პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო შთაბეჭდილებები და უცნობი ფაქტები  „დეტექტივების დედოფლის“– აგათა კრისტის შესახებ
საინტერესო შთაბეჭდილებები და უცნობი ფაქტები  „დეტექტივების დედოფლის“– აგათა კრისტის შესახებ

აგა­თა კრის­ტი იგი­ვე „დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფა­ლი“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი ავ­ტო­რია, რომ­ლის წიგ­ნე­ბიც ასზე მეტ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რას ფიქ­რო­ბენ მას­ზე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რა­ტომ თვლი­ან ქალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რელ მწერ­ლად.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე: “აგა­თა კრის­ტის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი არა­თუ წა­კი­თხუ­ლი მაქვს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­მოქ­მე­დე­ბის კო­ლექ­ცი­ას ვაგ­რო­ვებ­დი. ეს არის აზ­როვ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დის შემ­ქმნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ფან­ტა­ზი­ი­სა და გა­მო­გო­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი ჰქონ­და. ის არ ყო­ფი­ლა დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ნო­ვა­ტო­რი, თუმ­ცა მო­ა­ხერ­ხა და ამ ჟან­რის კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა მსოფ­ლი­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ასე­ვე, დე­ტექ­ტი­ვე­ბი, მოქ­მე­დე­ბენ თით­ქმის მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­ზუს­ტით. აქ შემ­თხვე­ვი­თო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.”

და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დე­რექ­ტო­რი: ”აგა­თა კრის­ტი და მისი დე­ტექ­ტი­ვე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მისი რო­მა­ნე­ბი ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მრა­ვალ­ფა­როვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. მის რო­მა­ნებ­ში მოქ­მე­დე­ბა სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­სა და ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ალ­ბათ, ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა მწე­რა­ლი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გმი­რის გა­ლე­რეა აქვს. ჩემ­თვის მისი ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა სა­მეც­ნი­ე­რო ამო­ცა­ნის ამოხ­სნის­თვის.”

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, მწე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი: ”აგა­თა კრის­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რია. ასე­თი ხალ­ხი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რჩე­ბა, თან აგა­თა ისე­თია, წა­კი­თხვის მე­რეც ძნე­ლად გა­ექ­ცე­ვი. არი­ან მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბას ისე აღ­წე­რენ, რომ დე­ტექ­ტი­ურ ფა­ბუ­ლას მო­არ­გონ. ჩვე­ნი "დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფა­ლი’’ კი პი­რი­ქი­თაა – კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია და მისი გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი ას­პექ­ტია იმ დრო­ის ყო­ფა­ში ჩა­სათ­რე­ვად.”

სწო­რედ ასე ახა­სი­ა­თე­ბენ აგა­თა კრის­ტის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მათ აზრს კი უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლიც იზი­ა­რებს. აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში იყო. ამ­ჯე­რად კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა” სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი მო­უ­მა­ზა­და მათ აგა­თა კრის­ტი­ზე ზე­მოთ მო­ცე­მულ მო­საზ­რე­ბებს იზი­ა­რებს და მათ­თვი­საც, ვინც მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ჯერ კარ­გად არ იც­ნობს. 28 ივ­ნი­სი­დან „ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში „დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დოფ­ლის“ პირ­ვე­ლი წიგ­ნი „იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე სტა­ილზ­ში“ გა­მო­ი­ცე­მა, რომ­ლის ყიდ­ვა­საც მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად 7 ლა­რად შეძ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

საინტერესო შთაბეჭდილებები და უცნობი ფაქტები  „დეტექტივების დედოფლის“– აგათა კრისტის შესახებ

საინტერესო შთაბეჭდილებები და უცნობი ფაქტები  „დეტექტივების დედოფლის“– აგათა კრისტის შესახებ

აგათა კრისტი იგივე „დეტექტივების დედოფალი“ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე კითხვადი ავტორია, რომლის წიგნებიც ასზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მასზე ქართული ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები და რატომ თვლიან ქალს განსაკუთრებულად საყვარელ მწერლად.

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე: “აგათა კრისტის ყველა ნაწარმოები არათუ წაკითხული მაქვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი შემოქმედების კოლექციას ვაგროვებდი. ეს არის აზროვნების განსაკუთრებული მეთოდის შემქმნელი ქალბატონი, რომელსაც ფანტაზიისა და გამოგონების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ის არ ყოფილა დეტექტიური ჟანრის ნოვატორი, თუმცა მოახერხა და ამ ჟანრის კლასიკური ნაწარმოებები დაუტოვა მსოფლიოს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მისი პერსონაჟები, როგორც დამნაშავეები, ასევე, დეტექტივები, მოქმედებენ თითქმის მათემატიკური სიზუსტით. აქ შემთხვევითობა გამორიცხულია.”

დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დერექტორი: ”აგათა კრისტი და მისი დეტექტივები ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი რომანები ლოგიკური აზროვნების განვითარებაში, სამყაროს გაცნობასა და ადამიანების მრავალფაროვნების შეგრძნებაში დამეხმარა. მის რომანებში მოქმედება სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში ხდება. ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება მწერალი, რომელსაც ამდენი განსხვავებული გმირის გალერეა აქვს. ჩემთვის მისი ნებისმიერი ნაწარმოები სახელმძღვანელოა სამეცნიერო ამოცანის ამოხსნისთვის.”

გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: ”აგათა კრისტი მნიშვნელოვანი ავტორია. ასეთი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებულად რჩება, თან აგათა ისეთია, წაკითხვის მერეც ძნელად გაექცევი. არიან მწერლები, რომლებიც ცხოვრებას ისე აღწერენ, რომ დეტექტიურ ფაბულას მოარგონ. ჩვენი "დეტექტივების დედოფალი’’ კი პირიქითაა – კრიმინალური ისტორია და მისი გამოძიება მხოლოდ გარეგნული ასპექტია იმ დროის ყოფაში ჩასათრევად.”

სწორედ ასე ახასიათებენ აგათა კრისტის ქართულ საზოგადოებაში. მათ აზრს კი უამრავი მკითხველიც იზიარებს. აგათა კრისტის დეტექტივები წიგნის მაღაზიებში ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სიაში იყო. ამჯერად კი გამომცემლობა „პალიტრა L-მა” სასიამოვნო სიურპრიზი მოუმაზადა მათ აგათა კრისტიზე ზემოთ მოცემულ მოსაზრებებს იზიარებს და მათთვისაც, ვინც მწერლის შემოქმედებას ჯერ კარგად არ იცნობს. 28 ივნისიდან „ჩემი რჩეული მსოფლიო“ სერიის ფარგლებში „დეტექტივების დედოფლის“ პირველი წიგნი „იდუმალებით მოცული საქმე სტაილზში“ გამოიცემა, რომლის ყიდვასაც მკითხველი ჟურნალ „გზასთან“ ერთად 7 ლარად შეძლებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს