პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები
მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბი­ან ეს­ტო­ნეთ­ში, სა­დაც რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნავ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მაკა ჩი­ჩუა ეს­ტო­ნე­თის ქა­ლაქ ტარ­ტუ­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წრნენ და ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ეს­ტო­ნე­ლებ­საც მი­ე­სალმნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ლე­დიმ ეს­ტო­ნეთ­ში ვი­ზი­ტის­თვის მკაც­რი სტი­ლი აირ­ჩია - მაკა ჩი­ჩუა შავი ფე­რის კოს­ტი­უმ­სა და თეთრ პე­რან­გში გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ზი­რებ­და მე­უღ­ლეს­თან და ეს­ტო­ნე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო წყვილ­თან ერ­თად.

ტარ­ტუ­ში ექ­ვსი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის დახ­ვედ­რის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­უ­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­და­ი­ღეს. ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კერ­სტი კა­ლი­უ­ლა­ი­დიმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კო­ლე­გებს თა­ნად­გო­მი­სა და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­თვის. მისი გან­ცხა­დე­ბით, ტარ­ტუ­ში ეს­ტო­ნელ ხალ­ხთან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან იმ ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აკავ­ში­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები

მაკა ჩიჩუას მკაცრი სტილი ესტონეთში - პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიზიტის ამსახველი ფოტოები

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ესტონეთში, სადაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ესტონეთის ქალაქ ტარტუში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ და ქუჩაში გამოსულ ესტონელებსაც მიესალმნენ.

საქართველოს პირველმა ლედიმ ესტონეთში ვიზიტისთვის მკაცრი სტილი აირჩია - მაკა ჩიჩუა შავი ფერის კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი პოზირებდა მეუღლესთან და ესტონეთის საპრეზიდენტო წყვილთან ერთად.

ტარტუში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც სახელმწიფოების მეთაურებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანადგომისა და საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის. მისი განცხადებით, ტარტუში ესტონელ ხალხთან ერთად შეკრებილები არიან იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები