საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს" - ვის მიმართავს მერი?
"კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს" - ვის მიმართავს მერი?

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ძველ თბი­ლის­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას გო­ნივ­რულ ვა­დას აძ­ლევს, რომ თვით­ნე­ბუ­რად მო­წყო­ბი­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რის დე­მონ­ტა­ჟი მო­ახ­დი­ნონ.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მე­ბი აქვს მო­წყო­ბი­ლი, გაყ­ვა­ნი­ლი აქვთ გათ­ბო­ბის მი­ლე­ბი, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

კა­ლა­ძემ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს სა­კი­თხის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ა­ვა­ლა.

“თქვენ იცით, რომ 2016 წელს თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ახა­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა. მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე გუ­დი­აშ­ვი­ლი­სა და ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-აღ­დგე­ნა, პრო­ექ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 110 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ზა­ნი არის, რომ ქა­ლაქს ის­ტო­რი­უ­ლი იერ­სა­ხე აღუდ­გეს და შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და იერ­სა­ხის და ფა­სა­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა კონ­დენ­ცი­ო­ნე­რე­ბით, გა­მათ­ბობ­ლე­ბით და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­ჭი­რო­ე­ბით.

ვი­მე­ო­რებ, 30 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. ჩვენ თვი­თონ ვა­ზი­ა­ნებთ იმას, რა­საც ვა­კე­თებთ. ასე­თი ფაქ­ტე­ბი არის უამ­რა­ვი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. სკვე­რებ­ში არის ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტე­ბი, რაც ძა­ლი­ან მძი­მეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კთ­დე­ბა, რომ მო­ვუ­ა­როთ, აღ­ვად­გი­ნოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და შემ­დეგ ისევ ჩვენ თვი­თონ ვა­ზი­ა­ნებთ, რაც ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­როა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა წა­რად­გი­ნა.

კა­ლა­ძის თქმით, მომ­დევ­ნო წლებ­ში ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის კი­დევ 500 მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

“მეს­მის, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­როა სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, მაგ­რამ არ უნდა მოხ­დეს ფა­სა­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ეს მიდ­გო­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე­პატ­რო­ნე­ე­ბი თვი­თონ უნდა იყ­ვნენ პირ­ვე­ლი, ვინც და­ი­ცავს იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს და არა­ვის არ უნდა მის­ცეს მისი და­ზი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ ვა­პი­რებთ ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. 110 მლნ ლარი იხარ­ჯე­ბა ორ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტზე, თუმ­ცა მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვას ვა­პი­რებთ, რომ ის სიმ­დრიდ­რე, რაც ამ ქა­ლაქს გა­აჩ­ნია, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და უფრო მე­წეს­რი­გე­ბულ-გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი გა­დავ­ცეთ ჩვენს შვი­ლებს და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და ამ ყვე­ლა­ფერ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ გაფრ­თხი­ლე­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა და უფრო მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

“მინ­და და­ვა­ვა­ლო თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, რომ და­ა­ფიქ­სი­როს თი­თო­ე­უ­ლი მსგავ­სი ფაქ­ტი, რა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობ­დი. მე­სა­კუთ­რე­ებს მივ­ცეთ გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რომ თვით­ნე­ბუ­რად მო­წყო­ბი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დე­მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. იმ და­ზი­ა­ნე­ბებს, რაც ფა­სა­დებ­ზე არის, ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით აღ­ვად­გენთ, უბ­რა­ლოდ, კონ­დი­ცი­რე­ბის და გა­მათ­ბობ­ლე­ბის მი­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი უნდა მოხ­დეს. მე იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ მიერ დად­გე­ნილ ვა­და­ში მოხ­დე­ბა დე­მონ­ტა­ჟი და არ მოგ­ვი­წევს სხვა უფრო მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მივ­ცეთ გო­ნივ­რუ­ლი ვადა, კონ­დი­ცი­რე­ბი­სა და გა­მათ­ბობ­ლე­ბის მი­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ" - კა­ლა­ძე ძვე­ლი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom

"კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს" - ვის მიმართავს მერი?

"კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს" - ვის მიმართავს მერი?

თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტირებულ ძველ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას გონივრულ ვადას აძლევს, რომ თვითნებურად მოწყობილი საყოფაცხოვრებო ინფასტრუქტურის დემონტაჟი მოახდინონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობას კონდიცირების სისტემები აქვს მოწყობილი, გაყვანილი აქვთ გათბობის მილები, რაც დაუშვებელია.

კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს საკითხის გასაკონტროლებლად მონიტორინგის განხორციელება დაავალა.

“თქვენ იცით, რომ 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა ახალი აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივით ხორციელდება ასევე გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, პროექტების ღირებულება 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი არის, რომ ქალაქს ისტორიული იერსახე აღუდგეს და შეუნარჩუნდეს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის და ფასადების დაზიანება კონდენციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით.

ვიმეორებ, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი ფაქტები არის უამრავი და ძალიან სამწუხაროა. სკვერებში არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ეს ყველაფერი იმისთვის კთდება, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ, რაც ნამდვილად სამწუხაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ და მთავრობის სხდომაზე ვანდალიზმის ფაქტების ამსახველი ფოტომასალა წარადგინა.

კალაძის თქმით, მომდევნო წლებში ქალაქის რეაბილიტაციისთვის კიდევ 500 მლნ ლარი დაიხარჯება.

“მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველი, ვინც დაიცავს იმ შენობა-ნაგებობებს და არავის არ უნდა მისცეს მისი დაზიანების შესაძლებლობა. ჩვენ ვაპირებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის გაგრძელებას. 110 მლნ ლარი იხარჯება ორ კონკრეტულ პროექტზე, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში 500 მლნ ლარის დახარჯვას ვაპირებთ, რომ ის სიმდრიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, შევინარჩუნოთ და უფრო მეწესრიგებულ-გალამაზებული გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა და ამ ყველაფერში მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გაფრთხილება საკმარისი იქნება და უფრო მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო.

“მინდა დავავალო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს თითოეული მსგავსი ფაქტი, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. იმ დაზიანებებს, რაც ფასადებზე არის, ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, უბრალოდ, კონდიცირების და გამათბობლების მილების დემონტაჟი უნდა მოხდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ დადგენილ ვადაში მოხდება დემონტაჟი და არ მოგვიწევს სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მივცეთ გონივრული ვადა, კონდიცირებისა და გამათბობლების მილების დემონტაჟი განახორციელონ" - კალაძე ძველი თბილისის მოსახლეობას მიმართავს

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს

სტიქია გორში - ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა

ნახევარ მილიონიანი ბინა და ერთ წელში ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი