სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება
ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ჯგუფ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რის ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ამ­სახ­ველ კად­რებს ავ­რცე­ლებს. კად­რებ­ში ჩანს, რომ დაჭ­რამ­დე ნო­ზა­ძე­სა და თამ­თა ჯან­ჯღა­ვას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა.

ვი­დე­ო­დან ირ­კვე­ვა, რომ დაჭ­რის ფაქ­ტი არა ავ­ტო­მო­ბილ­ში, არა­მედ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, ეზო­ში მოხ­და. კად­რებ­ში, ასე­ვე გო­გო­ნა და ახალ­გაზ­რდა ბიჭი ფი­გუ­რი­რე­ბენ. გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­თია თო­ფუ­რი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, მისი ვი­ნა­ო­ბა ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს სა­ღა­მოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. მას იმ ღა­მეს­ვე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ნო­ზა­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შსს-მ დაჭ­რის საქ­მე­ზე ორი პირი და­ა­კა­ვა - 29 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვა და 24 წლის ნა­თია თო­ფუ­რია. ჯან­ჯღა­ვას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ნა­თია თო­ფუ­რია და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ბრა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­ყე­ნე­ბია. ად­ვო­კა­ტის თქმით, მათ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დაჭრამდე ნოზაძესა და თამთა ჯანჯღავას შორის დაპირისპირებაა.

ვიდეოდან ირკვევა, რომ დაჭრის ფაქტი არა ავტომობილში, არამედ ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ეზოში მოხდა. კადრებში, ასევე გოგონა და ახალგაზრდა ბიჭი ფიგურირებენ. გოგონა, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ნათია თოფურიაა. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მისი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს