პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე
"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე

წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ასე­თი რამ რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­დეს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და გა­ცე­მუ­ლი და გაზ­რდი­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბო­და.

"წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ბოლო დროს გვეს­მის საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არა ერთი და ორი, არა­მედ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნია. და­მერ­წმუ­ნეთ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ქვე­ყა­ნა­ში რომ ხდე­ბო­დეს, რო­მე­ლიც საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავს, აუ­ცი­ლებ­ლად სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­დე­ბო­და, და­ი­წყე­ბო­და მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და გა­ცე­მუ­ლი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი. ხდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი, საქ­მე აღიძ­ვრე­ბა 276-ე მუხ­ლით და სამ­წუ­ხა­როდ აღარ ვი­ცით შე­დე­გე­ბი, რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის­თვის, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აღარ გან­მე­ორ­დეს.

ე.წ. საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის სე­ზო­ნი იწყე­ბა. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი არის გახ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ხშირ­დე­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბიც. ამი­ტომ, ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უნდა იყოს სამ­ზა­დი­სი, რომ აღ­კვე­თილ იქ­ნეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ აუ­დი­ტის ბოლო თვე­ე­ბის დას­კვნა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ლა­ლი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აუ­დი­ტის კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ მძღო­ლებს ბოლო პე­რი­ოდ­ში იმის გან­ცდა გა­უჩ­ნდათ, რომ მათი დარ­ღვე­ვე­ბი არ კონ­ტროლ­დე­ბა.

ლა­ლი­აშ­ვი­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წე­რო­ვან­თან გუ­შინ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­საც შე­ე­ხო, რომ­ლის დრო­საც 18 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 1 კი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი თქმით, სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მძღოლს დას­ვე­ნე­ბის რე­ჟი­მი და­ცუ­ლი ჰქონ­დეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კონ­ტროლ­დე­ბა და ეს უცხო­ელ­მა მძღო­ლებ­მა იცი­ან.

"იკ­ვე­თე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ახა­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. ბო­ლოს წე­რო­ვან­თან მომ­ხდარ ავა­რი­ა­ზე გაჟ­ღერ­და ხმე­ბი, რომ ეს იყო ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლის ჩა­ძი­ნე­ბის და გა­დაღ­ლი­ლო­ბის შე­დე­გი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სატ­რან­ზი­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის დროს მძღოლს ჰქონ­დეს მუ­შა­ო­ბის და დას­ვე­ნე­ბის რე­ჟი­მი და­ცუ­ლი, რაც რეგ­ლა­მენ­ტით არის გა­წე­რი­ლი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან და­ბა­ლია გა­კონ­ტრო­ლე­ბის დონე და ეს უცხო­ელ­მა მძღო­ლებ­მაც იცი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გომ­ბო­რის გზა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის მო­ნა­წი­ლე სა­მარ­შუ­ტო ტაქსს 2016 წლის მერე არ ჰქო­ნია ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლი.

„მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად არ­ღვე­ვენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, მათ უნდა ემუქ­რე­ბო­დეთ პა­ტიმ­რო­ბა. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი კა­ნო­ნის ხარ­ვე­ზი არის ის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი­დან ვერ გა­დავ­დი­ვართ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსზე თუ და­ღუპ­ვის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სირ­და," - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც ლა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა და მათი ნა­წი­ლი არ მუ­შა­ობს.

"ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბი­სა და უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლის თემა შარ­შან გაჟ­ღერ­და. ჩვენ მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, რომ რამ­დე­ნი­მე ათა­სი „ჭკვი­ა­ნი კა­მე­რა“ და­მონ­ტაჟ­დე­ბო­და. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ კა­მე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის ძა­ლი­ან მცი­რე და ზოგი მათ­გა­ნი არც მუ­შა­ობს. ჩვენ გვაქვს ბოლო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს კა­მე­რე­ბი შე­ძე­ნი­ლია, თუმ­ცა მათი და­მონ­ტა­ჟე­ბის პრო­ცე­სი დრო­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა," - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე

"მსგავსი რამ პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა" - ეკა ლალიაშვილი ავარიების შემზარავი სტატისტიკის მიზეზებზე

წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი რამ რომ პასუხისმგებლიან ქვეყანაში ხდებოდეს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური დავალება იქნებოდა გაცემული და გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზების ძიება დაიწყებოდა.

"წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ბოლო დროს გვესმის საგზაო შემთხვევების შესახებ, რომელში დაზარალებული არა ერთი და ორი, არამედ ათეულობით ადამიანია. დამერწმუნეთ, მსგავსი შემთხვევა პასუხისმგებლიან ქვეყანაში რომ ხდებოდეს, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნავს, აუცილებლად საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა, დაიწყებოდა მიზეზების ძიება და პრემიერ-მინისტრის სპეციალური დავალება იქნებოდა გაცემული. ჩვენს შემთხვევაში ეს არის თითქოს ჩვეულებრივი ამბავი. ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, საქმე აღიძვრება 276-ე მუხლით და სამწუხაროდ აღარ ვიცით შედეგები, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

ე.წ. საგზაო შემთხვევების სეზონი იწყება. ზაფხულის პერიოდი არის გახშირებული ავტოავარიების პერიოდი, როდესაც გზებზე გადაადგილება ხშირდება და ინტენსიური ხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ამიტომ, ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სამზადისი, რომ აღკვეთილ იქნეს მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა ლალიაშვილმა.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ აუდიტის ბოლო თვეების დასკვნაზეც ისაუბრა. როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, აუდიტის კვლევა აჩვენებს, რომ მძღოლებს ბოლო პერიოდში იმის განცდა გაუჩნდათ, რომ მათი დარღვევები არ კონტროლდება.

ლალიაშვილი პრესკონფერენციაზე წეროვანთან გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც შეეხო, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა. მისი თქმით, სატრანზიტო გადაზიდვების დროს მნიშვნელოვანია, რომ მძღოლს დასვენების რეჟიმი დაცული ჰქონდეს, რაც საქართველოში არ კონტროლდება და ეს უცხოელმა მძღოლებმა იციან.

"იკვეთება ავტოსაგზაო შემთხვევების ახალი ფაქტორები. ბოლოს წეროვანთან მომხდარ ავარიაზე გაჟღერდა ხმები, რომ ეს იყო ტრაილერის მძღოლის ჩაძინების და გადაღლილობის შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ სატრანზიტო გადაზიდვების დროს მძღოლს ჰქონდეს მუშაობის და დასვენების რეჟიმი დაცული, რაც რეგლამენტით არის გაწერილი. ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან დაბალია გაკონტროლების დონე და ეს უცხოელმა მძღოლებმაც იციან“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გომბორის გზაზე რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის მონაწილე სამარშუტო ტაქსს 2016 წლის მერე არ ჰქონია ტექინსპექტირება გავლილი.

„მძღოლები, რომლებიც მუდმივად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, მათ უნდა ემუქრებოდეთ პატიმრობა. უბრალოდ, ჩვენი კანონის ხარვეზი არის ის, რომ ადმინისტრაციულიდან ვერ გადავდივართ სისხლის სამართლის კოდექსზე თუ დაღუპვის ფაქტი არ დაფიქსირდა," - აღნიშნა მან.

როგორც ლალიშვილმა განაცხადა, დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერების რაოდენობა ძალიან მცირეა და მათი ნაწილი არ მუშაობს.

"ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და უკონტაქტო პატრულის თემა შარშან გაჟღერდა. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ რამდენიმე ათასი „ჭკვიანი კამერა“ დამონტაჟდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კამერების რაოდენობა არის ძალიან მცირე და ზოგი მათგანი არც მუშაობს. ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ ეს კამერები შეძენილია, თუმცა მათი დამონტაჟების პროცესი დროში ჭიანურდება," - აღნიშნა მან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ