საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?
ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე ერთი პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ-ერთი ინდ. მე­წარ­მე, თბი­ლის­ში კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ სა­ამ­ქრო­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის, ე.წ. „სუ­ჯუ­კის“ წარ­მო­ე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და. პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის ხორ­ცის ნაც­ვლად, ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ცხე­ნის ხორცს იყე­ნებ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია რო­გორც მზა პრო­დუქ­ცია, ასე­ვე გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხე­ნის ნედ­ლი ხორ­ცი.

ამას­თან, ქა­ლაქ თბი­ლის­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი ხუთი სა­ამ­ქრო, სა­დაც სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ მზად­დე­ბო­და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი: სო­სი­სი, ძეხ­ვე­უ­ლი და სარ­დე­ლი.

ამო­ღე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 197-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 1-დან 3 წლამ­დე ვა­დით.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცხე­ნის ხორ­ცით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სუ­ჯუ­კი - რა პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა და ინა­ხე­ბა ხორც-პრო­დუქ­ტე­ბი 5 სა­წარ­მო­ში, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და სეს-მა გა­მო­ავ­ლი­ნეს?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?

ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი.

ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

იხილეთ ვიდეო: ცხენის ხორცით დამზადებული სუჯუკი - რა პირობებში მზადდება და ინახება ხორც-პროდუქტები 5 საწარმოში, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა და სეს-მა გამოავლინეს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ