პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარკეთილის" მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
"ვარკეთილის" მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

მეტ­როს სად­გურ "ვარ­კე­თი­ლის" ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ სა­მი­ვე პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 35-35 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბი გი­რა­ოს სა­ხით უფრო ნაკ­ლე­ბი თან­ხის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 35 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო ს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"ყვა­რელ­რემმ­შე­ნის" დი­რექ­ტორ­სა და ინ­ჟი­ნერს ბრა­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის უხა­რის­ხოდ წარ­მო­ე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი კი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გახ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასე­ვე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად რჩე­ბა ამა­ვე ფაქ­ტზე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე საქ­მეც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხურს უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ამ ეტაპ­ზე ამ კუ­თხით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არა­ვინ ჰყავს მი­ცე­მუ­ლი.

2017 წლის 30 იან­ვარს, მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თილ­ში" ე.წ. შე­კი­დუ­ლი ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 14 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 5 თვის წინ დას­რულ­და და ის შპს "ყვა­რელ­რემმ­შენ­მა" 347 852 ლა­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ 2016 წელს და­ი­წყო. სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში სწო­რედ შპს "ყვა­რელ­რემმ­შენ­მა" გა­ი­მარ­ჯვა. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 396 600 ლარი, კომ­პა­ნი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა კი 347 852 ლარი იყო.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში მეტ­რო "ვარ­კე­თილ­ში"“ გა­ნახ­ლდა სად­გუ­რის ქვე­და და ზედა ვეს­ტი­ბი­უ­ლე­ბის ინ­ტე­რი­ე­რი, გა­რე­მონტდა დახ­რი­ლი გვი­რა­ბი, გა­იწ­მინ­და ია­ტა­კის გრა­ნი­ტი და მარ­მა­რი­ლო. სად­გუ­რებ­ში და­მონ­ტაჟ­და ახა­ლი სა­ო­პე­რა­ტო­რო ჯი­ხუ­რე­ბი და ტურ­ნი­კე­ტე­ბი, მო­ე­წყო მეტ­როს ნა­ვი­გა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ვარკეთილის" მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

"ვარკეთილის" მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

მეტროს სადგურ "ვარკეთილის" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა.

"ყვარელრემმშენის" დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაობის ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

2017 წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს "ყვარელრემმშენმა" 347 852 ლარად განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს "ყვარელრემმშენმა" გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

სამუშაოების ფარგლებში მეტრო "ვარკეთილში"“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს