მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში
საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მი­ძღვნი­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ბოდ­ლე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცულ, უორდრო­პე­ბის მდი­დარ კო­ლექ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო - კულ­ტუ­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა უორდრო­პე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში“ - ასე ჰქვია ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან წიგნს, რო­მე­ლიც ერთი თვის წინ გა­მო­ი­ცა და ის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნე­თის ელჩმა ჯას­თინ მა­ქენზ სმით­მა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩომ 27 ივ­ნისს უმას­პინ­ძლა.

„სა­ქარ­თვე­ლო - კულ­ტუ­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა უორდრო­პე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში“ - ავ­ტო­რია ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი - ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძე. წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბის იდეა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გაჩ­ნდა - იქ, სა­დაც უორდრო­პე­ბის კო­ლექ­ცი­აა და­ცუ­ლი. ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძემ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა კვლე­ვა­სა და ტექ­სტზე. წიგ­ნის დი­ზა­ი­ნი­სა და მა­კე­ტის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ კი, მისი და­ბეჭდ­ვის პრო­ექტს მხა­რი თი­ბი­სი ბან­კმა და­უ­ჭი­რა.

„ოლი­ვერ უორდრო­პი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, მან მო­ი­პო­ვა ბრი­ტა­ნე­თის აღი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა. ოლი­ვერ უორდრო­პის და - მარ­ჯო­რი ურდრო­პი კი გახ­ლდათ „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი მთარ­გმნე­ლი ინ­გლი­სურ ენა­ზე, ის იყო კულ­ტუ­რუ­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­სა - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. და-ძმა უორდრო­პებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­რეს რამ­დენ­ჯერ­მე, ისი­ნი მთე­ლი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­დნენ წიგ­ნებს, ხელ­ნა­წე­რებს, დო­კუ­მენ­ტებ­სა და წე­რი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა ეს კო­ლექ­ცია არ იყოს ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­პა­ში, მაგ­რამ ის არის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბი VII სა­უ­კუ­ნი­დან XIX სა­უ­კუ­ნემ­დე ხელ­ნა­წე­რებს მო­ი­ცავს. ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა წიგ­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­სუ­ლა XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ამ კო­ლექ­ცი­ა­შიც.“ - ამ­ბობს წიგ­ნის ავ­ტო­რი, ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძე.

წიგ­ნის ქარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­თის სა­ლე­ჩო­ში და­ეს­წრნენ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლე­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯი­ლი­ან ევი­სო­ნი, თი­ბი­სი ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, წიგ­ნის ავ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძე, ქარ­თვე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბი.

„ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი წიგ­ნი. თი­ბი­სი ჯგუფ­მა კი, მხა­რი და­უ­ჭი­რა მის და­ბეჭდ­ვას. ეს წიგ­ნი მი­ე­ძღვნა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კო­მის­რის და დიპ­ლო­მა­ტის, სერ ოლი­ვერ უორდრო­პი­სა და მისი დის მარ­ჯო­რი უორდრო­პის ნა­მუ­შე­ვა­რებ­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უნი­კა­ლუ­რია ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის.“ - გან­მარ­ტავს თი­ბი­სი ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

„ეს წიგ­ნი ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლოა. პირ­ველ რიგ­ში, წიგ­ნი არის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი. მე­ო­რე - ეს წიგ­ნი, პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ო­ში, უორდრო­პე­ბის მდი­დარ ქარ­თულ კო­ლექ­ცი­ას ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნა, თუ რამ­დენ რა­მეს გა­ი­გებს მკი­თხვე­ლი ამ წიგ­ნი­დან, რომ­ლის მა­სა­ლა­საც პირ­ვე­ლად იხი­ლავს.“ -აღ­ნიშ­ნავს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ჯას­თინ მა­ქენზ სმი­თი.

„ოქსფორდში, ბოდ­ლე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში სა­თუ­თა­დაა და­ცუ­ლი მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ორი ხელ­ნა­წე­რი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პო­ე­მი­სა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“. ეს ორი მდიდ­რუ­ლად ილუსტრი­რე­ბუ­ლი ტექ­სტი ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და ხელ­ნა­წე­რე­ბის უორდრო­პე­ბი­სე­უ­ლი კო­ლექ­ცი­ის მთა­ვა­რი გან­ძია. ესაა კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის 1300 წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის უტყუ­არ დას­ტუ­რად გა­მოდ­გე­ბა. მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პა­ლიმფსეს­ტე­ბის გარ­და, აქაა: ძველ ქარ­თულ ან­ბან­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი აღ­თქმის ტექ­სტე­ბი­ცა და 1918 წლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის აქ­ტიც, მათი ერ­თობ­ლი­ო­ბა კი ქარ­თვე­ლე­ბის ერთ ნა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რი­ას აღ­წერს.“ - წე­რია წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში.

უორდრო­პე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში ასე­ვე ინა­ხე­ბა უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტი, წე­რი­ლი, კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის პირ­ვე­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი, ანარ­ქის­ტუ­ლი, ფე­მი­ნის­ტუ­რი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის ცხოვ­რე­ბას აღ­წერს XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან 1918 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და შემ­დეგ ბრი­ტა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ას­პო­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მო­მენ­ტამ­დე.

ახა­ლი გა­მო­ცე­მა უკვე იყი­დე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მისი შე­ძე­ნა ონ­ლა­ი­ნა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ნი­კო­ლოზ ალექ­სი­ძემ ბრი­ტა­ნეთ­ში, უორდრო­პე­ბის მა­მულ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პუბ­ლი­კის­თვის „სა­ქარ­თვე­ლო - კულ­ტუ­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა უორდრო­პე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში“ 19 მა­ისს წა­რად­გი­ნა.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში

საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი, რომელიც ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება.

„საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ - ასე ჰქვია ინგლისურენოვან წიგნს, რომელიც ერთი თვის წინ გამოიცა და ის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული თემით დაინტერესებული უცხოელებისათვის.

წიგნის პრეზენტაციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზ სმითმა და დიდი ბრიტანეთის საელჩომ 27 ივნისს უმასპინძლა.

„საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ - ავტორია ქართველი მეცნიერი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი - ნიკოლოზ ალექსიძე. წიგნის მომზადების იდეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკაში გაჩნდა - იქ, სადაც უორდროპების კოლექციაა დაცული. ნიკოლოზ ალექსიძემ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა კვლევასა და ტექსტზე. წიგნის დიზაინისა და მაკეტის მომზადების შემდეგ კი, მისი დაბეჭდვის პროექტს მხარი თიბისი ბანკმა დაუჭირა.

„ოლივერ უორდროპი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში, მან მოიპოვა ბრიტანეთის აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობისა. ოლივერ უორდროპის და - მარჯორი ურდროპი კი გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი მთარგმნელი ინგლისურ ენაზე, ის იყო კულტურული ელჩი საქართველოსა - დიდ ბრიტანეთში. და-ძმა უორდროპებმა საქართველოში იმოგზაურეს რამდენჯერმე, ისინი მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ წიგნებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებსა და წერილებს. შეიძლება ეს კოლექცია არ იყოს ყველაზე დიდი ევროპაში, მაგრამ ის არის ყველაზე მრავალფეროვანი. დაცული მასალები VII საუკუნიდან XIX საუკუნემდე ხელნაწერებს მოიცავს. ასევე ფაქტობრივად ყველა წიგნი, რომელიც გამოსულა XIX საუკუნის საქართველოში არის ამ კოლექციაშიც.“ - ამბობს წიგნის ავტორი, ნიკოლოზ ალექსიძე.

წიგნის ქართულ პრეზენტაციას ბრიტანეთის სალეჩოში დაესწრნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკამ გამოსცა საქართველოს შესახებ პირველი წიგნი. თიბისი ჯგუფმა კი, მხარი დაუჭირა მის დაბეჭდვას. ეს წიგნი მიეძღვნა, ერთ-ერთი პირველი კომისრის და დიპლომატის, სერ ოლივერ უორდროპისა და მისი დის მარჯორი უორდროპის ნამუშევარებსა და მოღვაწეობას. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია ქართველი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის.“ - განმარტავს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. პირველ რიგში, წიგნი არის ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავი. მეორე - ეს წიგნი, პირველად მსოფლიოში, უორდროპების მდიდარ ქართულ კოლექციას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ძალიან ამაღელვებელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენ რამეს გაიგებს მკითხველი ამ წიგნიდან, რომლის მასალასაც პირველად იხილავს.“ -აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, - ჯასთინ მაქენზ სმითი.

„ოქსფორდში, ბოდლეის ბიბლიოთეკებში სათუთადაა დაცული მეჩვიდმეტე საუკუნის ორი ხელნაწერი შუა საუკუნეების პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. ეს ორი მდიდრულად ილუსტრირებული ტექსტი ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უორდროპებისეული კოლექციის მთავარი განძია. ესაა კოლექცია, რომელიც ქართული ლიტერატურის 1300 წლოვანი ისტორიის უტყუარ დასტურად გამოდგება. მეჩვიდმეტე საუკუნის პალიმფსესტების გარდა, აქაა: ძველ ქართულ ანბანზე შესრულებული ძველი აღთქმის ტექსტებიცა და 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტიც, მათი ერთობლიობა კი ქართველების ერთ ნაციად ჩამოყალიბების ისტორიას აღწერს.“ - წერია წიგნის შესავალში.

უორდროპების კოლექციაში ასევე ინახება უამრავი დოკუმენტი, წერილი, კორესპონდენციის პირველი ვერსია, რომელიც ქართველი სოციალისტური, ანარქისტული, ფემინისტური, რევოლუციური და ნაციონალისტური მოძრაობების ცხოვრებას აღწერს XIX საუკუნის შუა ხანებიდან 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და შემდეგ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქართული პოლიტიკური დიასპორების ჩამოყალიბების მომენტამდე.

ახალი გამოცემა უკვე იყიდება დიდ ბრიტანეთში, მისი შეძენა ონლაინაცაა შესაძლებელი. ნიკოლოზ ალექსიძემ ბრიტანეთში, უორდროპების მამულში დაინტერესებული პუბლიკისთვის „საქართველო - კულტურის მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“ 19 მაისს წარადგინა.

თეკლე ჯანელიძე

ფოტო: ირაკლი გედენიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი