რუსთავში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში საბანაოდ შევიდა და დინებამ წაიღო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები.
ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.