მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასობრივი მიგრაცია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის? - ბრიუსელში საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან
მასობრივი მიგრაცია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის? - ბრიუსელში საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თი­ა­ნო­ბას საფრ­თხეს უქ­მნის – 28 ივ­ნისს, ევ­რო­პუ­ლი ბლო­კი სა­ე­მიგ­რა­ციო კრი­ზი­სის ფონ­ზე, სა­გან­გე­ბო შეკ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ბრი­უ­სელ­ში და­გეგ­მილ ორ­დღი­ან სა­მიტ­ზე, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლე­ბენ.

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აცხა­დე­ბენ უარს ასო­ბით მიგ­რან­ტის მი­ღე­ბა­ზე და თითს ერ­თმა­ნე­თის­კენ იშ­ვე­რენ; იტა­ლი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, იტა­ლია უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სას­წრა­ფოდ ელო­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­გან შვე­ლას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იტა­ლი­ამ ლი­ბი­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გე­მის მი­ღე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და სატ­ვირ­თო გემი სი­ცი­ლი­ის პორ­ტში შეს­ვლის ნე­ბარ­თვას, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე თით­ქმის ერთი კვი­რა ელო­და...

ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კი­დან მო­მა­ვა­ლი, 600-მდე ადა­მი­ა­ნით დატ­ვირ­თუ­ლი გემი Aquarius-ი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ცუ­რავ­და, არ მი­ი­ღო მად­რიდ­მა, ასე­ვე - რომ­მა. გემი ბო­ლოს მალ­ტა­ში შე­ვი­და...

ჯერ­ჯე­რო­ბით ევ­რო­პის კავ­ში­რის ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის მტკი­ცე სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კაა, თუმ­ცა და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია, რომ მიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა...

ერთი სი­ტყვით, გა­სულ კვი­რას ავ­სტრი­ის, ბულ­გა­რე­თის, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, მალ­ტის და ეს­პა­ნე­თის ლი­დე­რე­ბი ბრი­უ­სელ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ, რათა სა­ი­მიგ­რა­ციო კრი­ზი­სის გზე­ბი ეპო­ვათ. თუმ­ცა, რა­ი­მე კონ­კრე­ტულ შე­დე­გამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ. და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ მსგავ­სი კრი­ზი­სი ევ­რო­პა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა...

რაც შე­ე­ხე­ბა ხვალ და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რას, შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი გერ­მა­ნი­აა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის თქმით, ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა, გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რის ან­გე­ლა მერ­კე­ლის­თვის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის და­ნარ­ჩენ ევ­რო­პას აფრ­თხი­ლებს, რომ ქმე­დი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლად მი­ი­ღონ.

მერ­კე­ლის თქმით, ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის მი­ღე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ავ­სტრი­ას­თან ერ­თად, სწო­რედ გერ­მა­ნი­ას უწევს და ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­მარ­თლი­ან გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა თუ ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, ბევ­რის­თვის შენ­გე­ნის ზო­ნის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა.

და­სავ­ლე­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბიც მიგ­რან­ტთა პრობ­ლე­მას და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვად და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ვენ, რა­საც შე­საძ­ლოა, ევ­რო­კავ­შირ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამ­წვა­ვე­ბა და ბლოკ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გაზ­რდა მოჰ­ყვეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ტრამ­პის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რაც მისი სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კის სა­ზღვარ­ზე ბავ­შვე­ბის და მშობ­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის და­შო­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და და რის გა­მოც თა­ვის მარ­თლე­ბაც მო­უ­წია, ამე­რი­კამ სა­კი­თხი­სად­მი სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა და­ა­ფიქ­სი­რა. კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა იმიგ­რა­ცი­ა­ზე მსჯე­ლო­ბას იწყებს და ერ­თდრო­უ­ლად ორი სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნის კენ­ჭისყ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ორი­ვე კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბი "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" არი­ან...

გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ფი­ლი­პო გრან­დის თქმით, ლტოლ­ვილ­თა და­ზუს­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, 2016 წლის მო­ნა­ცე­მებ­ზე თით­ქმის 3 მი­ლი­ო­ნით მე­ტია. იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა, ორ მე­სა­მედ­ზე მეტი, სულ რამ­დე­ნი­მე ღა­რი­ბი, ან სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნი­და­ნაა. ესე­ნია: ავ­ღა­ნე­თი, სი­რია, სამ­ხრეთ სუ­და­ნი და კონ­გო...

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში უკვე აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, შეძ­ლებს თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თი­ა­ნო­ბა ლტოლ­ვილ­თა ახალ-ახალ ნა­კადს გა­უძ­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მასობრივი მიგრაცია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის? - ბრიუსელში საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან

მასობრივი მიგრაცია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის? - ბრიუსელში საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან

ბოლო რამდენიმე წელია მასობრივი მიგრაცია ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის – 28 ივნისს, ევროპული ბლოკი საემიგრაციო კრიზისის ფონზე, საგანგებო შეკრებისთვის ემზადება. ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან სამიტზე, ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მოზღვავებული ემიგრანტების გადანაწილების შესახებ იმსჯელებენ.

ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ უარს ასობით მიგრანტის მიღებაზე და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ; იტალიის ხელმძღვანელობის თქმით, იტალია უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ელოდება ევროკავშირისგან შველას.

რამდენიმე დღის წინ იტალიამ ლიბიელი მიგრანტებით დატვირთული გემის მიღებაზე უარი განაცხადა და სატვირთო გემი სიცილიის პორტში შესვლის ნებართვას, საბოლოო გადაწყვეტილებამდე თითქმის ერთი კვირა ელოდა...

ასევე, ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი, 600-მდე ადამიანით დატვირთული გემი Aquarius-ი, რომელიც ესპანეთის მიმართულებით მიცურავდა, არ მიიღო მადრიდმა, ასევე - რომმა. გემი ბოლოს მალტაში შევიდა...

ჯერჯერობით ევროპის კავშირის ერთიანობის გარანტი საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცე საიმიგრაციო პოლიტიკაა, თუმცა დასავლური მედიის ცნობით, ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ მიგრაციასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება...

ერთი სიტყვით, გასულ კვირას ავსტრიის, ბულგარეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, მალტის და ესპანეთის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალური სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ, რათა საიმიგრაციო კრიზისის გზები ეპოვათ. თუმცა, რაიმე კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდნენ. დასავლური მედია წერს, რომ მსგავსი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა...

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ შეხვედრას, შეხვედრის ინიციატორი გერმანიაა. დასავლური მედიის თქმით, ლტოლვილების სამართლიანი განაწილება, გერმანიის ლიდერის ანგელა მერკელისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ის დანარჩენ ევროპას აფრთხილებს, რომ ქმედითი გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.

მერკელის თქმით, ლტოლვილთა ნაკადის მიღება, უმეტეს შემთხვევაში ავსტრიასთან ერთად, სწორედ გერმანიას უწევს და ლტოლვილების სამართლიან განაწილებაზე მოლაპარაკება თუ ვერ მოხერხდება, ბევრისთვის შენგენის ზონის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

დასავლელი მიმომხილველებიც მიგრანტთა პრობლემას დასავლური ცივილიზაციის გამოწვევად და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების საფრთხედ მიიჩნევენ, რასაც შესაძლოა, ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობის გამწვავება და ბლოკში განხეთქილების გაზრდა მოჰყვეს.

რამდენიმე დღის წინ, ტრამპის მიერ მიღებული სკანდალური გადაწვეტილების შემდეგ, რაც მისი საემიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში ამერიკის საზღვარზე ბავშვების და მშობლების ერთმანეთისთვის დაშორებას გულისხმობდა და რის გამოც თავის მართლებაც მოუწია, ამერიკამ საკითხისადმი სხვანაირი მიდგომა დააფიქსირა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატა იმიგრაციაზე მსჯელობას იწყებს და ერთდროულად ორი საიმიგრაციო კანონის კენჭისყრისთვის ემზადება. ორივე კანონის ავტორები "რესპუბლიკელები" არიან...

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის თქმით, ლტოლვილთა დაზუსტებული რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებზე თითქმის 3 მილიონით მეტია. იძულებით გადაადგილებულთა უმეტესობა, ორ მესამედზე მეტი, სულ რამდენიმე ღარიბი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდანაა. ესენია: ავღანეთი, სირია, სამხრეთ სუდანი და კონგო...

დასავლურ მედიაში უკვე აქტიურად მსჯელობენ იმაზე, შეძლებს თუ არა ევროკავშირის ერთიანობა ლტოლვილთა ახალ-ახალ ნაკადს გაუძლოს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე