თეთრ სახლში სტუმრად იორდანიის სამეფო ოჯახი იმყოფება. ვიდრე დონალდ ტრამპი მეფე აბდულა მეორეს ოფიციალურ შეხვედრაზე ესაუბრებოდა, მელანიამ დედოფალი რანია ჩაიზე მიიწვია.
რანია აშშ-ს პირველი ლედის მსგავსად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალად მიიჩნევა. დედოფალმა და მელანიამ ვარდისფერი სამოსი შეარჩიეს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ტრამპს Proenza Schouler-ის კაბა ეცვა, რანიას კი თეთრი ზედა და ვარდისფერი, გრძელი, განიერი შარვალი.
მოგვიანებით პირველი ლედი და დედოფალი ოვალურ კაბინეტში ქმრებს შეუერთდნენ და ერთობლივი ფოტოები გადაიღეს.
ბოლოს სამეფო წყვილი თეთრ სახლს 2017 წლის აპრილში სტუმრობდა.
48 წლის რანია ალ-აბდულა მეფე აბდულა მეორეზე 1993 წელს დაქორწინდა. დედოფალი აქტიურად არის ჩაბმული განათლების, ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის პრობლემების მოსაგვარებელ პროექტებში. რანია აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს - „ფეისბუქს“, „იუთუბს“, „ინსტაგრამს“ და „ტვიტერს“.
სამეფო წყვილს 4 შვილი ჰყავს.