მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება

პრო­კუ­რორ ზვი­ად ფხა­კა­ძის შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქმე­დე­ბებ­ში, რო­მელ­საც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის დროს ჰქონ­და ად­გი­ლი, მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა.

რო­გორც ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კა­ლან­დი­ას ჩა­ე­დი­ნა, შე­საძ­ლოა, ცე­მით დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქმე­დე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის თა­ო­ბა­ზე კი­თხვა პრო­კუ­რორს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მდი­ვან­მა ოთარ კა­ხი­ძემ და­უს­ვა.

„მ.კ. რო­დე­საც მი­დის ფარ­დუ­ლამ­დე, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ოქ­მებ­ში რაც ფიქ­სირ­დე­ბა იმის ცი­ტი­რე­ბას ვახ­დენ, იმ მო­მენ­ტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვე­ნი ვერ­სი­ით დაჭ­რი­ლი ჰყავს და­თოს სა­რა­ლი­ძე, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბით, არ დას­ტურ­დე­ბა, რომ გ.ბ. რო­დე­საც და­ნას არ­ტყამს სა­რა­ლი­ძეს, მ.კ. იმ­ყო­ფე­ბა ფარ­დულ­ში და მუშ­ტებს ურტყამს სა­რა­ლი­ძეს. რო­დე­საც მ.კ. მი­დის ფარ­დულ­თან, გ.ბ. შე­მობ­რუ­ნე­ბულ და­თოს არ­ტყამს და გა­და­დის „პა­სა­ტის“ ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მ.კ. თვი­თონ სა­უბ­რობს, რომ გ.ჯ. რო­დე­საც ურტყამს და­თოს, ექა­ჩე­ბა სა­რა­ლი­ძეს და მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­ტყამს ხელს. ამის გან­ზრახ­ვა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი რა არის? კა­ლან­დი­ას მი­ზა­ნი ის კი არ არის, რომ და­უ­ჭი­როს ან გა­უ­კა­ვოს სა­რა­ლი­ძეს ხელი, არა­მედ მისი მი­ზა­ნია მო­ა­შო­როს დათო სა­რა­ლი­ძე გ.ჯ.-ს, რო­მე­ლიც დაბ­ლა ყავს და­ჭე­რი­ლი ხე­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბა­ში სი­ტყვა „მო­ეშ­ვას“, ეს იმი­ტომ წე­რია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭ­რი­ლია. რამ­დე­ნი­მე წამ­ში უკვე რეფ­ლექ­სე­ბის მო­დუ­ნე­ბას იწ­ვევს ეს და­ზი­ა­ნე­ბა. ჩვენ ამ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არის. სხვა და­ნა­შა­ულს რაც შე­ე­ხე­ბა, ცე­მის ფაქტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და ად­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ფხა­კა­ძემ.

პრო­კუ­რო­რის ამ გან­მარ­ტე­ბამ­დე კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ოთარ კა­ხი­ძემ შემ­დე­გი კი­თხვა დას­ვა: „რო­დე­საც ორი პირი და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ნას ურტყამს, ხოლო მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ის ხე­ლით ყავს გა­კა­ვე­ბუ­ლი, მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა, არის თუ არა ეს მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?“ ოთარ კა­ხი­ძემ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც კა­ლან­დია იხ­სე­ნებს თუ რო­გორ ურტყა­ვენ გ.ბ და გ.ჯ და­ნებს და­ვით სა­რა­ლი­ძეს, ამას­თან, კა­ლან­დია ამ­ბობს, რომ მა­ნაც და­არ­ტყა რამ­დენ­ჯერ­მე სა­რა­ლი­ძეს სა­ხე­ში მუშ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება

პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება

პროკურორ ზვიად ფხაკაძის შეფასებით, მიხეილ კალანდიას ქმედებებში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი, მკვლელობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირდეს. მიხეილ კალანდიას ქმედების სამართლებრივი შეფასების თაობაზე კითხვა პროკურორს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ დაუსვა.

„მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

პროკურორის ამ განმარტებამდე კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძემ შემდეგი კითხვა დასვა: „როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?“ ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს თუ როგორ ურტყავენ გ.ბ და გ.ჯ დანებს დავით სარალიძეს, ამასთან, კალანდია ამბობს, რომ მანაც დაარტყა რამდენჯერმე სარალიძეს სახეში მუშტი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს