სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წაიღებს ე.წ სამხრეთ ოსეთი ყირიმში - დე ფაქტო რესპუბლიკებს სავაჭრო გეგმები აქვთ
რას წაიღებს ე.წ სამხრეთ ოსეთი ყირიმში - დე ფაქტო რესპუბლიკებს სავაჭრო გეგმები აქვთ

ყი­რიმ­ში “უცხო­უ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა” იგეგ­მე­ბა, სა­დაც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ნა­წარ­მი გა­ი­ყი­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ყი­რი­მი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბე­ბი” შე­თან­ხმდნენ. ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, ახლა მთა­ვა­რი სა­კი­თხია, “რა სა­ხის პრო­დუქ­ტით შე­ავ­სე­ბენ მა­ღა­ზი­ებს, რად­გან წლე­ბია სამ­ხრეთ ოსეთ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის გარ­და არა­ფე­რი იწარ­მო­ე­ბა...” შე­თან­ხმე­ბა, ასე­ვე, შე­საძ­ლოა შე­ე­ხოს ყი­რი­მი­სა და ცხინ­ვალს შო­რის ტუ­რიზ­მის სფე­როს, სა­ბაზ­რო და სა­ბან­კო სექ­ტორს.

“სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ვაჭ­რო მი­ნის­ტრის ალან ალ­ბო­რო­ვის თქმით, ყი­რიმ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ვერ აკონ­კრე­ტებს კი­დევ რა უნდა წა­ი­ღონ ყი­რიმ­ში, რად­გან თა­ვად სამ­ხრეთ ოსე­თი გა­დავ­სე­ბუ­ლია რუ­სე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლით, ხილი და ბოსტნე­უ­ლი კი სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­დის... რო­გორც ჩანს, ამ ყვე­ლა­ფერს ოსურ იარ­ლიყს მი­აკ­რა­ვენ და ყი­რი­მის მა­ღა­ზი­ებ­ში ამ­გვა­რად შე­ი­ტა­ნენ.

არა­და, ერთ დროს, ოსუ­რი ყვე­ლი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში იწარ­მო­ე­ბო­და, მარ­თლაც ბრენ­დი იყო, თუმ­ცა, ბოლო დროს, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ნა­წარ­მად გა­და­აქ­ცი­ეს; პირ­და­პირ აწე­რია - ალა­ნია, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია; გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ფასი ღირს, მაგ­რამ ხა­რის­ხიც გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია", - წერს ოსუ­რი მე­დია, რო­მე­ლიც კი­თხვას სვამს - რა უნდა შეს­თა­ვა­ზოს ყი­რიმს “სამ­ხრეთ ოსეთ­მა", რო­მე­ლიც თა­ვის ტრა­დი­ცი­ულ ნა­წარმს ვერ ინარ­ჩუ­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, ვლა­დი­მირ ბო­სი­კოვ­მა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ აწარ­მო­ებ­და მი­ნე­რა­ლურ წყალს “ალან­დო­ნი”, რუ­სე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით ახა­ლი ბრენ­დი “ოსე­ტინ­სკა­ი­ას” რე­ა­ლი­ზა­ცია და­ი­წყო. ის ამ საქ­მეს მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გად უძღვე­ბა. მის­თვის ყი­რი­მი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამთ, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ ყი­რიმ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი უკვე კარ­გა ხა­ნია შე­უ­ფერ­ხებ­ლად შე­აქვთ და მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა­ზეც იყოს ლა­პა­რა­კი...

ფოტო: Gana Yanovskaya /OC Media

ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის დას­მულ კი­თხვა­ზე, კი­დევ რო­მე­ლი პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა ყი­რიმ­ში, ბო­სი­კო­ვი პა­სუ­ხობს, რომ წყლის გარ­და რეს­პუბ­ლი­კას არა­ფე­რი აქვს. მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­ში ის ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ყი­რიმ­ში გა­ცი­ლე­ბით მო­თხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა. არის კი­დევ ერთი რამ, რაც ცხინ­ვალ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს - ეს არის ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია “რასტდო­ნი”, თუმ­ცა, ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, მისი პერ­სპექ­ტი­ვა ყი­რიმ­ში ბუნ­დო­ვა­ნია...

ოსი პუბ­ლი­ცის­ტის თე­მურ ცხურ­ბა­ტის თქმით, - ყი­რიმ­ში, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის გარ­და, შე­საძ­ლოა, გა­ი­ტა­ნონ ხე-ტყე. კონ­კრე­ტუ­ლად, სა­უ­ბა­რია, წი­ფელ­ზე. მისი თქმით, ად­გი­ლობ­რივ ტყე­ებს სა­ნი­ტა­რუ­ლი ჭრე­ბი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, ამ სა­კი­თხზე ად­გი­ლობ­რივ “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში” არა­ვის სა­უბ­რობს.

ცნო­ბის­თვის, ოსებს, სულ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც უნდა ჰქონ­დეთ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­მართ - წლე­ბია აფხა­ზე­ბი სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე ითხო­ვენ ყუ­რა­დღე­ბა­სა და ქმე­დით ნა­ბი­ჯებს იმ ულ­მო­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც რუ­სე­თი იქ ასე­ვე სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე ახორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, აფხა­ზე­თი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად გა­აქვთ ქვა-ღორ­ღი, სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბი, ხე-ტყე, წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს უკონ­ტრო­ლო თევ­ზჭე­რა... ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ასე­თი “შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის” სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო, შემ­დეგ, რუ­სეთ­სა და ად­გი­ლობ­რივ სო­მეხ და აფხაზ ბიზ­ნეს­მე­ნებს მადა ჭა­მა­ში მო­უ­ვი­დათ. ახლა კი, აფხა­ზე­ბი შვე­ლას ითხო­ვენ...

რო­გორც ჩანს, წინ არც ოსე­ბი იყუ­რე­ბი­ან, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს “გა­ნახ­ლე­ბად რე­სურსს“ უწო­დე­ბენ. მათი თქმით, წი­ფე­ლი, ის ერთ-ერთი სიმ­დიდ­რეა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც რე­გი­ონს რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა “მე­გო­ბარ ყი­რიმს” შეს­თა­ვა­ზონ.

“სამ­ხრეთ ოსეთ­ში საკ­მა­რი­სად ბევ­რი ტყეა იმის­თვის, რათა კარ­გი პი­რო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ხის სა­ამ­ქრო შე­იქ­მნას, სა­დაც 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა და ნორ­მა­ლურ ანა­ზღა­უ­რებ­საც აი­ღებს... თუმ­ცა, უნდა და­წეს­დეს კვო­ტა ხის ჭრის­თვის, რათა ბა­ლან­სი და­ცუ­ლი იყოს,” – წერს ცხურ­ბა­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობს ცხინ­ვალ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას და ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, ად­გი­ლობ­რი­ვი “კა­ნო­ნის” ეფექ­ტი­ა­ნო­ბის სჯე­რო­დეს..

თა­ვის მხრივ, ყი­რი­მის პრო­რუ­სულ­მა “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” ეს შე­თა­ვა­ზე­ბა უკვე გა­ნი­ხი­ლა. ე.წ. სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტის არ­ტემ მალ­ცე­ვის გან­ცხა­დე­ბით, - “ორ რეს­პუბ­ლი­კას სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს”. მი­სი­ვე თქმით, “ამ­გვა­რი პრო­ექ­ტე­ბი ყი­რი­მი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ეკო­ნო­მი­კას გა­აძ­ლი­ე­რებს”. ოსუ­რი მე­დი­ის შე­ფა­სე­ბით, ორი­ვე “რეს­პუბ­ლი­კის” იმე­დი, რომ ამით მათი ეკო­ნო­მი­კა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი გა­მოს­წორ­დე­ბა, თა­ვი­დან­ვე გან­წი­რუ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ცხინ­ვალ­ში სი­ტყვა “წარ­მო­ე­ბა” 25 წელ­ზე მე­ტია, მხო­ლოდ იუ­მო­რის ჟანრ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა...

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის და ყი­რი­მის ლი­დე­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას წაიღებს ე.წ სამხრეთ ოსეთი ყირიმში - დე ფაქტო რესპუბლიკებს სავაჭრო გეგმები აქვთ

რას წაიღებს ე.წ სამხრეთ ოსეთი ყირიმში - დე ფაქტო რესპუბლიკებს სავაჭრო გეგმები აქვთ

ყირიმში “უცხოური მაღაზიების გახსნა” იგეგმება, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწარმი გაიყიდება. ამის შესახებ ყირიმისა და ცხინვალის რეგიონის “ხელმძღვანელობები” შეთანხმდნენ. ოსური მედიის თქმით, ახლა მთავარი საკითხია, “რა სახის პროდუქტით შეავსებენ მაღაზიებს, რადგან წლებია სამხრეთ ოსეთში მინერალური წყლის გარდა არაფერი იწარმოება...” შეთანხმება, ასევე, შესაძლოა შეეხოს ყირიმისა და ცხინვალს შორის ტურიზმის სფეროს, საბაზრო და საბანკო სექტორს.

“სამხრეთ ოსეთის სავაჭრო მინისტრის ალან ალბოროვის თქმით, ყირიმში სხვადასხვა სახის პროდუქტის შეტანა იგეგმება, თუმცა, მაღალჩინოსანი ვერ აკონკრეტებს კიდევ რა უნდა წაიღონ ყირიმში, რადგან თავად სამხრეთ ოსეთი გადავსებულია რუსეთიდან შემოტანილი საქონელით, ხილი და ბოსტნეული კი საქართველოდან შემოდის... როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ოსურ იარლიყს მიაკრავენ და ყირიმის მაღაზიებში ამგვარად შეიტანენ.

არადა, ერთ დროს, ოსური ყველი, რომელიც რესპუბლიკაში იწარმოებოდა, მართლაც ბრენდი იყო, თუმცა, ბოლო დროს, ჩრდილოეთ ოსეთის ნაწარმად გადააქციეს; პირდაპირ აწერია - ალანია, რუსეთის ფედერაცია; გაცილებით დაბალი ფასი ღირს, მაგრამ ხარისხიც გაფუჭებულია", - წერს ოსური მედია, რომელიც კითხვას სვამს - რა უნდა შესთავაზოს ყირიმს “სამხრეთ ოსეთმა", რომელიც თავის ტრადიციულ ნაწარმს ვერ ინარჩუნებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა ბიზნესმენმა, ვლადიმირ ბოსიკოვმა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აწარმოებდა მინერალურ წყალს “ალანდონი”, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებით ახალი ბრენდი “ოსეტინსკაიას” რეალიზაცია დაიწყო. ის ამ საქმეს მეტ-ნაკლებად კარგად უძღვება. მისთვის ყირიმიდან შემოთავაზების შესახებ არაფერი უთქვამთ, თუმცა, ამბობს, რომ ყირიმში მინერალური წყალი უკვე კარგა ხანია შეუფერხებლად შეაქვთ და მომავალში, შესაძლოა, რაოდენობის გაზრდაზეც იყოს ლაპარაკი...

ფოტო: Gana Yanovskaya /OC Media

ბიზნესმენისთვის დასმულ კითხვაზე, კიდევ რომელი პროდუქტის შეტანა შეიძლება ყირიმში, ბოსიკოვი პასუხობს, რომ წყლის გარდა რესპუბლიკას არაფერი აქვს. მისივე თქმით, რუსეთში ის ძალიან კონკურენტულ გარემოში იყო და შესაბამისად, ყირიმში გაცილებით მოთხოვნადი იქნება. არის კიდევ ერთი რამ, რაც ცხინვალში ფუნქციონირებს - ეს არის ხორცის გადამამუშავებელი კომპანია “რასტდონი”, თუმცა, ასეთი კომპანიები რუსეთში ძალიან ბევრია და შესაბამისად, მისი პერსპექტივა ყირიმში ბუნდოვანია...

ოსი პუბლიცისტის თემურ ცხურბატის თქმით, - ყირიმში, მინერალური წყლის გარდა, შესაძლოა, გაიტანონ ხე-ტყე. კონკრეტულად, საუბარია, წიფელზე. მისი თქმით, ადგილობრივ ტყეებს სანიტარული ჭრები ნამდვილად სჭირდება, თუმცა, ამ საკითხზე ადგილობრივ “ხელმძღვანელობაში” არავის საუბრობს.

ცნობისთვის, ოსებს, სულ მცირე ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთის ხელისუფლებას კონფლიქტურ რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მიმართ - წლებია აფხაზები სხვადასხვა დონეზე ითხოვენ ყურადღებასა და ქმედით ნაბიჯებს იმ ულმობელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი იქ ასევე სხვადასხვა დონეზე ახორციელებს. კერძოდ, აფხაზეთიდან ინტენსიურად გააქვთ ქვა-ღორღი, საშენი მასალები, ხე-ტყე, წლებია მიმდინარეობს უკონტროლო თევზჭერა... ეს ყველაფერი თავის დროზე სწორედ ასეთი “შეთავაზებების” საფუძველზე დაიწყო, შემდეგ, რუსეთსა და ადგილობრივ სომეხ და აფხაზ ბიზნესმენებს მადა ჭამაში მოუვიდათ. ახლა კი, აფხაზები შველას ითხოვენ...

როგორც ჩანს, წინ არც ოსები იყურებიან, რადგან ამ ყველაფერს “განახლებად რესურსს“ უწოდებენ. მათი თქმით, წიფელი, ის ერთ-ერთი სიმდიდრეა, რომლის გამოყენებაც რეგიონს რეალურად შეუძლია და თამამად შეიძლება “მეგობარ ყირიმს” შესთავაზონ.

“სამხრეთ ოსეთში საკმარისად ბევრი ტყეა იმისთვის, რათა კარგი პირობების ფარგლებში ხის საამქრო შეიქმნას, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება და ნორმალურ ანაზღაურებსაც აიღებს... თუმცა, უნდა დაწესდეს კვოტა ხის ჭრისთვის, რათა ბალანსი დაცული იყოს,” – წერს ცხურბატი, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს ცხინვალში არსებულ რეალობას და ძნელი დასაჯერებელია, ადგილობრივი “კანონის” ეფექტიანობის სჯეროდეს..

თავის მხრივ, ყირიმის პრორუსულმა “ხელმძღვანელობამ” ეს შეთავაზება უკვე განიხილა. ე.წ. სავაჭრო პალატის პრეზიდენტის არტემ მალცევის განცხადებით, - “ორ რესპუბლიკას სერიოზული პოტენციალი აქვს”. მისივე თქმით, “ამგვარი პროექტები ყირიმისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკას გააძლიერებს”. ოსური მედიის შეფასებით, ორივე “რესპუბლიკის” იმედი, რომ ამით მათი ეკონომიკა გაუმჯობესდება და სოციალური ფონი გამოსწორდება, თავიდანვე განწირულია, თუნდაც იმიტომ, რომ ცხინვალში სიტყვა “წარმოება” 25 წელზე მეტია, მხოლოდ იუმორის ჟანრში გამოიყენება...

მთავარ ფოტოზე: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და ყირიმის ლიდერები

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს