პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა სინოდი - კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს
წმინდა სინოდი - კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს

კა­ნა­ფის დამ­ზა­დე­ბის ნე­ბარ­თვა ფაქ­ტობ­რი­ვად, ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბაა, რაც ქვე­ყა­ნას უმ­ძი­მეს შე­დე­გებს მო­უ­ტანს, - ამის შე­სა­ხებ სი­ნო­დის კრე­ბის ოქ­მშია აღ­ნი­შუ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო აქ­ვეყ­ნებს. სი­ნო­დის ოქ­მის თა­ნახ­მად, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა და სი­ნო­დის კრე­ბამ ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის მძი­მე შე­დე­გებ­ზე იმ­სჯე­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკ­ლე­სია არა­სო­დეს უჭერ­და მხარს ნარ­კო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ნარ­კო­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და სე­რი­ო­ზულ ბიძგს აძ­ლევს ნარ­კო­ტი­კე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა­სა და მოხ­მა­რე­ბას.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, მა­რი­ხუ­ა­ნას (კა­ნა­ფის) 70 გრა­მამ­დე ფლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად ამ ნარ­კო­ტი­კის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ნიშ­ნავს. ეს ლო­გი­კუ­რად აყე­ნებს ამ ნარ­კო­ტი­კის მო­პო­ვე­ბის ლე­გა­ლუ­რი გზე­ბის მო­ძებ­ნის სა­კითხს და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას (კა­ნა­ფის) ლე­გა­ლუ­რი ნე­ბა­დარ­თუ­ლი კულ­ტი­ვა­ცი­ის ნი­ა­დაგს შექ­მნის, რაც ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ეკ­ლე­სია არა­სო­დეს უჭერ­და მხარს ნარ­კო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას, მაგ­რამ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ნარ­კო­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და სე­რი­ო­ზულ ბიძგს აძ­ლევს ნარ­კო­ტი­კე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა­სა და მოხ­მა­რე­ბას.

კა­ნა­ფის დამ­ზა­დე­ბის ნე­ბარ­თვა კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბაა, რაც ქვე­ყა­ნას უმ­ძი­მეს შე­დე­გებს მო­უ­ტანს.

ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ნუხ­რე­ლად უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­ვაჭ­რე­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა მი­მართ უმ­კაც­რე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას­თან (რაც ადრე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შიც და­ფიქ­სირ­და):

ა) ქვე­ყა­ნა­ში დრო­უ­ლად უნდა შე­იქ­მნას სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი, სა­დაც ნარ­კო­მა­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

ბ) ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­როა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი;

გ) აუ­ცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლებ­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სის შე­მო­ღე­ბა, რომ, ახალ­გაზ­რდებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ რას უქა­დის მათ ჯან­მრთე­ლო­ბას ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შე­ექ­მნათ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა;

დ) გამ­კაცრ­დეს ზო­მე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­ტა­ნა­სა და გავ­რცე­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში; ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­სა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, არას­რულ­წლო­ვან­თა წრე­ში მის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

ე) ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი.ასე­ვე სხდო­მი­სას წა­მო­იჭ­რა სა­კი­თხი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სის აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. კრე­ბამ იმ­სჯე­ლა და და­ად­გი­ნა:

შე­იქ­მნას კო­მი­სია აღ­ნიშ­ნულ და სხვა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო სა­კი­თხე­ბის სა­ეკ­ლე­სიო ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად“, - აღ­ნი­შუ­ლია სი­ნო­დის კრე­ბის ოქ­მში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წმინდა სინოდი - კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს

წმინდა სინოდი - კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს

კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს, - ამის შესახებ სინოდის კრების ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. სინოდის ოქმის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე, რაც ფაქტობრივად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად“, - აღნიშულია სინოდის კრების ოქმში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ