პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"
რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"

თამ­თას ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ეს და­ა­დას­ტუ­რა ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზა­მაც, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ბი­ძაშ­ვილ­მა გვან­ცა რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ისე­ვე, რო­გორც სიც­რუ­ეა, თით­ქოს ირაკ­ლი ნო­ზა­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლი ჯან­ჯღა­ვა მე­გობ­რე­ბი არ იყ­ვნენ.

"თამ­თას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას­თან. ის არ იმ­ყო­ფე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, არც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დროს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­დას­ტუ­რა ექ­სპერ­ტი­ზა­მაც. ასე­ვე, არას­წო­რია ის, რა­საც მე­დი­ა­ში აკე­თე­ბენ კო­მენ­ტა­რებს, თით­ქოს ირაკ­ლი ნო­ზა­ძე და თამ­თა არ იყ­ვნენ ვი­თომ მე­გობ­რე­ბი. მე რო­გორც ვიცი, ისი­ნი იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, რა მოხ­და კონ­კრე­ტუ­ლად, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­მიძ­ლია, ვი­ნა­ი­დან ჩვენ თამ­თას არ გავ­სა­უბ­რე­ბი­ვართ", - აღ­ნიშ­ნა გვან­ცა რა­მიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: ნარ­კო­ტიკ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ირაკ­ლიმ ცუდი სი­ტყვა უთხრა და ამას მოჰ­ყვა ყვე­ლა­ფე­რი - "პი­კა­სოს" დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი

დი­დუ­ბის პო­ლი­ცი­ის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაც, რო­მელ­მაც მე­დი­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა. თუმ­ცა Ambebi.ge-სთან პი­რად სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ არას­წო­რია ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თამ­თა მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, რომ მან არ იცის კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ დაჭ­რა ირაკ­ლი ნო­ზა­ძე, თუმ­ცა იცის, რომ მისი შვი­ლი და ირაკ­ლი ნო­ზა­ძე მე­გობ­რობ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს სა­ღა­მოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. მას იმ ღა­მეს­ვე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ნო­ზა­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შსს-მ დაჭ­რის საქ­მე­ზე ორი პირი და­ა­კა­ვა - 29 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვა და 24 წლის ნა­თია თო­ფუ­რია. ჯან­ჯღა­ვას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ნა­თია თო­ფუ­რია და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00

რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"

რას ამბობს ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - "თამთას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან"

თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილმა გვანცა რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

"თამთას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არც მომხდარი ფაქტის დროს. აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზამაც. ასევე, არასწორია ის, რასაც მედიაში აკეთებენ კომენტარებს, თითქოს ირაკლი ნოზაძე და თამთა არ იყვნენ ვითომ მეგობრები. მე როგორც ვიცი, ისინი იყვნენ მეგობრები. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ თამთას არ გავსაუბრებივართ", - აღნიშნა გვანცა რამიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი - "პიკასოს" დაჭრაში ბრალდებულის ახლობელი

დიდუბის პოლიციის მეორე განყოფილებაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის დედაც, რომელმაც მედიისთვის ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა Ambebi.ge-სთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს თამთა მის მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რატომ დაჭრა ირაკლი ნოზაძე, თუმცა იცის, რომ მისი შვილი და ირაკლი ნოზაძე მეგობრობდნენ.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს