მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები
არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები

ეს სია გა­ფარ­თოვ­დე­ბა, და­იხ­ვე­წე­ბა და მას­ში ყვე­ლა ჯა­ლა­თი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სი­ა­ში შეყ­ვა­ნილ ყვე­ლა ადა­მი­ანს ბრა­ლი ედე­ბა უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში.

„სი­ა­ში არის 33 ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა მათ­განს ბრა­ლი ედე­ბა უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს არის სია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ფარ­თოვ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი 24 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბენ ამ თე­მა­ზე. არა მარ­ტო უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ ამ სი­ა­ში მოხ­ვდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელი და­ა­ფა­რეს. ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ გა­დად­გა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს სია გა­ფარ­თოვ­დე­ბა, და­იხ­ვე­წე­ბა და მას­ში ყვე­ლა ჯა­ლა­თი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

რო­გორც ვიცე-სპი­კერ­მა, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა სერ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი “ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის“ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია, რაც სიის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

იქ­ნებ მას­წავ­ლოთ, რო­გორ უნდა ავუ­ა­როთ გვერ­დი იმ ფაქტს, რომ მთავ­რო­ბის მიერ შედ­გე­ნილ “ოთხო­ზო­რია - ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში“ დიდი ხნის წინ გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ - იქ­ნებ გა­მა­გე­ბი­ნოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­ზე რა­ი­მე სა­ხის სან­ქცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა მი­მარ­თა.

ნა­დი­რაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, უწყე­ბა, რო­მე­ლიც სიის შედ­გე­ნა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გულ­გრი­ლად მი­უდ­გა, ის პარ­ლა­მენ­ტში უნდა მი­ვი­დეს და ახ­სნას, რა­ტომ არ მოხ­ვდნენ სი­ა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რო­გორ მოხ­ვდნენ გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი.

“ოთხო­ზი­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიის“ იდეა თა­ვი­დან­ვე პრე­ვენ­ცი­უ­ლი იყო. ეს იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, შეგ­ვექ­მნა ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი ოკუ­პა­ცი­ის ხა­ზის გას­წვრივ რუ­სე­თის და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის თავ­ხე­დუ­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად - ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლით და იმ სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით, რომ­ლი­თაც სია მთავ­რო­ბამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, პრე­ვენ­ცი­უ­ლო­ბის არსი და­ი­კარ­გა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ “ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში“ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის არც ერთი მო­ქა­ლა­ქე შეყ­ვა­ნი­ლი არ არის - კერ­ძოდ, „ფე-ეს-ბეს“ ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი “გრუს“ და ზო­გა­დად, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე არ ვსა­უბ­რობ ამ სი­ა­ში რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეყ­ვა­ნა­ზე. ეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის ჩარ­ჩო­ებს სცილ­დე­ბა. ვსა­უბ­რობ სი­ა­ში რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეყ­ვა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ეფექ­ტურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ან თვი­თონ არი­ან და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ან ხელს აფა­რე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შეყ­ვა­ნა იქ­ნე­ბო­და ეფექ­ტუ­რი “ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის“ სი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ „ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში“ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი არ არის, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მი­ნუ­სი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა სიის შემ­დგენ­ლის, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ყვე­ლა ელო­დე­ბა ამ სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

"მისი კრი­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა. კარ­გია რომ სია გა­მოქ­ვეყ­ნდა. სი­ა­ში არის აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი გვა­რე­ბი, მაგ­რამ არ მი­ნა­ხავს რუ­სუ­ლი გვა­რე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, იყოს აფხა­ზი ან ოსი, რო­მელ­საც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. თუ ამ სი­ა­ში არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი, ძა­ლი­ან ცუდი ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა. თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ სი­ა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი არ არის, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მი­ნუ­სი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა სიის შემ­დგე­ნე­ლის", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს სია არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ მათ არ გა­უ­ვათ ასე­თი ამაზ­რზე­ნი და უტი­ფა­რი მკვლე­ლო­ბე­ბი.

"მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მოხ­ვდეს უცხო­ეთ­ში, რად­გან ეცო­დი­ნე­ბათ, რომ მათ­ზე ინ­ტერ­პო­ლი ახორ­ცი­ე­ლებს ძებ­ნას. რუ­სეთ­ში კი არ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ და ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს. თა­ვის დრო­ზე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს, რო­დე­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და, ასე­თი სია, რომ შექ­მნი­ლი­ყო, ოთხო­ზო­რი­აც, ბა­შა­რუ­ლიც და ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლიც ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ეს სია არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი სია და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ მათ არ გა­უ­ვათ ასე­თი ამაზ­რზე­ნი და უტი­ფა­რი მკვლე­ლო­ბე­ბი. ამ სიის ძალა არის პრე­ვენ­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი სიის შე­საძ­ლო მი­ნუ­სებ­ზეც სა­უბ­რობს.

"სიას მი­ნუ­სიც აქვს. და­ვუშ­ვათ სიის რო­მე­ლი­მე წევ­რი ინ­ტერ­პოლ­მა და­ა­კა­ვა. თუ ვერ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არის მკვლე­ლი და თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მა­შინ მი­ი­ღებს პირ­ველ სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას ეს სია. ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სია არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ასე უპა­სუ­ხა: "ეს ის ოპო­ზი­ცი­აა, რო­მე­ლიც 33 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგარ სი­ა­ში მხო­ლოდ ორს ხე­დავს და 31 ადა­მი­ანს ვერა - ეს აჩ­ვე­ნებს, თუ რაზე არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი".

თა­ლაკ­ვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი არ მი­უ­ღია.

„ჩვე­ნი მხრი­დან ცალ­მხრი­ვად იმის ჩათ­ვლა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, იუ­რი­დი­უ­ლად სწო­რი არ არის," - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სიას ზო­გა­დად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ „ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის“ სიას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში მცხოვ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ოჯა­ხებ­თან და იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს აფხაზ და ოს ძმებ­თან აქვს.

"სა­კი­თხის ინ­ტერპრე­ტა­ცია არას­წო­რია და უსარ­გებ­ლო მცდე­ლო­ბაა. ჩვენ სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვებს გა­ვაგ­რძე­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­მი­ნა­ლებ­სა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს, ისი­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან. სია და­ხუ­რუ­ლი არ არის, მას­ში, შე­საძ­ლოა, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს - შე­საძ­ლოა, სხვა გვა­რე­ბიც და­ე­მა­ტოს მას შემ­დეგ, რაც ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ. ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი იყო რო­გორც ოთხო­ზო­რი­ას, ასე­ვე ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი და შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი და ასე­ცაა გა­კე­თე­ბუ­ლი. თუ აფხა­ზე­თი­დან ან ცხინ­ვა­ლი­დან სე­რი­ო­ზულ მო­ნა­ცე­მებს მი­ვი­ღებთ, სიის ცვლი­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ“, - აღ­ნიშ­ნა თა­ლაკ­ვა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მთავ­რო­ბამ გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე „ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სია“ და­ამ­ტკი­ცა, რო­მელ­შიც 33 პი­რის­გან შედ­გე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები

არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები

ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება, - ამის შესახებ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიაში შეყვანილ ყველა ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში.

„სიაში არის 33 ადამიანი და ყველა მათგანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცველი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, მთავრობის მიერ შედგენილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

იქნებ მასწავლოთ, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ - იქნებ გამაგებინოთ, როგორ შეიძლება გარდაცვლილ ადამიანებზე რაიმე სახის სანქციები განხორციელდეს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მიმართა.

ნადირაშვილის შეფასებით, უწყება, რომელიც სიის შედგენაზე იყო პასუხისმგებელი, პასუხისმგებლობას გულგრილად მიუდგა, ის პარლამენტში უნდა მივიდეს და ახსნას, რატომ არ მოხვდნენ სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და როგორ მოხვდნენ გარდაცვლილი პირები.

“ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის“ იდეა თავიდანვე პრევენციული იყო. ეს იყო შესაძლებლობა იმისა, შეგვექმნა ეფექტური მექანიზმი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებების შესაჩერებლად - ისეთი ქმედებების შესაჩერებლად, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ ჩამონათვალით და იმ სახელებითა და გვარებით, რომლითაც სია მთავრობამ შემოგვთავაზა, პრევენციულობის არსი დაიკარგა. ხელისუფლების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე შეყვანილი არ არის - კერძოდ, „ფე-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გრუს“ და ზოგადად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მე არ ვსაუბრობ ამ სიაში რუსი პოლიტიკოსების შეყვანაზე. ეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ჩარჩოებს სცილდება. ვსაუბრობ სიაში რუსეთის იმ მოქალაქეების შეყვანაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ და ხშირ შემთხვევაში, ან თვითონ არიან დანაშაულის ჩამდენი ან ხელს აფარებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს. სწორედ ამ ადამიანების შეყვანა იქნებოდა ეფექტური “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში“, - განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თუ დადასტურდება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენლის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ელოდება ამ სიის გამოქვეყნებას.

"მისი კრიტიკა შეიძლება და აუცილებელიცაა. კარგია რომ სია გამოქვეყნდა. სიაში არის აფხაზური და ოსური გვარები, მაგრამ არ მინახავს რუსული გვარები, თუმცა შესაძლოა, იყოს აფხაზი ან ოსი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. თუ ამ სიაში არიან დაღუპულები, ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. თუ დადასტურდება, რომ სიაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენელის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს სია არის პრევენციული და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები.

"მე ეჭვი მეპარება, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა მოხვდეს უცხოეთში, რადგან ეცოდინებათ, რომ მათზე ინტერპოლი ახორციელებს ძებნას. რუსეთში კი არ დააპატიმრებენ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ათობით ადამიანი იღუპებოდა, ასეთი სია, რომ შექმნილიყო, ოთხოზორიაც, ბაშარულიც და ტატუნაშვილიც ცოცხალი იქნებოდა. ეს სია არის პრევენციული სია და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები. ამ სიის ძალა არის პრევენციაში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სიის შესაძლო მინუსებზეც საუბრობს.

"სიას მინუსიც აქვს. დავუშვათ სიის რომელიმე წევრი ინტერპოლმა დააკავა. თუ ვერ დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი და თუ გათავისუფლდა, მაშინ მიიღებს პირველ სერიოზულ დარტყმას ეს სია. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: "ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული".

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სიას ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს.

"საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირისგან შედგება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები