პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის. რა იწ­ვევს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან - ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ექიმ-თე­რა­პევტს, ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი­სა" და mkurnali.ge-ს მთა­ვარ რე­დაქ­ტორს თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- კანი თვა­ლის ირ­გვლივ საკ­მა­ოდ თხე­ლი, ნაზი და მგრძნო­ბი­ა­რეა. კო­ლა­გე­ნის ბოჭ­კო­ე­ბი მას­ში ბა­დი­სე­ბუ­რა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც კა­ნის წელ­ვა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. უშუ­ა­ლოდ კა­ნის თხე­ლი ფე­ნის ქვეშ კი გან­ლა­გე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად ხილ­ვა­დი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კა­ნის სტრუქ­ტუ­რის მცი­რე ცვლი­ლე­ბის, სის­ხლძარ­ღვთა გა­ფარ­თო­ე­ბის თუ მათ­ში ჟანგბა­დით არა­საკ­მა­რი­სად გა­ჯე­რე­ბუ­ლი სის­ხლის გა­დი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სწო­რედ ასეთ დროს ჩნდე­ბა თვა­ლის ირ­გვლივ "მუქი რგო­ლე­ბი". მათ და­ფარ­ვას ქალ­ბა­ტო­ნე­ბი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ და აზ­რა­დაც არ მოს­დით, რომ ზოგ­ჯერ ასე­თი სიმპტო­მის მი­ზე­ზი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

- ხში­რად სა­ხელ­დე­ბა მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი, თირკმე­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლის უპე­ე­ბი შე­საძ­ლოა, დაღ­ლი­ლო­ბის გა­მოც გა­შავ­დეს...

- ჩა­შა­ვე­ბულ უპე­ებს რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ, მი­ზე­ზი უნდა და­ვად­გი­ნოთ. მო­დით, ჯერ მარ­ტი­ვი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბით და­ვი­წყოთ:

ადა­მი­ანს დღე-ღა­მე­ში 7-8 სა­ა­თი უნდა ეძი­ნოს - გა­მო­უ­ძი­ნებ­ლო­ბი­სას სახე ფერ­მკრთა­ლი ხდე­ბა და თვა­ლის თხე­ლი კა­ნის ქვეშ გან­ლა­გე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია, რაც ჩა­შა­ვე­ბუ­ლი უპე­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის. ასეთ დროს საკ­მა­რი­სია კარ­გი გა­მო­ძი­ნე­ბა და ისე­თი ში­ნა­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ყი­ნუ­ლის ან უმი კარ­ტო­ფი­ლის ნი­ღა­ბი თვა­ლებ­ზე.

თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლა - მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მუდ­მი­ვი სტრე­სი და ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა თვა­ლის უპე­ე­ბის ჩა­მუ­ქე­ბას, კა­პი­ლა­რებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს. ასეთ დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვა­წეს­რი­გოთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, ვე­ცა­დოთ, და­ვას­ვე­ნოთ თვა­ლე­ბი, მი­ვი­ღოთ მსუ­ბუ­ქი მცე­ნა­რე­უ­ლი და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი, ხში­რად ვი­სე­ირ­ნოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. თვა­ლებ­ზე კი კიტ­რის რგო­ლე­ბის ნი­ღა­ბი გა­ვი­კე­თოთ ან ანა­დუ­ღარ რძე­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ტამ­პო­ნე­ბი და­ვი­ფი­ნოთ დღე­ში 15 წუ­თით.

მწე­ვე­ლებ­სა და ალ­კოჰო­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ხში­რად აქვთ ჩა­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლის უპე­ე­ბი - ეს იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მათი ორ­გა­ნიზ­მი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას. კანი კი ად­ვი­ლად ბერ­დე­ბა და სტრუქ­ტუ­რა ეც­ვლე­ბა. რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ნი­კო­ტინ­სა და ალ­კოჰოლ­ზე უა­რის თქმაა.

არას­წო­რი რა­ცი­ო­ნი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს შავი უპე­ე­ბის მი­ზე­ზი. თუ თქვენს რა­ცი­ონ­ში ჭარ­ბობს შემ­წვა­რი, და­მა­რი­ლე­ბუ­ლი, ცხა­რე პრო­დუქ­ტი, თუ ხში­რად მი­ირ­თმევთ გვი­ან - და­ძი­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, თუ რა­ცი­ონ­ში არ არის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლის თქვე­ნი კა­ნის სტრუქ­ტუ­რას და თვა­ლის ირ­გვლივ შავი რგო­ლე­ბის გა­ჩე­ნას გა­მო­იწ­ვევს. გა­მო­სა­ვა­ლი რა­ცი­ო­ნის გა­და­ხედ­ვა და დი­ე­ტო­ლოგ­თან გა­სა­უბ­რე­ბაა.

ახლა კი იმ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზეც ვთქვათ ორი­ო­დე სი­ტყვა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, თუკი თვა­ლის ქვეშ სი­შა­ვეს შევ­ნიშ­ნავთ:

  • თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - თუ თვა­ლის უპე­ე­ბის სი­შა­ვე თირკმლის ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, უპე­ე­ბი ხში­რად შე­შუ­პე­ბუ­ლიც არის, ადა­მი­ანს კი ხში­რად სხვა სიმპტო­მე­ბი არც აქვს ხოლ­მე და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩენს ამ და­ა­ვა­დე­ბას. ამი­ტომ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის შარ­დის ანა­ლი­ზი მა­ინც უნდა გა­ი­კე­თოთ.
  • ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ასეთ დროს ჩა­შა­ვე­ბულ უპე­ებს მოყ­ვი­თა­ლო ელ­ფე­რიც დაჰ­კრავს, ადა­მი­ანს აწუ­ხებს მწა­რე გემო პირ­ში და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა მარ­ჯვე­ნა ფერდქვეშ.
  • კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვა­ლი - თა­ნამ­დე­ვი ნიშ­ნე­ბია გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი ან შეკ­რუ­ლო­ბა, ტკი­ვი­ლი მარ­ცხე­ნა ფერდქვეშ - ხში­რად გა­და­დის ზურ­გის­კენ.
  • ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია - შავი უპე­ე­ბის ერთ-ერთი ხში­რი მი­ზე­ზია. პა­ცი­ენ­ტი გრძნობს დაღ­ლი­ლო­ბას, ტკი­ვილს ან დის­კომ­ფორ­ტს მუც­ლის არე­ში, ად­ვი­ლად ღი­ზი­ან­დე­ბა.
  • ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი და უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს უპე­ე­ბის სი­შა­ვის დროს.
  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი - თვა­ლის ირ­გვლივ ჩრდი­ლებს აქვს მო­ლურ­ჯო ფერი და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.
  • ანე­მია - სის­ხლის ჟანგბა­დით არა­სა­თა­ნა­დო გა­ჯე­რე­ბაა ამ დროს უპე­ე­ბის სი­შა­ვის მი­ზე­ზი. ადა­მი­ანს აწუ­ხებს თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუ, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბა.

- რო­მელ სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მივ­მარ­თოთ, თუკი თვა­ლის ირ­გვლივ შავი რგო­ლე­ბი გაგ­ვიჩ­ნდე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­მარ­თოთ ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ანუ ოჯა­ხის ექიმს და გა­მო­რი­ცხოთ ის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლეთ. რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის ექი­მი შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტთან გა­და­გა­მი­სა­მარ­თებთ, კერ­ძოდ, ნეფ­რო­ლოგ­თან, კარ­დი­ო­ლოგ­თან, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თან, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან და სხვა. თუ სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, მა­შინ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ კოს­მე­ტო­ლოგს ან დერ­მა­ტო­ლოგს მი­მარ­თოთ.

- ბავ­შვებ­ში რაზე მე­ტყვე­ლებს თვა­ლის ირ­გვლივ სი­შა­ვე?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე სწო­რედ ბავ­შვებ­ში ამ სიმპტო­მის გა­ჩე­ნის დროს გვმარ­თებს, რად­გან ხში­რად ეს ნი­შა­ნი გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, ინ­ფექ­ცი­უ­რი ან თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნი­შა­ნია. ასე­ვე მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზია და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამი­ტომ მშობ­ლებ­მა სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ ჩვენს მკი­თხველს?

- გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თუ გა­მო­ძი­ნე­ბის, დას­ვე­ნე­ბის, კვე­ბის რა­ცი­ო­ნის მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ თვა­ლის ირ­გვლივ სი­შა­ვე მა­ინც რჩე­ბა, აუ­ცი­ე­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოთ მისი მი­ზე­ზის ძებ­ნა და დრო­უ­ლად მი­მარ­თოთ ექიმს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

ქალმა ახსნა და ეს ხალხი მაინც კითხულობს...

ია
1

გამარჯობა. რა შეიძლება იყოს თვალის უპეების და ასევე ირგვლივ ჩაშავების მიზეზი? 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თვალის უპეების შეშუპება და გაშავება ე.წ. შავი წრეები, საკმაოდ ხშირი პრობლემაა და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან - ამ თემაზე სასაუბროდ AMBEBI.GE ექიმ-თერაპევტს, ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და mkurnali.ge-ს მთავარ რედაქტორს თამარ მამაცაშვილს დაუკავშირდა:

- კანი თვალის ირგვლივ საკმაოდ თხელი, ნაზი და მგრძნობიარეა. კოლაგენის ბოჭკოები მასში ბადისებურადაა განლაგებული, რაც კანის წელვადობას უზრუნველყოფს. უშუალოდ კანის თხელი ფენის ქვეშ კი განლაგებულია სისხლძარღვები, რომლებიც ადვილად ხილვადი შეიძლება გახდეს კანის სტრუქტურის მცირე ცვლილების, სისხლძარღვთა გაფართოების თუ მათში ჟანგბადით არასაკმარისად გაჯერებული სისხლის გადინების შემთხვევაში. სწორედ ასეთ დროს ჩნდება თვალის ირგვლივ "მუქი რგოლები". მათ დაფარვას ქალბატონები კოსმეტიკური საშუალებებით ცდილობენ და აზრადაც არ მოსდით, რომ ზოგჯერ ასეთი სიმპტომის მიზეზი სერიოზული დაავადებაც შეიძლება იყოს.

- ხშირად სახელდება მის გამომწვევ მიზეზად ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები. ამბობენ, რომ თვალის უპეები შესაძლოა, დაღლილობის გამოც გაშავდეს...

- ჩაშავებულ უპეებს რომ ვუმკურნალოთ, მიზეზი უნდა დავადგინოთ. მოდით, ჯერ მარტივი, ფიზიოლოგიური მიზეზებით დავიწყოთ:

ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს - გამოუძინებლობისას სახე ფერმკრთალი ხდება და თვალის თხელი კანის ქვეშ განლაგებული სისხლძარღვები ადვილად შესამჩნევია, რაც ჩაშავებული უპეების შთაბეჭდილებას ქმნის. ასეთ დროს საკმარისია კარგი გამოძინება და ისეთი შინაური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ყინულის ან უმი კარტოფილის ნიღაბი თვალებზე.

თვალების გადაღლა - მაგალითად, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის შედეგად, მუდმივი სტრესი და ქრონიკული დაღლილობა თვალის უპეების ჩამუქებას, კაპილარებში სისხლის შეგუბებას იწვევს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ სამუშაო გრაფიკი, ვეცადოთ, დავასვენოთ თვალები, მივიღოთ მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებლები, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე. თვალებზე კი კიტრის რგოლების ნიღაბი გავიკეთოთ ან ანადუღარ რძეში დასველებული ტამპონები დავიფინოთ დღეში 15 წუთით.

მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ხშირად აქვთ ჩაშავებული თვალის უპეები - ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათი ორგანიზმი მუდმივად განიცდის ინტოქსიკაციას. კანი კი ადვილად ბერდება და სტრუქტურა ეცვლება. რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმაა.

არასწორი რაციონი და დაუბალანსებელი კვება, ასევე შეიძლება გახდეს შავი უპეების მიზეზი. თუ თქვენს რაციონში ჭარბობს შემწვარი, დამარილებული, ცხარე პროდუქტი, თუ ხშირად მიირთმევთ გვიან - დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, თუ რაციონში არ არის საკმარისი რაოდენობით მინერალები და ვიტამინები, ეს ყველაფერი აუცილებლად შეცვლის თქვენი კანის სტრუქტურას და თვალის ირგვლივ შავი რგოლების გაჩენას გამოიწვევს. გამოსავალი რაციონის გადახედვა და დიეტოლოგთან გასაუბრებაა.

ახლა კი იმ ქრონიკულ დაავადებებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუკი თვალის ქვეშ სიშავეს შევნიშნავთ:

  • თირკმლის დაავადებები - თუ თვალის უპეების სიშავე თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდება, უპეები ხშირად შეშუპებულიც არის, ადამიანს კი ხშირად სხვა სიმპტომები არც აქვს ხოლმე და სრულიად შემთხვევით აღმოაჩენს ამ დაავადებას. ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის შარდის ანალიზი მაინც უნდა გაიკეთოთ.
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები - ასეთ დროს ჩაშავებულ უპეებს მოყვითალო ელფერიც დაჰკრავს, ადამიანს აწუხებს მწარე გემო პირში და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ.
  • კუჭქვეშა ჯირკვალი - თანამდევი ნიშნებია გულისრევა და ღებინება, ფაღარათი ან შეკრულობა, ტკივილი მარცხენა ფერდქვეშ - ხშირად გადადის ზურგისკენ.
  • ჭიებით ინვაზია - შავი უპეების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. პაციენტი გრძნობს დაღლილობას, ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის არეში, ადვილად ღიზიანდება.
  • ენდოკრინული დარღვევები - ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და უშაქრო დიაბეტი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს უპეების სიშავის დროს.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - თვალის ირგვლივ ჩრდილებს აქვს მოლურჯო ფერი და სისხლის მიმოქცევის დარღვევით არის გამოწვეული.
  • ანემია - სისხლის ჟანგბადით არასათანადო გაჯერებაა ამ დროს უპეების სიშავის მიზეზი. ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, თავბრუ, ადვილად იღლება.

- რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ, თუკი თვალის ირგვლივ შავი რგოლები გაგვიჩნდება?

- პირველ რიგში უნდა მიმართოთ ზოგადი პროფილის ანუ ოჯახის ექიმს და გამორიცხოთ ის დაავადებები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. რომელიმე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ოჯახის ექიმი შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ, კერძოდ, ნეფროლოგთან, კარდიოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, ენდოკრინოლოგთან და სხვა. თუ სომატური პათოლოგიები გამოირიცხება, მაშინ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს მიმართოთ.

- ბავშვებში რაზე მეტყველებს თვალის ირგვლივ სიშავე?

- განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ბავშვებში ამ სიმპტომის გაჩენის დროს გვმართებს, რადგან ხშირად ეს ნიშანი გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ინფექციური ან თირკმლის დაავადებების ნიშანია. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზია და ჰემატოლოგიური დაავადებები. ამიტომ მშობლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

- დაბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოძინების, დასვენების, კვების რაციონის მოწესრიგების შემდეგ თვალის ირგვლივ სიშავე მაინც რჩება, აუციელებლად უნდა დაიწყოთ მისი მიზეზის ძებნა და დროულად მიმართოთ ექიმს.