ორი ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების შანსებს, დიდწილად განაპირობებს თავად მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, მოთმინებისა და კომპრომისის უნარი. იმიტომ რომ, სიყვარული როგორც ასეთი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ახერხებს თვითაალებას, შემდგომ ამისა კი ნაკვერჩხლად და ბოლოს ნაცრად რომ არ იქცეს, მას გამუდმებით ესაჭიროება ორივე მხარის მიერ საწვავის გეგმაზომიერი დამატება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი წყვილის შემთხვევაში ურთიერთობას მაინც არაფერი შველის და საბოლოოდ მივდივართ მტკივნეულ განქორწინებამდე... რა არის მიზეზი და კონკრეტულად რომელიც ნიშნით დაბადებული ადამიანები ვერ ახერხებენ ერთ ჭერქვეშ ხანგრძლივად თანაცხოვრებას - ამ თემის ირგვლივ არაერთი ასტროლოგი ცდილობს აწარმოოს დაკვირვება. არსებობენ ნიშნები, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხეველობა და სამყაროს აღქმა გააჩნიათ...
მოკლედ, იკვლიეს ასტროლოგებმა და გარკვეული კანონზომიერება აღმოაჩინეს იმის თაობაზე, რომელი წყვილები ასრულებენ ყველაზე ხშირად ქორწინებას განქორწინებით და ისიც გაარკვიეს, რა მიზეზები აიძულებთ მათ თავდაპირველ ეტაპზე დაქორწინებას...
სიის სათავეში ლომისა და მორიელის წყვილი მოექცა 98% - ამ ადამიანებს შორის შუღლი ძალაუფლების გამო ჩაღდება. ორივე მხარეს სურს აკონტროლოს სიტუაცია ოჯახში. ქორწინებით კი ძირითადად უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის გამო ქორწინდებიან.
მეორე საპატიო ადგილზე ვერძისა და მორიელის დუეტია 88% - ამ წყვილში კონფლიქტის მიზეზია ეჭვიანობა. მორიელის დიქტატორული ხასიათი, წინააღმდეგობაში მოდის ვერძის თავისუფლებისმოყვარე ბუნებასთან. სექსუალური მიზიდულობა ამ წყვილშიც დიდია, თუმცა ქორწინების ალბათობაზე მორიელის სიმპათიაც მოქმედებს ვერძის მიმართ, მას ხიბლავს ვერძის სიალალე, იმედოვნებს რა რომ სამომავლოდაც შესძლებს მის გაკონტროლებას განაგრძეთ კითხვა