რეზიუმე აღარ იარსებებს, თანამშრომლებს კი დასწავლის უნარის გათვალისწინებით დაასაქმებენ - ასეთია დასაქმების სფეროს მომავალი Accenture-ის რეკრუტირების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის ჯენიფერ კარპენტერის პროგნოზით.
და მან იცის რაზეც საუბრობს, რადგან კომპანია Accenture-მა მხოლოდ 2016 წელს 120 ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი დაასაქმა. ადამიანების მსგავსი მასშტაბით დასაქმებისას ის გრძელვადიან პერსპექტივასაც ითვალისწინებს და იმას, თუ როგორ შეცვლის ტექნოლოგიები დასაქმების სფეროს.
ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ყველაფრის შეცვლა დაიწყო, მაგრამ ჯენიფერ კარპენტერი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიები გააძლიერებს და არა ჩაანაცვლებს გამსაუბრებლებს.
გთავაზობთ ჯენიფერ კარპენტერის სამ წინასწარმეტყველებას, რომელიც დასაქმების სფეროს ეხება და რჩევებს, რათა მომავალ მოთხოვნებს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ.
კარპენტერის თქმით, რეზიუმეს გამოყენებაზე იმაზე სწრაფად ვიტყვით უარს, ვიდრე ამაზე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი დაფიქრდრეს. რეზიუმეს ნაცვლად, სპეციალური ტექნოლოგია გამსაუბრებელს მისცემს საშუალებას ქცევითი სიგნალები მიიღოს კანდიდატებისგან და შესაბამისად, უფრო მეტი გაიგოს მათი უნარების, კომპეტენციის, სურვილების, ხასიათის თვისებისა და კარიერული ინტერესების შესახებ.
კარპენტერის თქმით, დასაქმების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უკვე ხდება, მაგალითად LinkedIn Talent Insights-ი დამსაქმებლებს უფრო გონივრული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. უფრო მეტი ინფორმაციის დახმარებით, რომელიც ცხადს ხდის რაში არიან კანდიდატები უფრო ძლიერები, მარტივდება და უმჯობესდება კანდიდატებისა და ვაკანტური ადგილების შეხამება განაგრძეთ კითხვა