საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ
აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხა­ზე­თის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდა.

აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო. ბოლო წლე­ბია, ეს პე­რი­ო­დი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე, ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა; ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზე­ბის თქმით - სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ ია­რონ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მაგ­რამ არა ქუ­ჩა­ში. მა­თი­ვე თქმით, ეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა...

ბიჭ­ვინ­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და უკვე გაჩ­ნდა ”დრეს­კო­დის” ბა­ნე­რე­ბი, ე.წ. ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბი, რაც ტუ­რის­ტებს ქა­ლაქ­ში ში­ლი­ფად ჩაც­მას უზღუ­დავს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, ასე­თი მიდ­გო­მა ტუ­რის­ტებს შემ­ცი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ფონს კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებს. მა­თი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში ის ნა­კა­დი ჩა­მო­დის, ვი­საც სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს, ვინც დას­ვე­ნე­ბას რის­კავს, რად­გან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ­ღაც და­ზო­გა თან­ხა; ასე­ვე ისი­ნიც, “ვინც საბ­ჭო­თა წლე­ბი­დან აფხა­ზეთ­ში ის­ვე­ნებს და იქა­ურ ზღვა­სა და კლი­მატს ვერ ღა­ლა­ტობს.”

თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ “გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ასე­თი ბა­ნე­რე­ბი სო­ხუმ­სა და გაგ­რა­შიც და­იდ­გმე­ბა, რად­გან ამაყ­მა აფხაზ­მა ერმა ჩა­მო­სულ სტუ­მარს იმ­დე­ნის უფ­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს, რომ თა­ვად დარ­ჩეს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი.”

ბა­ნე­რის გა­მო­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ რუ­სე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, ასე გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტუ­რის­ტე­ბი იქ აღარ ჩავ­ლენ... ერთი სი­ტყვით, ეს თემა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მწვა­ვე გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. აი, რას წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

ჯუ­ლი­ე­ტა გორ­დე­ლა­ძე, სო­ხუ­მე­ლი აფხა­ზი: ”სწო­რია. ქა­ლაქ­ში ისე ჩაც­მულ­მა უნდა ია­რონ, რო­გორც ქა­ლაქს შე­ე­ფე­რე­ბა! იმ ქვე­ყა­ნას პა­ტი­ვი უნდა სცენ, რო­მელ­შიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. არა­ფერს ისეთს არ ვთხოვთ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არც ისი­ნი ითხო­ვენ იმ ბა­ნე­რე­ბის ში­ნა­არ­სით, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის წეს­რი­გი, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს!”

ანა ჟდე, აფხა­ზი: ”გე­ლენ­ჯიკ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­შიც არის მსგავ­სი ბა­ნე­რე­ბი და მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ ვინ­მე მაფრ­თხი­ლებს. ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­დან­ვე უნდა იცოდ­ნენ ამის შე­სა­ხებ, რომ რე­ა­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ... იმი­ტო­მაც გამ­წვავ­და ვი­თა­რე­ბა ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის, რომ შე­უ­ფე­რებ­ლად ეც­ვათ...”

სვეტ­ლა­ნა: “ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლეა... რაც მათ აც­ვი­ათ, ის შორ­ტი კი არა, საც­ვა­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია უყუ­რებ­დე ასე ჩაც­მულ 13 წლის გო­გო­ნას, სა­ინ­ტე­რე­სოა, სახ­ლი­დან რო­გორ უშ­ვე­ბენ მათ მშობ­ლე­ბი...”

ირი­ნა ფე­დი­ნა: “სწო­რია!.. ფუ­ლა­დი ჯა­რი­მაც უნდა და­ა­კის­რონ, რომ მეტ­ჯერ ასე არ მო­იქ­ცნენ...”

ელე­ნა ლუ­გი­ნი­ნა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე: “ასე უნდა აბა რა, ჯა­რი­მაც უნდა და­ა­კის­რო... მე იმ ხალ­ხის გამ­კვირ­ვე­ბია, ვინც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­რო­ვებ ფულს აფხა­ზეთ­ში ჩა­ი­ტანს და იქ და­ხარ­ჯავს. თქვენ არას­დროს არა­ფე­რი გეშ­ვე­ლე­ბათ."

ვლად ვა­ლენ­სკა­ია: “ნე­ტავ ისე მოხ­დეს, რომ ჩვენს ხალ­ხს გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დეს და აღა­რა­ვინ ჩა­მო­ვი­დეს თქვენ­თან. ჰოდა, იცხოვ­რეთ ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე, თქვე­ნი მენ­ტა­ლი­ტე­ტით...”

ანა შა­ნა­ვა: “და რა არის ცუდი ჩვენ მენ­ტა­ლი­ტეტ­ში?.. მე ძა­ლი­ა­ნაც მსი­ა­მოვ­ნებს, რომ მე­ზო­ბე­ლი სო­ჭის­გან გან­ვსხვავ­დე­ბით, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის, ვი­საც უყ­ვარ­დე­ბა ეს ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გამო, რო­მელ­საც უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, რათა მსოფ­ლიო გლო­ბა­ზა­ცი­ა­ში არ ავით­ქვი­ფოთ..."

ილო­ნა აკო­ბია: “რა სა­ინ­ტე­რე­სო აკ­რძალ­ვაა... რა გა­მო­დის? ქა­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მით სი­ა­რუ­ლი და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია? ყო­ჩაღ, ასე აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ წინ და ტუ­რიზმსაც ავაყ­ვა­ვებთ... მერე არ და­ი­წყოთ წუ­წუ­ნი, რომ ხალ­ხი არ ჩა­მო­დის ან და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­დი­ან. მო­დით, ჩო­ხე­ბით და­ვი­წყოთ გა­რუ­ჯვა. ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი ხომ ჩო­ხით და­დი­ო­და?!...”

ოლგა ტა­ლა­გა­ე­ვა: “ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზმს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, თქვენ­თან კი, პლაჟ­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით ჩას­ვლის უფ­ლე­ბაც არ აქვს დამ­სვე­ნე­ბელს... რო­გორ გე­ტყო­ბათ კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ “ძა­ლი­ან გიყ­ვართ” რუ­სე­ბი... აფხა­ზე­თის გარ­და სად­მე ყო­ფილ­ხართ? ნა­ხეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე რა ხდე­ბა, ხალ­ხი ის­ვე­ნებს რო­გორც სურს, ეს გან­ტვირ­თვაა და არა­ვი­თა­რი მოთ­ვალ­თვა­ლე­ე­ბი არ ჰყავთ, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით...

თქვენ გინ­დათ, რომ რუ­სე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, ფული და­გი­ტო­ვონ და სწრა­ფად­ვე დაბ­რუნ­დნენ უკან... იქ­ნებ თქვენს თავს შე­ხე­დოთ, რო­გორ გაც­ვი­ათ, ასაკ­ში შე­სულ ქა­ლებს სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე ბრე­ტე­ლე­ბი­ა­ნი კა­ბით სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევთ, აკ­რი­ტი­კებთ, კი­ცხავთ, ჭო­რავთ, უზ­ნე­ოს უწო­დებთ. ნეტა ვინ გიდ­გენთ ამ ამაზ­რზენ წე­სებს?!”

რო­გორც ამ კო­მენ­ტა­რე­ბი­და­ნაც ჩანს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ამ­კრძა­ლა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო ნიშ­ნე­ბის მომ­ხრეა. მათი თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, "აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ტუ­რისტს ქვეყ­ნის ის­ტო­რია წა­ე­კი­თხა, რათა იქა­ურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა ჰქო­ნო­და... ასე რომ იყოს, მის ტრა­დი­ცი­ებს პა­ტივს სცემ­და ყვე­ლა, რუ­სე­ბიც კი...” - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე ჩაცმასთან დაკავშირებით ამკრძალავი ნიშნები გაჩნდა.

აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო. ბოლო წლებია, ეს პერიოდი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ე.წ. ხელისუფლებისა და დამსვენებლებისთვის თავის ტკივილად იქცა; ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოხატავენ დამსვენებლების ჩაცმასთან დაკავშირებით, აფხაზების თქმით - საცურაო კოსტიუმებით სტუმრებს შეუძლიათ იარონ ზღვის სანაპიროზე, მაგრამ არა ქუჩაში. მათივე თქმით, ეს ადგილობრივების ტრადიციების შეურაცხყოფაა...

ბიჭვინთის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და უკვე გაჩნდა ”დრესკოდის” ბანერები, ე.წ. ამკრძალავი ნიშნები, რაც ტურისტებს ქალაქში შილიფად ჩაცმას უზღუდავს.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ასეთი მიდგომა ტურისტებს შემცირებას გამოიწვევს, რაც რეგიონში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაამწვავებს. მათივე თქმით, აფხაზეთში ის ნაკადი ჩამოდის, ვისაც სხვა გამოსავალი არ აქვს, ვინც დასვენებას რისკავს, რადგან წლის განმავლობაში როგორღაც დაზოგა თანხა; ასევე ისინიც, “ვინც საბჭოთა წლებიდან აფხაზეთში ისვენებს და იქაურ ზღვასა და კლიმატს ვერ ღალატობს.”

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ “გამართლებული იქნება, თუ ასეთი ბანერები სოხუმსა და გაგრაშიც დაიდგმება, რადგან ამაყმა აფხაზმა ერმა ჩამოსულ სტუმარს იმდენის უფლება არ უნდა მისცეს, რომ თავად დარჩეს შეურაცხყოფილი.”

ბანერის გამოჩენით უკმაყოფილი დარჩნენ რუსები, რომელთა თქმითაც, ასე გაგრძელების შემთხვევაში ტურისტები იქ აღარ ჩავლენ... ერთი სიტყვით, ეს თემა ინტერნეტსივრცეში მწვავე განხილვის საგნად იქცა. აი, რას წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში:

ჯულიეტა გორდელაძე, სოხუმელი აფხაზი: ”სწორია. ქალაქში ისე ჩაცმულმა უნდა იარონ, როგორც ქალაქს შეეფერება! იმ ქვეყანას პატივი უნდა სცენ, რომელშიც ჩამოვიდნენ. არაფერს ისეთს არ ვთხოვთ ხელმძღვანელობას და არც ისინი ითხოვენ იმ ბანერების შინაარსით, რაც მიუღებელია. ეს არის წესრიგი, რომელიც უნდა შესრულდეს!”

ანა ჟდე, აფხაზი: ”გელენჯიკსა და სხვა ქალაქებშიც არის მსგავსი ბანერები და მე ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამის შესახებ ვინმე მაფრთხილებს. ადამიანებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რომ რეალობა გაითვალისწინონ... იმიტომაც გამწვავდა ვითარება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომ შეუფერებლად ეცვათ...”

სვეტლანა: “ძალიან კარგი სიახლეა... რაც მათ აცვიათ, ის შორტი კი არა, საცვალია. შეუძლებელია უყურებდე ასე ჩაცმულ 13 წლის გოგონას, საინტერესოა, სახლიდან როგორ უშვებენ მათ მშობლები...”

ირინა ფედინა: “სწორია!.. ფულადი ჯარიმაც უნდა დააკისრონ, რომ მეტჯერ ასე არ მოიქცნენ...”

ელენა ლუგინინა, რუსეთის მოქალაქე: “ასე უნდა აბა რა, ჯარიმაც უნდა დააკისრო... მე იმ ხალხის გამკვირვებია, ვინც მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ ფულს აფხაზეთში ჩაიტანს და იქ დახარჯავს. თქვენ არასდროს არაფერი გეშველებათ."

ვლად ვალენსკაია: “ნეტავ ისე მოხდეს, რომ ჩვენს ხალხს გონება გაუნათდეს და აღარავინ ჩამოვიდეს თქვენთან. ჰოდა, იცხოვრეთ ტურისტების გარეშე, თქვენი მენტალიტეტით...”

ანა შანავა: “და რა არის ცუდი ჩვენ მენტალიტეტში?.. მე ძალიანაც მსიამოვნებს, რომ მეზობელი სოჭისგან განვსხვავდებით, უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვისაც უყვარდება ეს ქვეყანა თავისი კულტურისა და ტრადიციების გამო, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მსოფლიო გლობაზაციაში არ ავითქვიფოთ..."

ილონა აკობია: “რა საინტერესო აკრძალვაა... რა გამოდის? ქალებს არ შეუძლიათ საცურაო კოსტუმით სიარული და მამაკაცებისთვის ნებადართულია? ყოჩაღ, ასე აუცილებლად წავალთ წინ და ტურიზმსაც ავაყვავებთ... მერე არ დაიწყოთ წუწუნი, რომ ხალხი არ ჩამოდის ან დაბალი განათლებისა და მატერიალური შესაძლებლობის ტურისტები ჩამოდიან. მოდით, ჩოხებით დავიწყოთ გარუჯვა. ჩვენი წინაპარი ხომ ჩოხით დადიოდა?!...”

ოლგა ტალაგაევა: “ყველა ქვეყანაში ტურიზმს თავისი წესები აქვს, თქვენთან კი, პლაჟზე საცურაო კოსტიუმით ჩასვლის უფლებაც არ აქვს დამსვენებელს... როგორ გეტყობათ კომენტარებში, რომ “ძალიან გიყვართ” რუსები... აფხაზეთის გარდა სადმე ყოფილხართ? ნახეთ ევროპის ქვეყნების სანაპიროებზე რა ხდება, ხალხი ისვენებს როგორც სურს, ეს განტვირთვაა და არავითარი მოთვალთვალეები არ ჰყავთ, თქვენგან განსხვავებით...

თქვენ გინდათ, რომ რუსები ჩამოვიდნენ, ფული დაგიტოვონ და სწრაფადვე დაბრუნდნენ უკან... იქნებ თქვენს თავს შეხედოთ, როგორ გაცვიათ, ასაკში შესულ ქალებს სოხუმის სანაპიროზე ბრეტელებიანი კაბით სეირნობის უფლებას არ აძლევთ, აკრიტიკებთ, კიცხავთ, ჭორავთ, უზნეოს უწოდებთ. ნეტა ვინ გიდგენთ ამ ამაზრზენ წესებს?!”

როგორც ამ კომენტარებიდანაც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ამკრძალავი საინფორმაციო ნიშნების მომხრეა. მათი თქმით, კარგი იქნებოდა, "აფხაზეთში ჩამოსვლამდე ტურისტს ქვეყნის ისტორია წაეკითხა, რათა იქაურ ტრადიციებზე წარმოდგენა ჰქონოდა... ასე რომ იყოს, მის ტრადიციებს პატივს სცემდა ყველა, რუსებიც კი...” - წერენ აფხაზები.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი