მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კლუბ „ბა­სი­ან­ში“ მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, კლუბ­ში სა­ფი­ნან­სო-სა­ბუ­ღალ­ტრო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მო­სა­მარ­თლის 24 მა­ი­სის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც ვადა 30 დღე აქვს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­მარ­თეს შპს „ბა­სი­ა­ნის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­სა­მარ­თლის 24 მა­ი­სის გან­ჩი­ნე­ბით (რომ­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­დაა 30 დღე) და გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამ გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ფი­ნან­სო-სა­ბუ­ღალ­ტრო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბის მიზ­ნით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია.

ვი­ნა­ი­დან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო შპს „ბა­სი­ა­ნის“ ძვე­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ არ ჩა­ა­ტა­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ხარ­ვე­ზის აღ­მო­ფხვრის შემ­დგომ კლუბ "ბა­სი­ან­ში" გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ფი­ნან­სო-სა­ბუ­ღალ­ტრო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბა“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

შსს კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კლუბში საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის 24 მაისის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელსაც ვადა 30 დღე აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს შპს „ბასიანის“ ადმინისტრაციას მოსამართლის 24 მაისის განჩინებით (რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე) და განუმარტეს, რომ ამ განჩინების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედებები საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ვინაიდან მოსამართლის განჩინებაში მითითებული იყო შპს „ბასიანის“ ძველი საიდენტიფიკაციო კოდი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ კლუბ "ბასიანში" განხორციელდება საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ