პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს
ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კომ­პა­ნია „Yandex.Taxi“-მა თბი­ლი­სელ მომ­ხმა­რებ­ლებს შეს­თა­ვა­ზა ახა­ლი ტა­რი­ფი „სა­ბავ­შვო“, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს მათ შო­რის, ვი­საც ხში­რად უწევს მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბა.

დაწ­ვრი­ლე­ბით ახა­ლი ტა­რი­ფის შე­სა­ხებ და კომ­პა­ნი­ის სხვა გეგ­მებ­ზე ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში „Yandex.Taxi“-ის რე­გი­ო­ნა­ლურ დი­რექ­ტორს თე­ი­მუ­რაზ ხმე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

27 ივ­ნისს ჩვენ გა­ვუშ­ვით ახა­ლი ტა­რი­ფი, სა­ხელ­წო­დე­ბით - „სა­ბავ­შვო“. ამ ტა­რი­ფით გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კლი­ენ­ტთან მივა Toyota Prius-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ბავ­შვო სკა­მით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბავ­შვო სკა­მი (Moni Armor და Moni Ares) წარ­მო­ე­ბუ­ლია ევ­რო­პე­ლი მწარ­მო­ებ­ლის მიერ და შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარტს (ECE-R44/04), მათ შო­რის გავ­ლი­ლი აქვს სი­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ავა­რი­ის ტეს­ტე­ბი. ასე­ვე ჩვენ გა­და­ვამ­ზა­დეთ იმ მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ბავ­შვო სკა­მე­ბით.

- არ­სე­ბობს თუ არა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე­თი ტა­რი­ფის ანა­ლო­გე­ბი?

- ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სერ­ვი­სის ანა­ლო­გე­ბი არ არ­სე­ბობს, ეს უნი­კა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბაა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის.

- ალ­ბათ, კლი­ენ­ტებს მო­ე­წო­ნე­ბათ ასე­თი სი­ახ­ლე, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა მშობ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ სტან­დარ­ტე­ბი­სა და კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ. თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის მიერ კლი­ენ­ტებს შო­რის გა­მო­კი­თხვა ხომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რამ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა ეს ტა­რი­ფი?

- პრინ­ციპ­ში, ჩვენ ამ იდე­ამ­დე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თხოვ­ნის გამო მი­ვე­დით, ვი­ნა­ი­დან ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­დე­საც თვი­თონ არ სცა­ლი­ათ, შვი­ლებს სკო­ლა­ში ან სა­ბავ­შვო ბაღ­ში ტაქ­სით აგ­ზავ­ნის. ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ითხოვ­და, რომ შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მათ­თვის ასე­თი სერ­ვი­სი, რათა გაზ­რდი­ლი­ყო ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს უმ­ნიშ­ვნე­ლო ავა­რი­ის დრო­საც, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვის კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა და ძვლე­ბი არ არის იმ დო­ნე­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლი, რომ მან თავი შე­ი­კა­ვოს შე­ჯა­ხე­ბის დროს. საქსტა­ტის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, შარ­შან, 2017 წელს, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში 23 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ბავ­შვო სკა­მი ავა­რი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას 3-4-ჯერ ამ­ცი­რებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სკა­მე­ბით ბავ­შვე­ბი გა­მო­კი­თხუ­ლი მძღო­ლე­ბის მხო­ლოდ 6%-ს გა­დაჰ­ყავს. ხომ არ აპი­რებთ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად სა­ბავ­შვო სკა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის გა­მარ­თვას?

- მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი სა­მაგ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­რე­შე 3 წლამ­დე ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია. თუმ­ცა, ეს კა­ნო­ნი არც თუ ისე ხში­რად სრულ­დე­ბა. იმე­დია, ამ ტა­რი­ფის შე­მო­ღე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით ამ პრო­ცეს­ში სა­კუ­თარ წვლილს ჩვენც შე­ვი­ტანთ.

- გა­და­ვი­დეთ კომ­პა­ნი­ის სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ხომ არ გეგ­მავს „Yandex.Taxi“ თბი­ლი­სის, ბა­თუ­მი­სა და რუს­თა­ვის გარ­და სხვა ქა­ლა­ქებ­ში შეს­ვლას?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ვა­პი­რებთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სერ­ვი­სის გაშ­ვე­ბას, რის შემ­დე­გაც ჩვენ შევ­ძლებთ მო­ვემ­სა­ხუ­როთ არა მხო­ლოდ სა­ცა­ლო მომ­ხმა­რე­ბელს, არა­მედ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­საც.

- კი­დევ რა სი­ახ­ლე­ე­ბია კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩვენ ჩავ­რთეთ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დახ­დის სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ეტაპ­ზე სხვა სი­ახ­ლე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. უფრო მას­შტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, შემ­დეგ წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- რომ გა­ვიხ­სე­ნოთ ის ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც „Yandex“-ის რუ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ხით იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. თუ შე­გიძ­ლი­ათ მკი­თხველს ამ ინ­ცი­დენტზე მო­უყ­ვეთ და გვი­თხრათ, რო­გორ მოგ­ვარ­და სა­კი­თხი?

- ეს ცოტა კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია. საქ­მე ისაა, რომ „Yandex.Taxi“ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, რომ­ლის სა­თაო ოფი­სი ჰო­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ამ­სტერ­დამ­ში, მდე­ბა­რე­ობს. „Yandex.Taxi“ მუ­შა­ობს 11 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში (ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია, სერ­ბე­თი..) Yandex.Taxi-ს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში იგი იცავს და პა­ტივს სცემს იმ ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და ოფი­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას, სა­დაც მუ­შა­ობს.

ახლა ჩვენ რომ შე­ვი­დეთ „Yandex.Taxi“-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში და გავ­ხსნათ რუკა, და­ვი­ნა­ხავთ, რომ კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ო­ნე­ბი არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში. ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა, თუ ვნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კას მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნი­დან ან ეს­ტო­ნე­თი­დან. ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ამ რე­გი­ო­ნებს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად მი­იჩ­ნევს, რუსი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხე­დავს რუ­კას ისე, რო­გორც ამას მისი ქვე­ყა­ნა აღი­ა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენტს, ვი­ღაც გა­და­ვი­და რუსი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ რუ­კა­ზე და მას დახ­ვდა ისე­თი რუკა, რო­გო­რიც რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე, „Yandex.Taxi“, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, არ­ცერთ მხა­რეს არ ემ­ხრო­ბა და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია არ აქვს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და იმ პო­ზი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, რა პო­ზი­ცი­აც აქვს კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნას.

- რას იტყვით ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი არ­სე­ბობს ბიზ­ნე­სის კუ­თხით იმ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც ასე­ვე მუ­შა­ობს „Yandex.Taxi“?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, სა­დაც „Yandex.Taxi“ მუ­შა­ობს, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა მთე­ლი რიგ სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რი­ცაა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ტაქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა, მომ­ხმა­რებ­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტის და ა.შ. ამი­ტომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია ცდი­ლობს ყველ­გან ადაპ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს. სა­ქარ­თვე­ლოს „Yandex.Taxi“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არ დამ­დგა­რა. ჩვენ ვცდი­ლობთ მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ მი­სა­ღე­ბი ფასი და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის მოკ­ლე დრო.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა „Yandex.Taxi“-ს უპი­რა­ტე­სო­ბა ბა­ზარ­ზე მოქ­მედ სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან შე­და­რე­ბით?

- სა­ერ­თოდ, ტაქ­სის ბა­ზა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ლი. აქ მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კომ­პა­ნია, რო­გორც სა­ცა­ლო, ასე­ვე კორ­პო­რა­ცი­ულ სექ­ტორ­ში. ამას ემა­ტე­ბა ქუ­ჩის ტაქ­სი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე დიდი მო­თა­მა­შეა და ყვე­ლა­ზე დიდი სა­ბაზ­რო წილი უკა­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს უპი­რა­ტე­სო­ბას, ეს არის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი ფასი. გარ­და ამი­სა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ დავ­ხვე­წეთ მომ­სა­ხუ­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­რეთ მან­ქა­ნის მი­წო­დე­ბის დრო. თუ ადრე მან­ქა­ნის მის­ვლას სჭირ­დე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 6 წუთი, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­ჯერ შემ­ცირ­და და 3 წუთი შე­ად­გი­ნა.

მე­სა­მე ფაქ­ტო­რია პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ენ­ტის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია - მათ აღარ უწევთ ხურ­დის მო­ძი­ე­ბა, შემ­დეგ ხურ­დის ლო­დი­ნი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­დის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტამ­დე და ტაქ­სი­დან, რო­გორც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნი­დან, ისე გა­და­დის და არ უწევს და­ნარ­ჩენ­ზე ფიქ­რი.

ესა­უბ­რა ედუ­არდ სა­ა­კი­ა­ნი

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს

ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს

რამდენიმე დღის წინ კომპანია „Yandex.Taxi“-მა თბილისელ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი ტარიფი „საბავშვო“, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს მათ შორის, ვისაც ხშირად უწევს მცირეწლოვან შვილებთან ერთად მგზავრობა.

დაწვრილებით ახალი ტარიფის შესახებ და კომპანიის სხვა გეგმებზე ჩვენ საქართველოში „Yandex.Taxi“-ის რეგიონალურ დირექტორს თეიმურაზ ხმელიძეს ვესაუბრეთ.

27 ივნისს ჩვენ გავუშვით ახალი ტარიფი, სახელწოდებით - „საბავშვო“. ამ ტარიფით გამოძახების შემთხვევაში კლიენტთან მივა Toyota Prius-ის მარკის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იქნება საბავშვო სკამით. აღნიშნული საბავშვო სკამი (Moni Armor და Moni Ares) წარმოებულია ევროპელი მწარმოებლის მიერ და შეესაბამება ევროპული უსაფრთხოების სტანდარტს (ECE-R44/04), მათ შორის გავლილი აქვს სიმულირებული ავარიის ტესტები. ასევე ჩვენ გადავამზადეთ იმ მანქანების მძღოლები, რომლებიც აღჭურვილია საბავშვო სკამებით.

- არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ასეთი ტარიფის ანალოგები?

- ამ ეტაპზე საქართველოში ასეთი სერვისის ანალოგები არ არსებობს, ეს უნიკალური შეთავაზებაა ქართველი მომხმარებლებისთვის.

- ალბათ, კლიენტებს მოეწონებათ ასეთი სიახლე, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ. თქვენი კომპანიის მიერ კლიენტებს შორის გამოკითხვა ხომ არ ჩატარებულა, რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს ტარიფი?

- პრინციპში, ჩვენ ამ იდეამდე მომხმარებლების თხოვნის გამო მივედით, ვინაიდან ბევრი მომხმარებელი, როდესაც თვითონ არ სცალიათ, შვილებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში ტაქსით აგზავნის. ზოგიერთი მომხმარებელი ითხოვდა, რომ შეგვეთავაზებინა მათთვის ასეთი სერვისი, რათა გაზრდილიყო ბავშვის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ბავშვის შემთხვევაში ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს უმნიშვნელო ავარიის დროსაც, ვინაიდან ბავშვის კუნთოვანი სისტემა და ძვლები არ არის იმ დონეზე გამაგრებული, რომ მან თავი შეიკავოს შეჯახების დროს. საქსტატის სტატისტიკის მიხედვით, შარშან, 2017 წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 23 ბავშვი გარდაიცვალა. საბავშვო სკამი ავარიების შემთხვევაში ბავშვის სიკვდილიანობას 3-4-ჯერ ამცირებს.

- საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სპეციალური სკამებით ბავშვები გამოკითხული მძღოლების მხოლოდ 6%-ს გადაჰყავს. ხომ არ აპირებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად საბავშვო სკამის გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას?

- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისი სამაგრი მოწყობილობების გარეშე 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. თუმცა, ეს კანონი არც თუ ისე ხშირად სრულდება. იმედია, ამ ტარიფის შემოღებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში საკუთარ წვლილს ჩვენც შევიტანთ.

- გადავიდეთ კომპანიის სხვა საქმიანობაზე. ხომ არ გეგმავს „Yandex.Taxi“ თბილისის, ბათუმისა და რუსთავის გარდა სხვა ქალაქებში შესვლას?

- უახლოეს მომავალში ჩვენ რამდენიმე ქალაქში შესვლას ვაპირებთ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ქალაქები არ შეგვირჩევია. გარდა ამისა, იგეგმება კორპორაციული სერვისის გაშვებას, რის შემდეგაც ჩვენ შევძლებთ მოვემსახუროთ არა მხოლოდ საცალო მომხმარებელს, არამედ იურიდიულ პირებსაც.

- კიდევ რა სიახლეებია კომპანიის საქმიანობაში?

- რამდენიმე თვის წინ ჩვენ ჩავრთეთ პლასტიკური ბარათების საშუალებით გადახდის სერვისი, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა სიახლეებზე მუშაობა არ მიმდინარეობს. უფრო მასშტაბური ცვლილებები და სიახლეები, შემდეგ წელს განხორციელდება.

- რომ გავიხსენოთ ის ინციდენტი, რომელიც „Yandex“-ის რუკებთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით იყო ნაჩვენები. თუ შეგიძლიათ მკითხველს ამ ინციდენტზე მოუყვეთ და გვითხრათ, როგორ მოგვარდა საკითხი?

- ეს ცოტა კომპლექსური საკითხია. საქმე ისაა, რომ „Yandex.Taxi“ არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში, მდებარეობს. „Yandex.Taxi“ მუშაობს 11 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, სერბეთი..) Yandex.Taxi-ს, როგორც საერთაშორისო კომპანიას, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია არ გაგვაჩნია. ნებისმიერ ქვეყანაში იგი იცავს და პატივს სცემს იმ ქვეყნის კანონმდებლობას და ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, სადაც მუშაობს.

ახლა ჩვენ რომ შევიდეთ „Yandex.Taxi“-ის აპლიკაციაში და გავხსნათ რუკა, დავინახავთ, რომ კონფლიქტური რეგიონები არის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ანალოგიური შედეგი გვექნება, თუ ვნახავთ საქართველოს რუკას მაგალითად, უკრაინიდან ან ესტონეთიდან. ვინაიდან რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, რუსი მომხმარებელი ხედავს რუკას ისე, როგორც ამას მისი ქვეყანა აღიარებს. რაც შეეხება ინციდენტს, ვიღაც გადავიდა რუსი მომხმარებლისთვის განკუთვნილ რუკაზე და მას დახვდა ისეთი რუკა, როგორიც რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკას შეესაბამება.

როგორც უკვე ავღნიშნე, „Yandex.Taxi“, როგორც საერთაშორისო კომპანია, არცერთ მხარეს არ ემხრობა და საკუთარი პოლიტიკური პოზიცია არ აქვს, ყველა ქვეყანაში მუშაობს იმ კანონმდებლობის და იმ პოზიციის შესაბამისად, რა პოზიციაც აქვს კონკრეტულ ქვეყანას.

- რას იტყვით ქართულ ბაზარზე მუშაობის შესახებ. რა უპირატესობები და ნაკლოვანებები არსებობს ბიზნესის კუთხით იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასევე მუშაობს „Yandex.Taxi“?

- ყველა ქვეყანა, სადაც „Yandex.Taxi“ მუშაობს, ერთმანეთისგან განსხვავდება მთელი რიგ საკითხებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ტაქსის გამოყენების კულტურა, მომხმარებლის მენტალიტეტის და ა.შ. ამიტომ ჩვენი კომპანია ცდილობს ყველგან ადაპტაცია მოახდინოს. საქართველოს „Yandex.Taxi“ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არ დამდგარა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მისაღები ფასი და სერვისის მიწოდების მოკლე დრო.

- რაში გამოიხატება „Yandex.Taxi“-ს უპირატესობა ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებთან შედარებით?

- საერთოდ, ტაქსის ბაზარი საქართველოში არის ძალიან კონკურენტული. აქ მუშაობს რამდენიმე ათეული კომპანია, როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ სექტორში. ამას ემატება ქუჩის ტაქსი, რომელიც რეალურად ყველაზე დიდი მოთამაშეა და ყველაზე დიდი საბაზრო წილი უკავია.

რაც შეეხება ჩვენს უპირატესობას, ეს არის მომხმარებლისთვის მისაღები ფასი. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩვენ დავხვეწეთ მომსახურება და მაქსიმალურად შევამცირეთ მანქანის მიწოდების დრო. თუ ადრე მანქანის მისვლას სჭირდებოდა საშუალოდ 6 წუთი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა და 3 წუთი შეადგინა.

მესამე ფაქტორია პლასტიკური ბარათით გადახდა, რომელიც ძალიან ბევრი კლიენტისთვის მოსახერხებელია - მათ აღარ უწევთ ხურდის მოძიება, შემდეგ ხურდის ლოდინი. მომხმარებელი მიდის დანიშნულების პუნქტამდე და ტაქსიდან, როგორც საკუთარი მანქანიდან, ისე გადადის და არ უწევს დანარჩენზე ფიქრი.

ესაუბრა ედუარდ სააკიანი

(R)

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

Yandex გახდა Yandex Go

“თეგეტა მოტორსში” მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდება