სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 7ივლისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...
00:00 / 00:00

„მე­ცხრე ფლი­გე­ლი“ - ასე ეწო­დე­ბა ახალ ქარ­თულ დე­ტექ­ტივს, რომ­ლის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი თეა ინა­სა­რი­ძეა. წიგ­ნი ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­მოს­ცა.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ფო­ტოგ­რა­ფი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც ღა­მის კლუბ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს შეხ­ვდე­ბა და აღ­მო­ა­ჩენს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თაა მო­ცუ­ლი. ნელ-ნელა ხვდე­ბა იმა­საც, რომ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, თვი­თო­ნაც ამ სა­ი­დუმ­ლოს მო­ნა­წი­ლე გახ­და და გა­და­წყვეტს, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გა­ი­გოს სი­მარ­თლე. ძი­ე­ბა მას მე­ცხრე ფლი­გელ­ში მი­იყ­ვანს, - ასე­თია წიგ­ნის ფა­ბუ­ლა.

ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე არ უოც­ნე­ბია. დე­ტექ­ტი­ვი კი ის ჟან­რია, რომ­ლის კი­თხვა ყვე­ლას უყ­ვარს... და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო, ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ბუ­სე­ბი - მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­სას­რუ­ლით და მო­ლო­დი­ნი­სა და სი­ურპრი­ზის შეგ­რძნე­ბა... „მე­ცხრე ფლი­გე­ლი“ სწო­რედ ასე­თი წიგ­ნია და უფრო მე­ტიც, მას­ში ფა­რუ­ლი გზავ­ნი­ლია, რომ­ლის გა­სა­შიფ­რად სა­ჭი­როა სი­ტყვა-გა­სა­ღე­ბი.

- გი­ოც­ნე­ბი­ათ, რამე გა­მო­გე­ძი­ათ? თავი წიგ­ნის ან ფილ­მის გმი­რად გეგ­რძნოთ? რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მა­ინც და­გე­ვი­წყე­ბი­ნათ რე­ა­ლო­ბა და უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში გე­მოგ­ზა­უ­რათ? - ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მალე მო­გე­ცე­მათ!

მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს ეს ჟან­რი, უყ­ვარს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, თავ­სა­ტე­ხე­ბის ამოხ­სნა, მი­ნიშ­ნე­ბე­ბის პოვ­ნა, წიგ­ნის ავ­ტო­რი 7 ივ­ლისს, შა­ბათს, 17:00 სთ-ზე, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში დე­ტექ­ტი­ურ თა­მაშს გა­მარ­თავს, რო­მელ­შიც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს (15 წლი­დან ზე­მოთ) შე­ეძ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი „ბიბ­ლუ­სის­გან“ გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღებს.

თა­მა­შის პრინ­ცი­პი შემ­დე­გია, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­დი­ან აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე და ეძე­ბენ მი­ნიშ­ნე­ბებს, ხსნი­ან თავ­სა­ტე­ხებს, რათა გა­მო­იც­ნონ რვა რი­ცხვი­თი კომ­ბი­ნა­ცია. ამ რი­ცხვე­ბის დახ­მა­რე­ბით უნდა იპო­ვონ ასო­ე­ბი წიგნ­ში („მე­ცხრე ფლი­გე­ლი“), შე­ად­გი­ნონ სი­ტყვა-გა­სა­ღე­ბი და ჩა­ნაც­ვლე­ბა­დი შიფ­რით გა­შიფ­რონ ფა­რუ­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია წიგნ­ში­ვე.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 7ივლისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...

გიოცნებიათ, რაიმე გამოგეძიათ? - ამ წიგნის ავტორი 7ივლისს, მიტოვებულ შენობაში თამაშზე გიწვევთ...

„მეცხრე ფლიგელი“ - ასე ეწოდება ახალ ქართულ დეტექტივს, რომლის ავტორი ახალგაზრდა მწერალი თეა ინასარიძეა. წიგნი ივნისის დასაწყისში, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა.

რომანის მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგონაა, რომელიც ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ნელ-ნელა ხვდება იმასაც, რომ გაუცნობიერებლად, თვითონაც ამ საიდუმლოს მონაწილე გახდა და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად გაიგოს სიმართლე. ძიება მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს, - ასეთია წიგნის ფაბულა.

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავგადასავლებზე არ უოცნებია. დეტექტივი კი ის ჟანრია, რომლის კითხვა ყველას უყვარს... დაძაბული ატმოსფერო, ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები - მოულოდნელი დასასრულით და მოლოდინისა და სიურპრიზის შეგრძნება... „მეცხრე ფლიგელი“ სწორედ ასეთი წიგნია და უფრო მეტიც, მასში ფარული გზავნილია, რომლის გასაშიფრად საჭიროა სიტყვა-გასაღები.

- გიოცნებიათ, რამე გამოგეძიათ? თავი წიგნის ან ფილმის გმირად გეგრძნოთ? რამდენიმე საათით მაინც დაგევიწყებინათ რეალობა და უცნაურ გარემოში გემოგზაურათ? - ამის საშუალება მალე მოგეცემათ!

მათთვის, ვისაც უყვარს ეს ჟანრი, უყვარს საიდუმლოებები, თავსატეხების ამოხსნა, მინიშნებების პოვნა, წიგნის ავტორი 7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიურ თამაშს გამართავს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული „ბიბლუსისგან“ განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს.

თამაშის პრინციპი შემდეგია, მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია. ამ რიცხვების დახმარებით უნდა იპოვონ ასოები წიგნში („მეცხრე ფლიგელი“), შეადგინონ სიტყვა-გასაღები და ჩანაცვლებადი შიფრით გაშიფრონ ფარული წერილი, რომელიც მოცემულია წიგნშივე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ბმულზე

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა