პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ინგა გრიგოლიას განცხადებას პასუხობს - "ეს წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას..."
პროკურატურა ინგა გრიგოლიას განცხადებას პასუხობს - "ეს წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას..."

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­წამ­ყვან ინგა გრი­გო­ლი­ას საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ჟურ­ნა­ლის­ტმა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მის დაც­ვას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გან მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია ემუქ­რე­ბა, დღეს მის ტე­ლე­ფონ­ზე კვლავ და­რე­კა. როცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ად­ვო­კატ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა, თუ რა­ტომ არ ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი მა­მა­კაცს მსხვერ­პლთან და­რეკ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გრი­გო­ლი­ას თქმით, უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ გა­და­უგ­ზავ­ნი­ა დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ მო­ძა­ლა­დეს ზა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და შე­ზღუ­დუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

"ჟურ­ნა­ლისტ ი.გ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, 2018 წლის 19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქ. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.2018 წლის 21 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ იქნა რ.ნ., რო­მელ­საც 22 მა­ისს ი.გ.-ს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რი­სა და ადევ­ნე­ბის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 1511-ე მუხ­ლით. იმა­ვე დღეს რ.ნ.-ს სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ი.გ. ცნო­ბი­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად და მისი, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლის ფსი­ქი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ორ­გა­ნოს - სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ნიშ­ნულ იქნა და ჩა­ტარ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­ნა­ი­დან გა­მოვ­ლინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში მკურ­ნა­ლობ­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით 2018 წლის 23 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. 2018 წლის 12 ივ­ნი­სის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­სა­მარ­თლო-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად დად­გინ­და, რომ რ.ნ. და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბით და მას არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და მარ­თლწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 34-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა არ შე­ე­რა­ცხე­ბა ბრა­ლად იმას, ვი­საც ამ ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის დროს ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი ან მარ­თლწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ანდა ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ შე­უ­რა­ცხა­დო­ბა ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო წარ­მო­ად­გენს ბრა­ლის გა­მომ­რი­ცხველ გა­რე­მო­ე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 19 ივ­ნი­სის გან­ჩი­ნე­ბით შე­უ­რა­ცხა­დო­ბის გამო ბრალ­დე­ბულ რ.ნ.-ს მი­მართ შე­წყდა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ნიშ­ნა, რის შემ­დე­გაც იგი მო­თავ­სე­ბუ­ლი იქნა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში. სა­ქარ­თვე­ლოს „პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის“ 79-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას უფ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით აწარ­მო­ოს მი­მო­წე­რა და ჰქონ­დეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა, იმა­ვე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის თა­ნახ­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. კა­ნო­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რ.ნ.-ს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მას მი­მო­წე­რი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და.

2018 წლის 19 ივ­ნი­სის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც რ.ნ.-ს მი­მართ შე­წყდა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­უ­რა­ცხა­დო­ბის გამო, მას აღარ აქვს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, იგი აღარ იმ­ყო­ფე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ ვე­ღარ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს „პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის“ 79-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ი.გ.-ს ად­ვო­კა­ტის მიერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლია გულ­გრი­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ მიერ არ მოხ­და რ.ნ.-სთვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ-სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, წარ­მო­ად­გენს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას და კა­ნო­ნის არ­ცოდ­ნას.

პროკურატურა ინგა გრიგოლიას განცხადებას პასუხობს - "ეს წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას..."

პროკურატურა ინგა გრიგოლიას განცხადებას პასუხობს - "ეს წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას..."

საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ სახელმწიფო მის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან მამაკაცმა, რომელიც წლებია ემუქრება, დღეს მის ტელეფონზე კვლავ დარეკა. როცა ტელეწამყვანის ადვოკატმა პროკურატურაში გააპროტესტა, თუ რატომ არ ჰქონდა შეზღუდული მამაკაცს მსხვერპლთან დარეკვის შესაძლებლობა, გრიგოლიას თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ პროკურატურას არ გადაუგზავნია დადგენილება, რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული.

გთავაზობთ პროკურატურის საპასუხო განცხადებას უცვლელად:

"ჟურნალისტ ი.გ.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.2018 წლის 21 მაისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა რ.ნ., რომელსაც 22 მაისს ი.გ.-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების ფაქტზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს რ.ნ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი.გ. ცნობილი იქნა დაზარალებულად და მისი, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური ზიანის დადგენის მიზნით გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ იქნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.

მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლინდა, რომ ბრალდებული წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 23 მაისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 2018 წლის 12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ რ.ნ. დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეურაცხადობის გამო ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. აღნიშნული უფლება, იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის ან გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე. კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პერიოდში, როდესაც რ.ნ.-ს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა.

2018 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შეურაცხადობის გამო, მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, იგი აღარ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ი.გ.-ს ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას.

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი