მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 ივნისადან თბილისის რუკაზე Funday Park მოინიშნება
30 ივნისადან თბილისის რუკაზე Funday Park მოინიშნება

კომ­პა­ნია Funday Entertainment-ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, 30 ივ­ნისს 14:00-ზე თბი­ლის­ში ახა­ლი, ორ­დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი აი­ღებს სტარტს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა Funday Park-ის სა­ხე­ლით გა­იც­ნობს, სა­წყის ეტაპ­ზე ბი­ნას დიღ­მის ტყე-პარკში და­ი­დებს და ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებს დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის მრა­ვალ აქ­ტი­ვო­ბას შეს­თა­ვა­ზებს, მო­მა­ვალ­ში კი რე­გი­ო­ნებ­საც მო­ი­ცავს. პრო­ექ­ტის იდეა მრა­ვა­ლი წლის წინ გაჩ­ნდა და მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო და­სავ­ლეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლებ­დნენ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში გან­ტვირ­თვას, ოჯა­ხებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბას, დას­ვე­ნე­ბას და გარ­თო­ბას. ძა­ლი­ან მალე ეს იდეა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თბი­ლი­სე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ქა­ლაქ­ში მი­ი­ღონ ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

Funday Park მორ­გე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ან­ზე. ის ერთ სივ­რცე­ში მოქ­ცე­უ­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სპორ­ტულ, კულ­ტუ­რულ, შე­მეც­ნე­ბით, სა­თავ­გა­და­სავ­ლო, ექ­სტრე­მა­ლურ და გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებს.

გარ­და ამი­სა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყო­ბი­ლია სა­ბავ­შვო და სამ­კი­თხვე­ლო კუ­თხე­ე­ბი, სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლი, კი­ნო­თე­ატ­რი ღია ცის ქვეშ და სხვ.

Funday Park სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეტა­პობ­რი­ვად და­ა­ნონ­სებს, მა­ნამ­დე კი ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ბენ­დე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. 30 ივ­ნისს დიღ­მის ტყე-პარკში მი­სულ სტუმ­რე­ბის მუ­სი­კა­ლურ მას­პინ­ძლო­ბას MokuMoku და Bedford Falls გა­უ­წე­ვენ, ხოლო 1 ივ­ლისს - LOUDspeakers და The Killages.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

30 ივნისადან თბილისის რუკაზე Funday Park მოინიშნება

30 ივნისადან თბილისის რუკაზე Funday Park მოინიშნება

კომპანია Funday Entertainment-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 30 ივნისს 14:00-ზე თბილისში ახალი, ორდღიანი ფესტივალი აიღებს სტარტს. პროექტი, რომელსაც საზოგადოება Funday Park-ის სახელით გაიცნობს, საწყის ეტაპზე ბინას დიღმის ტყე-პარკში დაიდებს და ქალაქის მაცხოვრებლებს დასვენებისა და გართობისთვის მრავალ აქტივობას შესთავაზებს, მომავალში კი რეგიონებსაც მოიცავს. პროექტის იდეა მრავალი წლის წინ გაჩნდა და მიზნად ისახავდა საქართველოშიც ყოფილიყო დასავლეთში აპრობირებული, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განტვირთვას, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას, დასვენებას და გართობას. ძალიან მალე ეს იდეა განხორციელდება და თბილისელებს საშუალება ექნებათ ქალაქში მიიღონ ქალაქგარეთ გასვლასთან ასოცირებული სიამოვნება.

Funday Park მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე. ის ერთ სივრცეში მოქცეული მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, სათავგადასავლო, ექსტრემალურ და გასართობ აქტივობებს.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო და სამკითხველო კუთხეები, საპიკნიკე ადგილი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ და სხვ.

Funday Park საზაფხულო სეზონის ღონისძიებებს ეტაპობრივად დაანონსებს, მანამდე კი ფესტივალის გახსნაზე პოპულარული ქართული ბენდების კონცერტები გაიმართება. 30 ივნისს დიღმის ტყე-პარკში მისულ სტუმრების მუსიკალურ მასპინძლობას MokuMoku და Bedford Falls გაუწევენ, ხოლო 1 ივლისს - LOUDspeakers და The Killages.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება