პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება
მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება

მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ფაქტს სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის მე­ზობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, და­ნა­შა­უ­ლი 50 ლა­რის ნარ­კო­ტი­კის გამო მოხ­და.

„რო­გორც ვიცი, ორი დები არი­ან. უფ­რო­სი და არის მაგ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი. რა­ღაც 50 ლა­რის ნარ­კო­ტიკს უკავ­შირ­დე­ბა. უნდა მი­ე­ტა­ნა და მი­ა­კი­თხეს თურ­მე იმ ბიჭს, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და მან­ქა­ნა­ში მოხ­და დაჭ­რა“, - აცხა­დებს „კუ­რი­ერ­თან“ სა­უ­ბარ­ში ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რა­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, მომ­ღე­რა­ლი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, ვა­ნის ქუ­ჩა­ზე, ცივი ია­რა­ღით ორი დღის წინ დაჭ­რეს. მას ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე თამ­თა ჯან­ჯღა­ვა გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მას ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღის ბო­ლოს წა­უ­ყე­ნე­ბენ. ჯან­ჯღა­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, რომ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. ჯან­ჯღა­ვას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია მი­სი­ვე მე­გო­ბა­რი ნა­თია თო­ფუ­რი­აც, რო­მელ­საც ბრა­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბა.

მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება

მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს სავარაუდო დამნაშავის მეზობლების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დანაშაული 50 ლარის ნარკოტიკის გამო მოხდა.

„როგორც ვიცი, ორი დები არიან. უფროსი და არის მაგ საქმეში გარეული. რაღაც 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება. უნდა მიეტანა და მიაკითხეს თურმე იმ ბიჭს, ჩამოიყვანეს და მანქანაში მოხდა დაჭრა“, - აცხადებს „კურიერთან“ საუბარში ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავის, თამთა ჯანჯღავას ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია მისივე მეგობარი ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"