პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შსს-მ 5 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ჭე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რი, უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლაა.

„ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 5 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, ამო­ღე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, მარ­ნე­ულ­ში 4 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 4 პი­რი­დან სამი წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ ოთხი­ვე პი­რის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­ყი­დუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბუ­ლია 5 შეკ­ვრა „ჰე­რო­ი­ნი“. გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ბოლო ერთ კვირაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შსს-მ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლაა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"