დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მეორე განყოფილებაში მომღერალ ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენა იწყება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატებმა განუცხადეს, ისინი დაესწრებიან აღნიშნულ პროცედურას, რომლის შემდეგაც დამატებით კომენტარს გააკეთებენ. ადვოკატები პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. ბრალდებულები სავარაუდოდ გამოძიებას ჩვენებას ოფიციალურად მისცემენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.