პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ პასუხობს ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას"
როგორ პასუხობს ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო სა­გა­რეო უწყე­ბა „ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში“ 33 პი­რის შეყ­ვა­ნის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. „არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, კერ­ძოდ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს უკი­დუ­რე­სად დესტრუქ­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რო­მელ­საც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს და შე­უძ­ლია სრუ­ლად გა­მო­უ­თხა­როს ძირი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე ფაქ­ტო სა­გა­რეო უწყე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა აფხა­ზეთ­თან და მის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა“.

„ქარ­თულ­მა მხა­რემ ყო­ველ­გვა­რი ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლის გა­რე­შე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და ისი­ნი ‘შავ სი­ა­ში“ შე­იყ­ვა­ნა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე ფაქ­ტო სა­გა­რეო უწყე­ბა­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის შე­საძ­ლო ჩაშ­ლა­ზე პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და­ე­კის­რე­ბა.

„ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სია“ პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­ვი­და. სია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკვე გა­და­ეგ­ზავ­ნა.

ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის 33-პი­რი­ან სი­ა­ში შემ­დე­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი: 1. და­ვით ჯე­მა­ლის ძე გურ­წი­ე­ვი; 2. ალიკ ფი­რო­დის ძე ტა­ბო­ე­ვი; 3. რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლი; 4. სლა­ვის სვი­ა­ტოს­ლა­ვის ძე ბა­დია; 5. რაულ მახ­ტის ძე კორ­ტა­ვა; 6. ზაურ ან­დროს ძე ჭი­თა­ნა­ვა; 7. ციბ­რო­ნა (ეკა) ახა­ლა­ია; 8. ოთარ ტურ­ნან­ბა; 9. ალი­კა წაბ­რია; 10. რუს­ლან დო­მენ­ტის ძე ჯო­პუა; 11. როზა ჯო­ჯოს ასუ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა; 12. დი­მიტრ არ­შბა; 13. ვლა­დი­მერ გუ­ნია; 14. ალ­ხაზ მირ­ცხუ­ლა­ვა; 15. გია ტუჟ­ბა; 16. გენ­რიხ გენ­რი­ხის ძე ჭან­ბა; 17. ვლა­დი­მერ გრი­გო­ლის ძე ანუა; 18. ზაურ ცე­ცხლა­ძე იგი­ვე მი­ხე­ილ თარ­ბა; 19. გე­ნა­დი ბაგ­რა­ტის ძე აშ­ხა­ცა­ვა; 20. გელა ალე­კოს ძე ვა­ნა­ჩა; 21. ოთარ ფა­ლა­ვან­ძია; 22. ოლეგ პა­პას­კი­რი; 23. აფ­რი­კან ბგან­ბა; 24. ვახ­ტანგ უბი­რია; 25. ვლა­დი­მერ ემი­ნის ძე ნა­ჩაჩ-ოღლი; 26. შუ­რიკ (ალექ­სან­დრე) კო­კოს­კე­რია; 27. ლევ სარ­დი­ნო­ის ძე ბი­ჩე­ნო­ვი; 28. გია თუ­ა­ე­ვი; 29. ფისო ივა­ნეს ძე ვა­ზა­გო­ვი; 30. თა­მაზ ოთა­რის ძე ბეს­ტა­ე­ვი; 31. რამ­ჩიკ ედი­კას ძე ფუ­ხა­ე­ვი; 32. არ­კა­დი ოთა­რის ძე ძე­რა­ნო­ვი; 33. ზუ­რაბ თენ­გი­ზის ძე დუ­და­ე­ვი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა მკვლე­ლო­ბა­ში, გა­ტა­ცე­ბა­ში, წა­მე­ბა­სა და არაჰუ­მა­ნურ მო­პყრო­ბა­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში, აგ­რეთ­ვე ამ და­ნა­შა­ულ­თა და­ფარ­ვა­ში არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

როგორ პასუხობს ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას"

როგორ პასუხობს ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. „არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უკიდურესად დესტრუქტიული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულად გამოუთხაროს ძირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა აფხაზეთთან და მის მოქალაქეებთან მიმართებაში აგრესიული ხასიათისაა“.

„ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძველის გარეშე ბრალი წაუყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ისინი ‘შავ სიაში“ შეიყვანა, რაც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ჟენევის დისკუსიების შესაძლო ჩაშლაზე პირადად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაეკისრება.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?