პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში იმა­ტებს, რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, ასე­ვე სით­ბუ­რი ტალ­ღის ზე­მოქ­მე­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი რის­კე­ბი, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მთა­ვა­რი რის­კე­ბია:

  • დე­ჰიდ­რა­ტა­ცია
  • გა­და­ხუ­რე­ბა
  • სით­ბუ­რი გა­მო­ფიტ­ვა
  • სით­ბუ­რი დაკ­ვრა

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სი­ცხე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის (გულ­სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლიპ­რობ­ლე­მე­ბის) მქო­ნე პი­რე­ბის­თვის. ძლი­ერ­მა სი­ცხემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა და სუნ­თქვის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

"მო­ე­რი­დეთ თა­კა­რა მზე­ზე ყოფ­ნას. თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ უნდა გეც­ვათ ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი, გე­ხუ­როთ ქუდი და რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ხანი გა­ჩერ­დით გა­რეთ. ეცა­დეთ, რომ სახ­ლში და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ 23-28 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში. მი­ი­ღეთ 1.5-დან 2.5 ლიტ­რამ­დე სი­თხე", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე მთა­ვა­რი რის­კი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაა.

"ესე­ნია ძი­რი­თა­დად დი­ა­რე­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლი­თა და საკ­ვე­ბით. ასე­ვე, ხში­რია სხვა­დას­ხვა ტოქ­სი­კო-ინ­ფექ­ცი­ე­ბი ანუ საკ­ვე­ბით მოშ­ხამ­ვე­ბი. ამი­ტომ, თუ არ ვართ წყლის ხა­რისხში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­დუღ­დეს და ისე იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო მალ­ფუ­ჭე­ბა­დი საკ­ვე­ბის და კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის მი­მართ.

ამას­თან, გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა. ამ თვალ­საზ­რი­სით ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, მაგ­რამ მთა­ვა­რი გახ­ლავთ ხე­ლის ხში­რად და­ბა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი მო­სახ­ლე­ო­ბას სი­ცხის­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ურ­ჩევს:

- სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბო­დეს დღი­სით 32 გრა­დუსს, ღა­მით კი 24 გრა­დუსს;

- მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ფან­ჯრე­ბი იყოს ღია;

- ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც სახ­ლს გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად, და­ა­ტე­ნი­ა­ნებს;

- მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას;

- მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი და გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი;

- მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე;

- ატა­რეთ ღია ფე­რის, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ქუდი ან ქოლ­გა;

- გა­რუ­ჯვი­სას გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია
  • გადახურება
  • სითბური გამოფიტვა
  • სითბური დაკვრა

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებულიპრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

"მოერიდეთ თაკარა მზეზე ყოფნას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გეცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, გეხუროთ ქუდი და რაც შეიძლება მცირე ხანი გაჩერდით გარეთ. ეცადეთ, რომ სახლში და სამუშაო ადგილზე ტემპერატურა შეინარჩუნოთ 23-28 გრადუსის ფარგლებში. მიიღეთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე", - განაცხადა გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, მეორე მთავარი რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაა.

"ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.

ამასთან, გადამდები დაავადებების პრევენციისთვის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა. ამ თვალსაზრისით ბევრი რეკომენდაციაა, მაგრამ მთავარი გახლავთ ხელის ხშირად დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს:

- საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს;

- მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია;

- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს;

- მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;

- მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები;

- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;

- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა;

- გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ