ავტორი:

რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე

რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე

ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება ზოგიერთი ინფექციისა და დაავადების გავრცელების რისკი, რაც როგორც მაღალ ტემპერატურას, ისე მწერების გამოჩენას, საკვებს, ჰიგიენის ნორმების დაუცველობას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველ ზაფხულს გვაფრთხილებს, რომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ პროდუქტების ვარგისიანობას, თავი დავიცვათ მწერებისგან და ვეცადოთ, რომ სიცხეში ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ.

საინტერესოა, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ?!

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

  • წყლის სწორად მოხმარების რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან:

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მწვანილისა და ხილის მიღება, რომლებიც ვიტამინების დიდ მარაგს წარმოადგენენ, მათი არასწორად მოხმარება კი შეიძლება სხვადასხვა დაავადების წყარო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით გულდასმით უნდა გაირეცხოს, რაც შეეხება ხილს, სასურველია, ის გამდინარე წყლით გაირეცხოს.

ზაფხულში ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი ხილია -გარგარი, საზამთრო, ნესვი, ქლიავი, ატამი, ვაშლატამა, რომელთაც კარგ გემოსთან ერთად, ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნიათ.

  • ზაფხულის ხილის სასარგებლო თვისებების ცხრილი

  • მწერებისგან თავდაცვის რეკომენდაციები

გარდა კვებისა და ჰიგიენის ნორმებისა, უნდა გავითვალისწინოთ მწერებისგან თავდაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ივნისის ბოლოდან მწერები გააქტიურებას დაიწყებენ და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

"ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება" - განაცხადა იმნაძემ.

მწერებისგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევს:

  • ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი, რათა მწერი ადვილად შესამჩნევი გახდეს;
  • თუ მთელ სხეულს ვერ იფარავთ, დაუფარავ ადგილებზე რეპელენტები წაისვით ან შეისხურეთ, რომლებიც მწერების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებენ;
  • უმჯობესია წყალსაცავებისა და მსგავსი ტერიტორიების მიდამოებში დღის განმავლობაში ისეირნოთ, როცა მწერები მზის სხივებს ემალებიან
  • აჯობებს, საღამოს საათებში მსგავს ტერიტორიებზე ბავშვების წაყვანას მოერიდოთ.
  • დღის განმავლობაში, სიცხეში ქუჩაში სიარულს მოერიდეთ, უმჯობესია, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოთ, ხოლო თუ გარეთ გასვლა გიწევთ, უმჯობესია, ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი ატაროთ, რათა დისკომფორტი არ შეგექმნათ

  • რა საკვებს უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულში რეკომენდებული არ არის კრემიანი ნამცხვრების მომზადება ან საკვებად გამოყენება.

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)