ბათუმის პორტი, საღამოს 8 საათი. ნაპირთან გემი „ბათუმი“ დგას და წითელი ხალიჩის გავლით, სტუმრებს გემბანზე ეპატიჟება, ეგზოტიკურ მოგზაურობაში.
მზის ჩასვლის ფონზე ქათქათა ბათუმი კიდევ უფრო ლამაზია და სტუმრები ჩქარობენ, რომ მზის უკანასკნელ სხივებს შუაგულ ზღვაში შეხვდნენ...
„ბათუმი“ ნაპირს შორდება და სტუმრები სრულიად ახალ ტალღებზე გადაჰყავს - ასე აღნიშნავს რადიო „პალიტრა“ FM 103.9 აჭარაში შესვლას, შუაგულ ზღვაში, გემზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
თამარ ცაგარეიშვილი, რადიო პალიტრის პროგრამების ხელმძღვანელი: რადიო პალიტრა აჭარაში იმავე ტალღაზეა - FM 103.9! ასე რომ, უკვე შავი ზღვისპირეთს შეუძლია მოისმინოს ჩვენი ხმა, ძალიან რესპექტაბელური, სანდო და რაც მთავარია მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ წვეულებით ჩვენ კიდევ უფრო ახლოს მოვედით აჭარასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვან რეგიონში შემოსვლა, განსაკუთრებულად აღვნიშნეთ
იხილეთ ვიდეო გემის წვეულებიდან
რადიო „პალიტრის“ წვეულების 100-ზე მეტ სტუმარს მუსიკალური მეგზურობა სპეციალურმა სტუმარმა - კახაბერმა გაუწია. მუსიკოსი მთელი საღამო ზრუნავდა გემის სტუმრების განწყობაზე გათანამედროვებული აჭარული კომპოზიციებით. აჭარული აქცენტები იგრძნობოდა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, შეფმზარეულ ლევან კობიაშვილის მიერ მომზადებულ კერძებშიც.
ლაშა ღლონტი, მომღერალი: "ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ძალიან მაგარ სიტუაციებში, მაგრამ ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ ჩემს ბათუმში, ჩემს ქალაქში ასე არასდროს ვყოფილვარ! ახლა გემით ჩავიარე ჩემს სახლთან, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ზღვიდან არასდროს მინახავს! დიდი მადლობა "პალიტრას", რომ ჩემი ოცნებების და სიხარულის პალიტრა მომიწყვეთ დღეს!
ეკა მამალაძე, მომღერალი: "უბედნიერესი ვარ დღეს, საოცარი, ლამაზი გარემოა ამაზე უკეთესი არ შეიძლება იყოს, გემზე არავეულებრივი ამინდია, ყველა კარგ განწყობაზე ვართ. მადლობა რადიო პალიტრას, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვუსმენ
გემრიელი კერძებისა და გემოვნებიანი მუსიკის დაგემოვნებასთან ერთად, წვეულების სტუმრები გათამაშებაშიც ჩაერთვნენ, რომელშიც 50-მდე საჩუქარი გათამაშდა. ივენთის მონაწილეები პარტნიორმა კომპანიებმა ვაუჩერებით, საგზურებით და ზაფხულთან და გართობასთან დაკავშირებული სუვენირებით დაასაჩუქრეს.
ნინო არაზაშვილი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი: იუბილეზე საჩუქრები, როგორც წესი სტუმრებს მიაქვთ ხოლმე, რადიო პალიტრამ კი დღევანდელ ღონისძიებაზე ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ყველას, უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარია, სავსე ვარ ემოციებით და გილოცავთ ამ ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯს. ფანტასტიური გადაწყვეტილებაა, რომ შავი ზღვის სანაპირო სულ სხვა თვალით დაგვანახეთ“.
გემზე წვეულების პარტნიორები იყვნენ: გენერალური სპონსორი "ფინკა ბანკი საქართველო"; ღონისძიების პარტნიორი ფრანგული კოსმეტიკის ბრენდი „ნუქსი“; მაღაზიათა ქსელი ზოდი; დეოდორანტები ფრანგული პარფიუმით OE; „18 კარატი ფრეშეს ქრაფთს“ - ექსკლუზიური უმაღლესი 750 სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტები franco fontana-ს ქართველი პარტნიორებისგან; ნუტრი კოსმეტიკური ბრენდი „ვიადერმი“; კომპანია „გაგრა პლუსი“, რომელიც ივენთზე არაყი "სტოლით" იყო წარმოდგენილი.