ზაფხულში ორგანიზმს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. თუ გარეთ დიდი ხნით გიხდებათ ყოფნა, იზრდება დეჰიდრატაციის, კანის გამოშრობის, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობის რისკი.
ამერიკელი დიეტოლოგის, ჯული კეის თქმით, არსებობს ძალიან მარტივი და გემრიელი მეთოდი, თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები - დიეტოლოგი გვირჩევს, მივირთვათ სეზონური ხილი და ბოსტნეული.
პომიდორი
პომიდორში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები და C ვიტამინია, ასევე - ფიტოქიმიური ნივთიერებები, როგორიც არის ლიკოპენი, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს ებრძვის.
ყაბაყი
ყაბაყი შეიცავს ცილოვან ნივთიერებას - პექტინს, რომელიც გულის მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა. ასევე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
საზამთრო
ეს ხილი დეჰიდრაციის საწინააღმდეგოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა, სითხის მიღება მაღალი ტემპერატურის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიეტოლოგი ჰენელ ფანქი ამბობს, რომ საზამთროში წყლის დიდი რაოდენობაა, ამიტომ მისი მიღების შემთხვევაში სითხის ბალანსს შეინარჩუნებთ.
საზამთროში, ასევე, არის ლიკოპენი, რომელიც კანის უჯრედებს მზისგან დაზიანებისგან იცავს.
იოგურტი
ცილოვანი დაბალკალორიული საკვები, რომელიც თქვენი პლაჟის ჩანთაშიც მარტივად მოთავსდება (თუ გასვლამდე ჭიქას გაყინავთ, ტემპერატურას დიდხანს შეინარჩუნებს) არაჩვეულებრივია ზაფხულის რაციონისთვის. ცილა შიმშილის გრძნობას დაგიკმაყოფილებთ.
მაყვალი და ჟოლო
ეს კენკროვანი ხილი ბოჭკოთია მდიდარი. ჟოლო საკმაოდ ძვირი ღირს, განსაკუთრებით - თუ სეზონი არ არის, თუმცა ამ პატარა კენკრაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა, მათ შორის - C ვიტამინით. 1 ფინჯან ჟოლოში 8 გრამი ბოჭკოს შემცველობაა.