პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეებში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით - რა წერია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და ომბუდსმენის ანგარიშში
ციხეებში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით - რა წერია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და ომბუდსმენის ანგარიშში

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი­სა" და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბი­სას კვლავ ხდე­ბა ქალი პა­ტიმ­რე­ბის სრუ­ლი პი­რა­დი შე­მოწ­მე­ბა გა­შიშ­ვლე­ბის გზით, რა დრო­საც მათ სთხო­ვენ ბუქ­ნე­ბის გა­კე­თე­ბას. ამის შე­სა­ხებ მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ტარ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც სკა­ნე­რის აპა­რა­ტიც არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­ნი­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქალ-მსჯავ­რდე­ბუ­ლებს-ბრალ­დე­ბუ­ლებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პირ­ვე­ლა­დი მო­თავ­სე­ბის დროს არ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩი­ონ შე­მოწ­მე­ბის რო­მელ სა­ხეს ირ­ჩე­ვენ.

"სკა­ნე­რის, რო­გორც სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა გუ­ლის­ხმობს არა სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის სხვა მე­თო­დებ­თან ერ­თად გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­მედ ამ მე­თო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ არ უნდა მოხ­დეს და­მა­ტე­ბი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

რო­გორც ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და 514 ბრალ­დე­ბულს/მსჯავ­რდე­ბულს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბი­სას, ხოლო 566-ს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბი­სას.

"2018 წლის იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ბრალ­დე­ბუ­ლის-მსჯავ­რდე­ბუ­ლის სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბა-დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სხე­ულ­ში აკ­რძა­ლუ­რი ნივ­თი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ეს ფაქ­ტი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ციხეებში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით - რა წერია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და ომბუდსმენის ანგარიშში

ციხეებში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით - რა წერია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და ომბუდსმენის ანგარიშში

"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ამის შესახებ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგი ჩატარდა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში, სადაც სკანერის აპარატიც არის დამონტაჟებული, თუმცა მონიტორები აღნიშნავენ, რომ ქალ-მსჯავრდებულებს-ბრალდებულებს დაწესებულებაში პირველადი მოთავსების დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ შემოწმების რომელ სახეს ირჩევენ.

"სკანერის, როგორც სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება გულისხმობს არა სრული შემოწმების სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებას, არამედ ამ მეთოდების ალტერნატივას, რომლის გამოყენების შემდგომ არ უნდა მოხდეს დამატებითი მეთოდების გამოყენება", - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მე-5 დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს დაწესებულების დატოვებისას.

"2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბრალდებულის-მსჯავრდებულის სრული შემოწმება-დათვალიერებისას სხეულში აკრძალური ნივთი არ აღმოჩენილა. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ დაწესებულებაში ყველა შემთხვევაში სრული შემოწმების ჩატარების საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია ანგარიშში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს