მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანიმაციები და ვიდეო დავალებები - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ანიმაციები და ვიდეო დავალებები - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს შე­საძ­ლოა, ვი­დეო და­ვა­ლე­ბე­ბიც და­ე­მა­ტოს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

„იქ­მნე­ბა კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მა, პლატ­ფორ­მა, რო­მელ­შიც ჩა­შე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა მარ­ტო ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, არა­მედ, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბიც, ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბიც. დიდი იმე­დი მაქვს, შემ­დეგ წელს ერთ ნა­ბიჯს კი­დევ გა­დავ­დგამთ წინ. ანი­მა­ცია და ვი­დეო შე­საძ­ლოა ტეს­ტურ და­ვა­ლე­ბებ­ში იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, უცხო ენა­ში ან ბი­ო­ლო­გი­ა­ში. ვთქვათ, აჩ­ვე­ნებ უჯრე­დის გამ­რავ­ლე­ბას და აბი­ტუ­რი­ენტს სთხოვ, ახ­სნას ეს რა არის. და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის - ქი­მია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გე­ბის­თვი­საც გვქონ­და, რომ­ლებ­საც ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ნა­წი­ლი მო­ვუმ­ზა­დეთ.

ან მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მოს­მე­ნის უნა­რის და­ვა­ლე­ბებ­ში, რო­დე­საც, ვთქვათ, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე უყ­ვე­ბი რა­ღა­ცას და თან უჩ­ვე­ნებ რაზე ესა­უბ­რე­ბი. შემ­დეგ უკვე კი­თხვებს უს­ვამ. ასე­ვე, დი­ა­ლოგ­ში - უს­მენს დი­ა­ლოგს და პა­სუ­ხებს სცემს. აქ ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­აც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - აცხა­დებს მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ვი­დეო და­ვა­ლე­ბე­ბი გა­მოც­დებ­ზე მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ი­ნერ­გოს, მისი თქმით, ეს ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ბევრ რა­მე­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ნამ არ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ სკო­ლა­ში ამას ას­წავ­ლი­ან და აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის პრობ­ლე­მას და ბა­რი­ერს არ წარ­მო­ად­გენს, ამას ვერ შევ­თა­ვა­ზებთ. სა­ნამ არ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ სკო­ლა­ში უცხო ენის გაკ­ვე­თილ­ზე ასეთ რა­მე­ებ­ზე ავარ­ჯი­შე­ბენ, არ გვექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა გა­მოც­და­ზე ასე­თი ტეს­ტე­ბი და­ვახ­ვედ­როთ აბი­ტუ­რი­ენტს. თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია რომ სკო­ლას შევ­თა­ვა­ზოთ დახ­მა­რე­ბა. ამი­ტომ პლატ­ფორ­მის მომ­ზა­დე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობთ, ამის შემ­დეგ ბევ­რი რამ გვე­ცო­დი­ნე­ბა. წლის ბო­ლოს­თვის დიდი იმე­დი მაქვს, რომ პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­დე­ბა და ნი­მუ­შე­ბიც მომ­ზად­დე­ბა, რომ სკო­ლა­შიც ივარ­ჯი­შონ მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბის ამოხ­სნა­ზე. პირ­ველ რიგ­ში, ამას სა­პი­ლო­ტე ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ანიმაციები და ვიდეო დავალებები - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ანიმაციები და ვიდეო დავალებები - რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს. აღნიშნულის შესაძლებლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საუბრობს.

„იქმნება კომპლექსური სისტემა, პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებული იქნება არა მარტო ეროვნული გამოცდები, არამედ, გამოსაშვები გამოცდებიც, ჩვენი შეფასებებიც. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ წელს ერთ ნაბიჯს კიდევ გადავდგამთ წინ. ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა ტესტურ დავალებებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, უცხო ენაში ან ბიოლოგიაში. ვთქვათ, აჩვენებ უჯრედის გამრავლებას და აბიტურიენტს სთხოვ, ახსნას ეს რა არის. დაახლოებით, ასეთი დავალებები საბუნებისმეტყველო საგნების - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის პედაგოგებისთვისაც გვქონდა, რომლებსაც ექსპერიმენტული ნაწილი მოვუმზადეთ.

ან მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მოსმენის უნარის დავალებებში, როდესაც, ვთქვათ, მანჰეტენზე უყვები რაღაცას და თან უჩვენებ რაზე ესაუბრები. შემდეგ უკვე კითხვებს უსვამ. ასევე, დიალოგში - უსმენს დიალოგს და პასუხებს სცემს. აქ ჟესტიკულაციაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მიმინოშვილი.

შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება ვიდეო დავალებები გამოცდებზე მომავალი წლიდან დაინერგოს, მისი თქმით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში ამას ასწავლიან და აბიტურიენტისთვის პრობლემას და ბარიერს არ წარმოადგენს, ამას ვერ შევთავაზებთ. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში უცხო ენის გაკვეთილზე ასეთ რამეებზე ავარჯიშებენ, არ გვექნება უფლება გამოცდაზე ასეთი ტესტები დავახვედროთ აბიტურიენტს. თუმცა, შეგვიძლია რომ სკოლას შევთავაზოთ დახმარება. ამიტომ პლატფორმის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, ამის შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. წლის ბოლოსთვის დიდი იმედი მაქვს, რომ პლატფორმაზე მუშაობა დასრულდება და ნიმუშებიც მომზადდება, რომ სკოლაშიც ივარჯიშონ მსგავსი დავალებების ამოხსნაზე. პირველ რიგში, ამას საპილოტე ხასიათი ექნება“, - აღნიშნავს მაია მიმინოშვილი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ