Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი
"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მლე­ბი არი­ან, კი­დევ ერთი მგზავ­რი კი მძი­მედ და­შავ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ გაბ­რი­ელ გვარ­ჯა­ლა­ძე და გიგო გა­რა­ყა­ნი­ძე.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­დნენ და შემ­თხვე­ვის დროს ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­მი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­დაც ავა­რი­ის წინა დღეს, მე­ზობ­ლე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­ვიდ­ნენ. გვარ­ჯა­ლა­ძე და გა­რა­ყა­ნი­ძე სო­ფელ­ში და-ძმა მა­ხა­რა­ძე­ე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოთხი დღის წინ - 23 ივ­ნისს ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ.

AMBEBI.GE შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ და გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ მათ მე­ზო­ბელს, მა­რი­კა ყა­ზა­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს ჩვენს სო­ფელ­ში, ოთხი მკვდა­რი გვყავს. გაბ­რი­ელ გვარ­ჯა­ლა­ძე და გიგო გა­რა­ყა­ნი­ძე ღო­ბის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი და-ძმა მა­ხა­რა­ძე­ე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე სამ­სა­ხუ­რის მერე წა­მო­ვიდ­ნენ, სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლის შემ­დეგ, სახ­ლებ­ში გა­ი­ა­რეს და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ დი­ლით. სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია და ორი­ვე და­ი­ღუ­პა.

- ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან ერ­თად კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი იჯდა მან­ქა­ნა­ში?

- გიგო გა­რა­ყა­ნი­ძის შვი­ლი, ირაკ­ლი იჯდა მან­ქა­ნა­ში, ის გა­დარ­ჩა და ჯან­მრთე­ლია. კი­დევ მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნიც იყო მან­ქა­ნა­ში, ანუ მძღო­ლი და ის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში წევს.

- რა ასა­კის იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და რა პო­ზი­ცია ეკა­ვათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

- გიგო 52 წლის იყო, გაბ­რი­ე­ლი 44 წლის. ორი­ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო. გიგო მძღო­ლი იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. გაბ­რი­ე­ლი ერა­ყის მი­სი­ა­შიც მსა­ხუ­რობ­და რამ­დენ­ჯერ­მე, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო და ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს და­ა­ტა­რებ­და.

- შვი­ლე­ბი ორი­ვეს დარ­ჩა?

- კი, ორი­ვეს დარ­ჩა შვი­ლე­ბი. გაბ­რი­ე­ლის მე­უღ­ლე ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რია, ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა 8 წლის ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გი­გოს, მას ჩვე­ნი სოფ­ლე­ლი გოგო ჰყავს ცო­ლად, ორი შვი­ლი დარ­ჩა - 19 წლის თა­მუ­ნა და 22 წლის ირაკ­ლი. გაბ­რი­ელს და გი­გო­საც ახლა მო­ას­ვე­ნე­ბენ სო­ფელ­ში. ხვალ და-ძმას თე­მუ­რი და ლანა მა­ხა­რა­ძე­ებს და­ვა­საფ­ლა­ვებთ, მერე გაბ­რი­ელს და გი­გოს. ასე­თი ტრა­გე­დია ამ სო­ფელს არ ახ­სოვს...

- თე­მუ­რის და ლა­ნას ჰყავ­დათ ოჯა­ხე­ბი?

- კი, თე­მუ­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, ლანო ლა­გო­დეხ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი. ორი­ვე და-ძმას ორ-ორი ბიჭი დარ­ჩა.

ავტორი:

"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი

"ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს..." - რას ყვება ავარიაში გარდაცვლილების შესახებ მეზობელი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან, კიდევ ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპნენ გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თბილისში მუშაობდნენ და შემთხვევის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ავარიის წინა დღეს, მეზობლების პანაშვიდზე ჩავიდნენ. გვარჯალაძე და გარაყანიძე სოფელში და-ძმა მახარაძეების პანაშვიდზე იყვნენ ჩასულები, რომლებიც ოთხი დღის წინ - 23 ივნისს ზესტაფონში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ.

AMBEBI.GE შემთხვევის შესახებ და გარდაცვლილებზე სასაუბროდ მათ მეზობელს, მარიკა ყაზარაშვილს ესაუბრა:

- ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ოთხი მკვდარი გვყავს. გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე ღობის მეზობლები არიან, ისინი რამდენიმე დღის წინ, ავარიაში დაღუპული და-ძმა მახარაძეების პანაშვიდზე სამსახურის მერე წამოვიდნენ, სამძიმარზე მისვლის შემდეგ, სახლებში გაიარეს და თბილისში ბრუნდებოდნენ დილით. სწორედ ამ დროს მოხდა ავარია და ორივე დაიღუპა.

- ამბობენ, რომ მათთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში?

- გიგო გარაყანიძის შვილი, ირაკლი იჯდა მანქანაში, ის გადარჩა და ჯანმრთელია. კიდევ მეოთხე ადამიანიც იყო მანქანაში, ანუ მძღოლი და ის გორის ჰოსპიტალში წევს.

- რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილები და რა პოზიცია ეკავათ თავდაცვის სამინისტროში?

- გიგო 52 წლის იყო, გაბრიელი 44 წლის. ორივე სამხედრო მოსამსახურე იყო. გიგო მძღოლი იყო თავდაცვის სამინისტროში. გაბრიელი ერაყის მისიაშიც მსახურობდა რამდენჯერმე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ეკლესიის სტიქაროსანი იყო და ტაძრის წინამძღვარს დაატარებდა.

- შვილები ორივეს დარჩა?

- კი, ორივეს დარჩა შვილები. გაბრიელის მეუღლე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერია, ქალიშვილი დარჩა 8 წლის ნია. რაც შეეხება გიგოს, მას ჩვენი სოფლელი გოგო ჰყავს ცოლად, ორი შვილი დარჩა - 19 წლის თამუნა და 22 წლის ირაკლი. გაბრიელს და გიგოსაც ახლა მოასვენებენ სოფელში. ხვალ და-ძმას თემური და ლანა მახარაძეებს დავასაფლავებთ, მერე გაბრიელს და გიგოს. ასეთი ტრაგედია ამ სოფელს არ ახსოვს...

- თემურის და ლანას ჰყავდათ ოჯახები?

- კი, თემური ელიავას ბაზრობაზე მუშაობდა, ლანო ლაგოდეხში იყო გათხოვილი. ორივე და-ძმას ორ-ორი ბიჭი დარჩა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო