საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის - რა სიახლეა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით
ინფორმაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის - რა სიახლეა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით

„მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბა უნდა გა­მარ­ტივ­დეს. გარ­და ამი­სა, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს უნდა მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბი­სას, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ბრე­გა­ძის თქმით, ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ დი­ას­პო­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაჟ­ღე­რე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას­თან და ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„რო­გორც იცით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, იზ­რუ­ნოს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ კონ­სტი­ტუ­ტუ­ცი­ი­დან ამო­ღე­ბულ იქნა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რძალ­ვა. ამ ცვლი­ლე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მუ­შა­ობს შე­სა­ბა­მი­სი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა მო­ამ­ზა­დოს. შე­დე­გად, გარ­კვე­ულ­წი­ლად უნდა გა­მარ­ტივ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღე­ბა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს უნდა მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­ღონ უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ამავდრო­უ­ლად, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ეს არის და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი არსი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ თუ არა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, ბრე­გა­ძე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აქვს - ზოგი სახ­ლემ­წი­ფო უშ­ვებს ორი ან მეტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, ზო­გის­თვის ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თის, რატი ბრე­გა­ძის თქმით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო წელს ახორ­ცი­ე­ლებს საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შომ­ლო­ბით, უკვე შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის.

„გარ­და ამი­სა, ჩვენ პირ­ვე­ლად და­ვი­წყეთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის. მომ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის და ამის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა სამ­დო­ნი­ა­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბავ­შვე­ბი საკ­ვი­რაო სკო­ლებ­ში შეძ­ლე­ბენ შე­ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა და ამას­თან ერ­თად, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია და კულ­ტუ­რა. სა­მი­ვე წიგ­ნის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი მზად იქ­ნე­ბა 20 აგ­ვის­ტოს­თვის, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში კი ჩვენ ვგეგ­მავთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით. შე­დე­გად, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­და­იჭ­რე­ბა ის პრობ­ლე­მა, რაც არ­სე­ბობ­და საკ­ვი­რაო სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თე­მა­ტურ ნა­წილ­ში“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ინფორმაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის - რა სიახლეა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით

ინფორმაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის - რა სიახლეა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით

„მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღება უნდა გამარტივდეს. გარდა ამისა, ჩვენს თანამემამულეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის აღებისას, გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით, შეუნარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, ქართულ დიასპორაში საზღვარგარეთ უკვე საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ დიასპორასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან და ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება, კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ტერმინი თანამემამულე და სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. კიდევ ერთი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუტუციიდან ამოღებულ იქნა ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციური აკრძალვა. ამ ცვლილების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელმაც „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები უნდა მოამზადოს. შედეგად, გარკვეულწილად უნდა გამარტივდეს მოქალაქეობის აღება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. გარდა ამისა, ჩვენს თანამემამულეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, აიღონ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა და ამავდროულად, გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით, შეუნარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი არსი, რომელიც ბუნებრივია, პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება იმას, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ შეუნარჩუნდებათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა თანამემამულეებს, ბრეგაძე აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები აქვს - ზოგი სახლემწიფო უშვებს ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქეობას, ზოგისთვის ეს კატეგორიულად დაუშვებელია.

რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთის, რატი ბრეგაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო წელს ახორციელებს საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროექტს, რომლის ფარგლებშიც, განათლების სამინისტროსთან თანამშომლობით, უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის.

„გარდა ამისა, ჩვენ პირველად დავიწყეთ სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც იქნება უნიკალური საკვირაო სკოლებისთვის. მომზადდა სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის და ამის მიხედვით მზადდება სამდონიანი ინტეგრირებული სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ბავშვები საკვირაო სკოლებში შეძლებენ შეისწავლონ ქართული ენა და ამასთან ერთად, ისტორია, გეოგრაფია და კულტურა. სამივე წიგნის სრული კომპლექტი მზად იქნება 20 აგვისტოსთვის, სექტემბერ-ოქტომბერში კი ჩვენ ვგეგმავთ მასწავლებლების გადამზადებას ამ სახელმძღვანელოების მიხედვით. შედეგად, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება ის პრობლემა, რაც არსებობდა საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით თემატურ ნაწილში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ