თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნო. სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად, ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.
მარგველას ვეკითხები, როგორ გინდა, ვალერი და მიშა შეარიგო. თუ შენი და სალომეს შერიგებაზეა საუბარი? წესი ასეთია, ეხლა ვალერის ჯერია, მიშიკო ისე სცემოს, რომ გიულამაც ვერ იცნოს. შემდეგ მიშიკო გააქანონ თავის სამშობლო უკრაინაში, თუ გადაარჩენენ, შემდეგ გადაწყვიტოს ვალერიმ შეურიგდება თუ არა მიშას. ამის ჰქვია შერიგება. მე კიდევ ნეიტრალურ ადამიანს, რა მაქვს ვინმესთან შესარიგებელი, ან ვინა ვარ, რომ გადავწყვიტო მიშას და ვალერის შერიგება, დეგენერატ ხალხს, ტრაფარეტულად რომ აუჩემებია სიტყვა შერიგება. ან როგორ შეიძლება ძალით გაუპატიურებელთან შერიგება. აზრზე ხართ? რაებს ბოდავთ.