Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, სადაც საუბრობდა ტერაქტების მოწყობაზე, მათ შორის საქართველოში
ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, სადაც საუბრობდა ტერაქტების მოწყობაზე, მათ შორის საქართველოში

„პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის, ISIS- ის ლი­დე­რის­თვის, აბუ ჯი­ჰა­დი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის“ ანა­ლი­ტი­კოს­მა, ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძე აცხა­დებს, აუ­დიო გზავ­ნი­ლებ­ში ჩა­ტა­ე­ვი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ლი­დერს, აბუ ჯი­ჰადს, იგი­ვე ის­ლამ ატა­ბი­ევს იმ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­დაც თავ­დას­ხმე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, მათ შო­რის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოც. აუ­დიო გზავ­ნილ­ში, სა­ვა­რა­უ­დო თავ­დას­ხმის ად­გი­ლე­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია რეს­ტორ­ნე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი და ისე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ამე­რი­კე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

„რაც სა­ჭი­როა, გა­ვა­კე­თებთ ძმაო. მე უკვე აქ ვარ, სტამ­ბოლ­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე - ფო­ტო­ე­ბი, სუ­რა­თე­ბი, გა­და­ღე­ბე­ბი. ალ­ბათ უკვე ხვალ ან­კა­რა­ში და­ვი­წყებთ კე­თე­ბას... ან­კა­რა­სა და ან­ტა­ლი­ა­ში... მერე ვნა­ხოთ. ეს არის სა­ელ­ჩო ძმაო... კი­დევ ძმე­ბი შე­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ასეთ ად­გი­ლებს, სა­ელ­ჩო­ებს, ძლი­ე­რა­დაა და­ცუ­ლი, მაგ­რამ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­შიც ნა­ხავ, ძმაო. ჩვენ ისე­თი ად­გი­ლე­ბი უნდა მოვ­ძებ­ნოთ, რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც ისი­ნი იკ­რი­ბე­ბი­ან, ასე­თი ად­გი­ლე­ბი არის.

ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ზამ­თა­რია... მოკ­ლედ, თუ რა­მეა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ვა­კე­თებთ. ეს სა­ერ­თოდ აქ­ვეა ძმაო. ვიცი, სი­ცხე უფრო მე­ტად თუ იქ­ნე­ბა ... სა­ქარ­თვე­ლო... თურ­ქეთ­ში... არ იქ­ნე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბით სავ­სე სას­ტუმ­რო­ე­ბი. ვი­დე­ო­ე­ბი...იქი­დან... ეს ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს შო­რის დარ­ჩეს. ძმე­ბი უსაქ­მოდ რომ არ იყ­ვნენ... ჩვენ იქ გვყავს ძმე­ბი... იმა­თაც გა­და­ი­ღონ ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი და აგიხ­სნი­ან იქი­დან. მე რაც მი­თხრეს, აქ მე ვათ­ვა­ლი­ე­რებ რეს­ტორ­ნებ­საც, ამა­საც, იმა­საც და სა­ელ­ჩო­ე­ბი... ან­კა­რა­ში, ან­ტა­ლი­ა­სა და სტამ­ბოლ­ში, ყველ­გან ვიქ­ნე­ბი. გა­კე­თე­ბით ერთი უკვე გა­ვა­კე­თე... აქ მე და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ რა­ღაც წერ­ტი­ლე­ბი ვერ ვი­პო­ვე ... ძმე­ბი ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით, რო­გორც კი მზად იქ­ნე­ბა, გა­მო­გიგ­ზავ­ნი... „ - ამ­ბობს აუ­დიო ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ აცხა­დებ­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­დან და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლია აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი. ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. მათ მი­ზანს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი წარ­მო­ად­გენ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო: აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ხმო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთ ლი­დერს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ზეც არის სა­უ­ბა­რი

sponsored by ContentRoom

ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, სადაც საუბრობდა ტერაქტების მოწყობაზე, მათ შორის საქართველოში

ახმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ISIS-ის ლიდერს, სადაც საუბრობდა ტერაქტების მოწყობაზე, მათ შორის საქართველოში

„პალიტრანიუსის“ ეთერში ახმედ ჩატაევის, ISIS- ის ლიდერისთვის, აბუ ჯიჰადისადმი გაგზავნილი შეტყობინებები გამოქვეყნდა. აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერები, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ გადაცემაში “360 გრადუსი“ გაასაჯაროვა.

როგორც ბურჭულაძე აცხადებს, აუდიო გზავნილებში ჩატაევი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე აწვდის ინფორმაციას, სადაც თავდასხმები უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. აუდიო გზავნილში, სავარაუდო თავდასხმის ადგილებად დასახელებულია რესტორნები, სასტუმროები, საელჩოები და ისეთი დაწესებულებები, სადაც ამერიკელები იკრიბებიან.

„რაც საჭიროა, გავაკეთებთ ძმაო. მე უკვე აქ ვარ, სტამბოლში, ყველაფერი გავაკეთე - ფოტოები, სურათები, გადაღებები. ალბათ უკვე ხვალ ანკარაში დავიწყებთ კეთებას... ანკარასა და ანტალიაში... მერე ვნახოთ. ეს არის საელჩო ძმაო... კიდევ ძმები შეათვალიერებენ ასეთ ადგილებს, საელჩოებს, ძლიერადაა დაცული, მაგრამ ფოტოებსა და ვიდეოებშიც ნახავ, ძმაო. ჩვენ ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ, რესტორნები, სადაც ისინი იკრიბებიან, ასეთი ადგილები არის.

ყველაფერი იმიტომ, რომ ზამთარია... მოკლედ, თუ რამეა საქართველოშიც გავაკეთებთ. ეს საერთოდ აქვეა ძმაო. ვიცი, სიცხე უფრო მეტად თუ იქნება ... საქართველო... თურქეთში... არ იქნება ამერიკელებით სავსე სასტუმროები. ვიდეოები...იქიდან... ეს ჯერჯერობით ჩვენს შორის დარჩეს. ძმები უსაქმოდ რომ არ იყვნენ... ჩვენ იქ გვყავს ძმები... იმათაც გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები და აგიხსნიან იქიდან. მე რაც მითხრეს, აქ მე ვათვალიერებ რესტორნებსაც, ამასაც, იმასაც და საელჩოები... ანკარაში, ანტალიასა და სტამბოლში, ყველგან ვიქნები. გაკეთებით ერთი უკვე გავაკეთე... აქ მე დავამთავრე, მაგრამ რაღაც წერტილები ვერ ვიპოვე ... ძმები ათვალიერებენ ყველაფერს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვიქნებით, როგორც კი მზად იქნება, გამოგიგზავნი... „ - ამბობს აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ ახმედ ჩატაევი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

ნახეთ ვიდეო: აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი ისლამურ სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს