საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"
სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"

მზე, რუჯი, გარ­თო­ბა და გან­ტვირ­თვა - ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის დას­ვე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუმ­ცა, და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­სა თუ სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო ბევ­რი ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, რომ­ლებ­საც წინ რო­გორც ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლად, ისე პო­ლი­ტი­კუ­რად ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი ელო­დე­ბათ - სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­შიც მო­უ­წევთ ჩაბ­მა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სად აპი­რე­ბენ ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დას­ვე­ნე­ბას და რო­გორ შვე­ბუ­ლე­ბას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას:

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი:

"ზა­ფხულ­ში, თუ დრო მექ­ნე­ბა გუ­რი­ა­ში, ბახ­მა­რო­ში ვა­პი­რებ ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას. რო­გორც წესი, დას­ვე­ნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მირ­ჩევ­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რია, კა­ხე­თი და სვა­ნე­თი მიყ­ვარს".

რო­მან გო­ცი­რი­ძე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"ჯერ არ ვიცი მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა სა­ერ­თოდ დას­ვე­ნე­ბას. პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, უამ­რა­ვი რიგ­გა­რე­შე სა­კი­თხე­ბია, აგ­ვის­ტო­დან კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. ასე რომ, არა მგო­ნია მო­ვა­ხერ­ხო დას­ვე­ნე­ბა. ზო­გა­დად კი, ხან აჭა­რა­ში, ხან ბორ­ჯომ­ში ვის­ვე­ნებ, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­თან ერ­თად".

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი:

"ზღვა არ მიყ­ვარს დი­დად, მთა მირ­ჩევ­ნია, თუმ­ცა წელს ვერ ვა­ხერ­ხებ დას­ვე­ნე­ბას. სა­ზღვარ­გა­რეთ, ევ­რო­პის სოფ­ლებ­ში მიყ­ვარს ბო­დი­ა­ლი, თუმ­ცა დიდი ხა­ნია ვერ მო­ვა­ხერ­ხე და წელ­საც ვერ ვი­ზამ. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან კი საფ­რან­გე­თის სოფ­ლე­ბი მიყ­ვარს"

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი:

"ალ­ბათ ევ­რო­პა­ში და­ვის­ვე­ნებ, კონ­კრე­ტუ­ლად კი იტა­ლი­ა­ში, თუმ­ცა ქა­ლა­ქე­ბი ჯერ არ მაქვს და­გეგ­მი­ლი. ზო­გა­დად კარ­გია დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ წელს არ­ჩევ­ნე­ბია ან რა­ღაც სა­გან­გა­შო ხდე­ბა და ვერ ვა­ხერ­ხებ. ახ­ლაც ბი­ლე­თე­ბი დიდი ხნის წინ ვი­ყი­დე, თო­რემ ნამ­დვი­ლად არ წა­ვი­დო­დი. ამ წუ­თებ­შიც კი ვფიქ­რობ, წა­ვი­დე თუ გა­დავ­დო. ისე, ზღვა მიყ­ვარს ძა­ლი­ან, აჭა­რა და როცა ვა­ხერ­ხებ ყო­ველ­თვის ვსტუმ­რობ".

კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი:

"ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია გა­ვალ თუ არა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, მექ­ნე­ბა თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ზღვაrგა­რეთ არ ვა­პი­რებ წას­ვლას, სა­ქარ­თვე­ლო­ში მირ­ჩევ­ნია დას­ვე­ნე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­თუ­მი, ხში­რად ვსტუმ­რობ ხოლ­მე. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთა - სვა­ნე­თი, თუ­შე­თი, ყაზ­ბე­გი... ასე, რომ თუ მო­ვა­ხერ­ხე დას­ვე­ნე­ბა, ამ რე­გი­ო­ნებს ვეს­ტუმ­რე­ბი".

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი:

"რად­გან სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი ვარ, ამ ზა­ფხულს შვე­ბუ­ლე­ბა არ მი­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, და­სას­ვე­ნებ­ლად ვერ­სად გა­ვალ. ზო­გა­დად კი, მთაც და ზღვაც იდე­ა­ლუ­რია, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რთულ­დე­ბა ხოლმe. მე პი­რა­დად დას­ვე­ნე­ბის­თვის, რო­გორც წესი სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ჩევ".

სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რა­ლე­სო­ბის წევ­რი:

ჯერ არ ვიცი. დრო ვერ გა­მოვ­ნა­ხე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, სად და რო­გორ და­ვის­ვე­ნო. ჰი­პო­თე­ტუ­რად ვერ ვი­სა­უბ­რებ, არ­ჩე­ვა­ნი დი­დია, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. ასე რომ, ჯერ არ ვიცი. ზო­გა­დად კი ჩემი დას­ვე­ნე­ბაც შვი­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს და სა­ჭი­რო­ე­ბას უნდა შე­ვუ­სა­ბა­მო.

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

დას­ვე­ნე­ბას ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ვა­პი­რებ - ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა სა­ქა­რა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან ვა­ლე­ბი მაქვს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ზღვარ­გა­რეთ არას­დროს და­მის­ვე­ნია, მხო­ლოდ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ვი­ყა­ვი „სა­მუ­შაო დას­ვე­ნე­ბით“ პო­ლო­ნეთ­ში. ყო­ველ­თვის ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი

„არ ვიცი, ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია. ბევ­რი საქ­მე მაქვს და შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხო დას­ვე­ნე­ბა"

ეკა ბე­სე­ლია, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

"სამ­წუ­ხა­როდ, დას­ვე­ნე­ბის­თვის არც წელს მეც­ლე­ბა. ბოლო წლე­ბია ვერ ვა­ხერ­ხებ. ისე კი მიყ­ვარს ზღვაც და მთაც. სა­ერ­თოდ, დას­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მირ­ჩევ­ნია, უბ­რა­ლოდ, ვერ ვა­ხერ­ხებ. მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნი კი საფ­რან­გე­თია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"

სად აპირებენ ზაფხულის შვებულების გატარებას ქართველი პარლამენტარები - "საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, ვალები მაქვს"

მზე, რუჯი, გართობა და განტვირთვა - ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ყველა ადამიანისთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დაძაბული სამუშაო გრაფიკისა თუ სხვა პრობლემების გამო ბევრი ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. აღმოჩნდა, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან პოლიტიკოსებიც, რომლებსაც წინ როგორც ტემპერატურულად, ისე პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ელოდებათ - საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად, წინასაარჩევნო მარათონშიც მოუწევთ ჩაბმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, სად აპირებენ ქართველი პარლამენტარები დასვენებას და როგორ შვებულებას ანიჭებენ უპირატესობას:

არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

"ზაფხულში, თუ დრო მექნება გურიაში, ბახმაროში ვაპირებ ოჯახთან ერთად დასვენებას. როგორც წესი, დასვენება ჩემს ქვეყანაში მირჩევნია, განსაკუთრებით გურია, კახეთი და სვანეთი მიყვარს".

რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

"ჯერ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა საერთოდ დასვენებას. პარლამენტის მუშაობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება, უამრავი რიგგარეშე საკითხებია, აგვისტოდან კი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩავერთვებით. ასე რომ, არა მგონია მოვახერხო დასვენება. ზოგადად კი, ხან აჭარაში, ხან ბორჯომში ვისვენებ, აუცილებლად ოჯახთან ერთად".

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველოს“ წევრი:

"ზღვა არ მიყვარს დიდად, მთა მირჩევნია, თუმცა წელს ვერ ვახერხებ დასვენებას. საზღვარგარეთ, ევროპის სოფლებში მიყვარს ბოდიალი, თუმცა დიდი ხანია ვერ მოვახერხე და წელსაც ვერ ვიზამ. ყველაზე ძალიან კი საფრანგეთის სოფლები მიყვარს"

ირმა ნადირაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი:

"ალბათ ევროპაში დავისვენებ, კონკრეტულად კი იტალიაში, თუმცა ქალაქები ჯერ არ მაქვს დაგეგმილი. ზოგადად კარგია დასვენება, მაგრამ ყოველ წელს არჩევნებია ან რაღაც საგანგაშო ხდება და ვერ ვახერხებ. ახლაც ბილეთები დიდი ხნის წინ ვიყიდე, თორემ ნამდვილად არ წავიდოდი. ამ წუთებშიც კი ვფიქრობ, წავიდე თუ გადავდო. ისე, ზღვა მიყვარს ძალიან, აჭარა და როცა ვახერხებ ყოველთვის ვსტუმრობ".

კახაბერ ოქრიაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი:

"ჯერ არ გადამიწყვეტია გავალ თუ არა შვებულებაში, მექნება თუ არა საშუალება. საზღვაrგარეთ არ ვაპირებ წასვლას, საქართველოში მირჩევნია დასვენება. ძალიან მიყვარს ბათუმი, ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ასევე, ძალიან მიყვარს მთა - სვანეთი, თუშეთი, ყაზბეგი... ასე, რომ თუ მოვახერხე დასვენება, ამ რეგიონებს ვესტუმრები".

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი:

"რადგან საგამოძიებო კომისიის წევრი ვარ, ამ ზაფხულს შვებულება არ მიწევს. შესაბამისად, დასასვენებლად ვერსად გავალ. ზოგადად კი, მთაც და ზღვაც იდეალურია, არჩევანის გაკეთება რთულდება ხოლმe. მე პირადად დასვენებისთვის, როგორც წესი საქართველოს ვირჩევ".

სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრალესობის წევრი:

ჯერ არ ვიცი. დრო ვერ გამოვნახე ჩამოვყალიბდე, სად და როგორ დავისვენო. ჰიპოთეტურად ვერ ვისაუბრებ, არჩევანი დიდია, მაგრამ შესაძლებლობები პრაქტიკაში განხორციელების საშუალებას არ მაძლევს. ასე რომ, ჯერ არ ვიცი. ზოგადად კი ჩემი დასვენებაც შვილების მოთხოვნებს და საჭიროებას უნდა შევუსაბამო.

ენძელა მაჭავარიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

დასვენებას ჩემს მშობლიურ სოფელში ვაპირებ - ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. საზღვარგარეთ დასვენებას ვერ ვახერხებ, რადგან ვალები მაქვს. სიმართლე გითხრათ, საზღვარგარეთ არასდროს დამისვენია, მხოლოდ სტუდენტობის დროს ვიყავი „სამუშაო დასვენებით“ პოლონეთში. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი.

სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. ბევრი საქმე მაქვს და შეიძლება ვერ მოვახერხო დასვენება"

ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"სამწუხაროდ, დასვენებისთვის არც წელს მეცლება. ბოლო წლებია ვერ ვახერხებ. ისე კი მიყვარს ზღვაც და მთაც. საერთოდ, დასვენება საქართველოში მირჩევნია, უბრალოდ, ვერ ვახერხებ. მეორე არჩევანი კი საფრანგეთია".

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას ხელისუფლებაში ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"