საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი
"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რამ­დე ავ­ტო­მო­ბილ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მომ­ღერ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ად­ვო­კატ­მა ავ­თან­დილ ბუ­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თამ­თა ჯან­ჯღა­ვა­სა და ირაკ­ლი ნო­ზა­ძეს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­ჯღა­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ მას გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და ირაკ­ლი ნო­ზა­ძის მოკ­ვლა. ავ­თან­დილ ბუ­ა­ძე არ ასა­ხე­ლებს, თუ რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი.

“და­კა­ვე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ ის არ აღი­ა­რებს ბრალს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტი­ვა­ცი­ას, ეს გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში დად­გინ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: "უსა­ფუძ­ვლოდ არა­ფე­რი ხდე­ბა..." - ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალს, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ბრა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ წა­ყე­ნე­ბია. ად­ვო­კა­ტის თქმით, მათ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს სა­ღა­მოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. მას იმ ღა­მეს­ვე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ნო­ზა­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შსს-მ დაჭ­რის საქ­მე­ზე ორი პირი და­ა­კა­ვა - 29 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვა და 24 წლის ნა­თია თო­ფუ­რია. ჯან­ჯღა­ვას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ნა­თია თო­ფუ­რია და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

"დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - რას ამბობს დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს მომღერლის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თამთა ჯანჯღავასა და ირაკლი ნოზაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას განზრახული ჰქონდა ირაკლი ნოზაძის მოკვლა. ავთანდილ ბუაძე არ ასახელებს, თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

“დაკავებულის პოზიციაა, რომ ის არ აღიარებს ბრალს, განზრახ მკვლელობას. რაც შეეხება მოტივაციას, ეს გამოძიების წარმოების პროცესში დადგინდება. ამ ეტაპზე მე ვერაფერს გეტყვით. არის ფიზიკური დაზიანება, რომელზეც ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა.

ნახეთ ვიდეო: "უსაფუძვლოდ არაფერი ხდება..." - ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

რაც შეეხება ბრალს, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს