პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები
"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები

მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზის, მძი­მე და სა­ხა­ლი­სო პე­რი­ო­დე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას, ომს, მა­შინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებს, მშობ­ლე­ბის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის შემ­დეგ, ახ­ლე­ბუ­რად და­წყე­ბულ ეტა­პებს და საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს, რო­მელ­მაც სამ­ყა­რო აჩუ­ქა. დღეს იგი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობს, ულა­მა­ზე­სი შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" თქვენს ფო­ტო­ზე და­წე­რილ კო­მენ­ტა­რებ­ში წა­ვი­კი­თხე, მე­დეა ისე­თი ლა­მა­ზი გო­გო­ნა იყო, ქუ­თა­ის­ში რომ გა­ივ­ლი­და, ყვე­ლა ბიჭი თვალს აყო­ლებ­დაო. მოგ­წონ­დათ მათი ყუ­რა­დღე­ბა?

- რა თქმა უნდა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ძა­ლი­ან მე­ტი­ჩა­რა ვი­ყა­ვი. ჩემს მე­გო­ბარს - ჯონი სტრო­ტინ­სკის რამ­დე­ნი ბიჭი ჰყავ­და გა­ლა­ხუ­ლი ჩემ გამო, ვინ მოთ­ვლის (იცი­ნის). ერ­თმა კურ­სელ­მა 30 წლის მერე მი­თხრა, შენ გამო იცი, რო­გორ მცე­მეს ბი­ჭებ­მაო (იცი­ნის)? ჩვენს დროს ბიჭს თუ მო­ე­წო­ნე­ბო­დი და სახ­ლამ­დე მი­გა­ცი­ლებ­და, მერე უბ­ნის ბი­ჭე­ბი დახ­ვდე­ბოდ­ნენ და და­თეთ­ქვავ­დნენ... უბან­მა გო­გოს დაც­ვა იცო­და და ვაგ­ლა­ხად ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­გი­ბე­დავ­და. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ. ქუ­თა­ის­ში ბა­ღის კი­დე­ზე ორ­ჯერ ზე­დი­ზედ რომ გა­გევ­ლო, რა იყო, რა ფამ­ფო­რა­სა­ვით და­დი­ხა­რო, გე­ტყოდ­ნენ (იცი­ნის). ფამ­ფო­რა მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალი იყო. ლაღი და თა­მა­მი გოგო ვი­ყა­ვი. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და და "ხა­ტუ­ლის" მე­ძახ­დნენ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მყო­ლია, კარ­გი ბიჭი იყო. წიგ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ერ­თმა­ნე­თის­თვის მხო­ლოდ ხელი უნდა ჩა­მოგ­ვერ­თმია. ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს პირ­და­პირ ლო­გინ­ში მი­ათ­რე­ვენ... სა­ნამ ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას არ ვის­წავ­ლით, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. თუმ­ცა, ახლა ისე­თი მოკ­ლე კა­ბე­ბით და­დი­ან, ყვე­ლა­ფე­რი უჩანთ. მოკ­ლე კა­ბე­ბით ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლიც და­დის, ქმა­რი არა­ფერს უშ­ლის, მაგ­რამ მე მა­ინც სულ ვე­ჩხუ­ბე­ბი. უხ­დე­ბა, მაგ­რამ... ამას წი­ნათ, და­ხე­უ­ლი ჯინ­სით მო­მად­გა და გა­დამ­რია.

- თქვენს ახალ­გაზ­რდო­ბა­შიც ხომ ეც­ვათ მინი?

- კი, მაგ­რამ ასე­თი - არა. მიდი და მაქ­სი ერ­ქვა - ეს იყო მო­და­ში. წინ კაცი თუ გვეჯ­და, ამ კა­ბას ქვე­მოთ ჩა­მოვ­ქა­ჩავ­დით. ახლა, ტრან­სპორ­ტში კა­ცებ­მა აღარ იცი­ან, საით წა­ი­ღონ თვა­ლე­ბი...

- რო­გო­რი გოგო იყო მა­შინ პო­პუ­ლა­რუ­ლი? რას აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას ბი­ჭე­ბი?

- პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ის, ვინც კარ­გად სწავ­ლობ­და. მდიდ­რი­სა და ღა­რი­ბის გარ­ჩე­ვა ასე არ იყო, თით­ქოს ყვე­ლა ერთ ტა­ფა­ში ვიწ­ვო­დით. ჩემს სა­მე­ზობ­ლო­ში სულ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და - პრო­კუ­რო­რე­ბი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი, მათ შვი­ლებს შო­რის არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არ იყო. თით­ქოს ჩემი ბავ­შვო­ბი­სას ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო - მეტი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი. 1938 წელს და­ვი­ბა­დე (პირ­ველ თე­ბერ­ვალს 80 წლის გავ­ხდი) და მარ­თა­ლია, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ომი­ა­ნო­ბის პე­რი­ო­დი მახ­სოვს. ძა­ლი­ან "ეშ­მა­კის ფეხი" ვი­ყა­ვი, სულ ბი­ჭებ­თან ვთა­მა­შობ­დი, სულ კა­პი­ტა­ნი ვი­ყა­ვი, პარ­ტი­ზა­ნე­ბის უფ­რო­სი და ა.შ. ეზო­ში "ომო­ბა­ნას" ვთა­მა­შობ­დით და დრახ-დრა­ხის ძა­ხი­ლით დავ­რბო­დით. 5-6 წლის რომ გავ­ხდი, უფრო ჭკუ­ა­ში ჩავ­ვარ­დი. ფო­თის თავ­ზე აე­როს­ტა­ტე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ და მშობ­ლე­ბი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, არ გა­ე­კა­რო­თო. გა­ჭირ­ვე­ბა იყო, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ერ­თმა­ნე­თის გა­გე­ბა, დახ­მა­რე­ბა, მი­მოს­ვლა გახ­ლდათ. კარს ვინ კე­ტავ­და? ეგ კი არა, მტერ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები

"სახლი თბილისშიც დავკარგე, მეგობარმა სესხი გამომატანინა და გაქრა" - მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე თავისი ცხოვრების გზის, მძიმე და სახალისო პერიოდების შესახებ გვიამბობს, იხსენებს ბავშვობას, ომს, მაშინდელი ახალგაზრდების თავგადასავლებს, მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ახლებურად დაწყებულ ეტაპებს და საყვარელ მეუღლეს, რომელმაც სამყარო აჩუქა. დღეს იგი ხალხის სიყვარულით ცხოვრობს, ულამაზესი შვილისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

- "ფეისბუკზე" თქვენს ფოტოზე დაწერილ კომენტარებში წავიკითხე, მედეა ისეთი ლამაზი გოგონა იყო, ქუთაისში რომ გაივლიდა, ყველა ბიჭი თვალს აყოლებდაო. მოგწონდათ მათი ყურადღება?

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო იყო. ძალიან მეტიჩარა ვიყავი. ჩემს მეგობარს - ჯონი სტროტინსკის რამდენი ბიჭი ჰყავდა გალახული ჩემ გამო, ვინ მოთვლის (იცინის). ერთმა კურსელმა 30 წლის მერე მითხრა, შენ გამო იცი, როგორ მცემეს ბიჭებმაო (იცინის)? ჩვენს დროს ბიჭს თუ მოეწონებოდი და სახლამდე მიგაცილებდა, მერე უბნის ბიჭები დახვდებოდნენ და დათეთქვავდნენ... უბანმა გოგოს დაცვა იცოდა და ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაგიბედავდა. მაშინ სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორჯერ ზედიზედ რომ გაგევლო, რა იყო, რა ფამფორასავით დადიხარო, გეტყოდნენ (იცინის). ფამფორა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. ლაღი და თამამი გოგო ვიყავი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და "ხატულის" მეძახდნენ. შეყვარებულიც მყოლია, კარგი ბიჭი იყო. წიგნებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელი უნდა ჩამოგვერთმია. ახლა შეყვარებულებს პირდაპირ ლოგინში მიათრევენ... სანამ ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. თუმცა, ახლა ისეთი მოკლე კაბებით დადიან, ყველაფერი უჩანთ. მოკლე კაბებით ჩემი ქალიშვილიც დადის, ქმარი არაფერს უშლის, მაგრამ მე მაინც სულ ვეჩხუბები. უხდება, მაგრამ... ამას წინათ, დახეული ჯინსით მომადგა და გადამრია.

- თქვენს ახალგაზრდობაშიც ხომ ეცვათ მინი?

- კი, მაგრამ ასეთი - არა. მიდი და მაქსი ერქვა - ეს იყო მოდაში. წინ კაცი თუ გვეჯდა, ამ კაბას ქვემოთ ჩამოვქაჩავდით. ახლა, ტრანსპორტში კაცებმა აღარ იციან, საით წაიღონ თვალები...

- როგორი გოგო იყო მაშინ პოპულარული? რას აქცევდნენ ყურადღებას ბიჭები?

- პოპულარული იყო ის, ვინც კარგად სწავლობდა. მდიდრისა და ღარიბის გარჩევა ასე არ იყო, თითქოს ყველა ერთ ტაფაში ვიწვოდით. ჩემს სამეზობლოში სულ წარმატებული ხალხი ცხოვრობდა - პროკურორები, გამომძიებლები, ლექტორები, მათ შვილებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო. თითქოს ჩემი ბავშვობისას ყველაფერი სხვანაირად იყო - მეტი სითბო, სიყვარული. 1938 წელს დავიბადე (პირველ თებერვალს 80 წლის გავხდი) და მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ომიანობის პერიოდი მახსოვს. ძალიან "ეშმაკის ფეხი" ვიყავი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი, სულ კაპიტანი ვიყავი, პარტიზანების უფროსი და ა.შ. ეზოში "ომობანას" ვთამაშობდით და დრახ-დრახის ძახილით დავრბოდით. 5-6 წლის რომ გავხდი, უფრო ჭკუაში ჩავვარდი. ფოთის თავზე აეროსტატები დაფრინავდნენ და მშობლები გვაფრთხილებდნენ, არ გაეკაროთო. გაჭირვება იყო, მაგრამ მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთის გაგება, დახმარება, მიმოსვლა გახლდათ. კარს ვინ კეტავდა? ეგ კი არა, მტერსაც ვეხმარებოდით...განაგრძეთ კითხვა