქსიც ამიტომ არ გავიკეთე, რომ ეს ყველაფერი, ეს მიმიკა მქონოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? არ არის არც ბოტოქსი და აღარც კინო!" - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს