მელანი გრიფიტი 9 აგვისტოს 61 წლის გახდება, თუმცა ასაკი სრულიად არ ადარდებს. რამდენიმე დღის წინ მსახიობი მეგობრებთან ერთად იტალიაში, სარდინიაზე იმყოფებოდა. შავ საცურაო კოსტიუმსა და მარიხუანას პრინტიან კეპში მელანი იახტით სეირნობდა და ირუჯებოდა. მეორე დღეს კი ფოტორეპორტიორებმა ის ბიკინიში გადაიღეს.
მსახიობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ლამაზი იყო და არ დაბერდე.