პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება
კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება

ძა­ლი­ან ცუდი ხმე­ბი მომ­დის ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია ნაც­ნო­ბო­ბით მოხ­დეს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­საც მი­მარ­თა.

"ძა­ლი­ან ცუდი ხმე­ბი მომ­დის ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დეს ვი­ღა­ცის დახ­მა­რე­ბით, ნაც­ნო­ბო­ბით. ეს ჩემ­თვის კა­რე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს მინ­და პირ­და­პირ ვუ­თხრა: არა­ვინ გა­ბე­დოს არც სა­ა­გენ­ტო­ში და არც მე­რი­ა­ში ვინ­მეს პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ ამ ჭა­ო­ბი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს ელექტრო­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, ყვე­ლას დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ჩვენს თავ­თან უნდა ვი­ყოთ მარ­თა­ლი. არა­ვის უნდა მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­ღა­ცას მე­რი­ა­ში ჰყავ­დეს ნაც­ნო­ბი, ვი­ღა­ცას საკ­რე­ბუ­ლო­ში და მათი დახ­მა­რე­ბით მოხ­დეს ბავ­შვე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხს მისი იმე­დი აქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ უღა­ლა­ტებს. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ერ­თნა­ი­რად იბ­რძო­ლებს.

"არ­სე­ბობს რა­ღაც პრინ­ცი­პე­ბი. მე ამ პრინ­ცი­პე­ბით მოვ­დი­ვარ და ნამ­დვი­ლად ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ იმას, რა ცხოვ­რე­ბი­თაც ვცხოვ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვის მივ­ცემ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ჩაგ­რონ, ვი­საც მი­ნის­ტრი ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ნაც­ნო­ბი არ ჰყავს. ყვე­ლა ბავ­შვი -ჩემი თუ სხვი­სი - არის ერთი და იგი­ვე და მათი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე. ადა­მი­ნებს ჩემი იმე­დი აქვთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩემ­და­მი ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი. ამი­ტომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე ნა­ბი­ჯის არას­წო­რად გა­დად­გმა,"- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია ხვალ და­ი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება

კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება

ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღებში რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.

"ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხს მისი იმედი აქვს და საზოგადოების ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა ბავშვის უფლებებისთვის ერთნაირად იბრძოლებს.

"არსებობს რაღაც პრინციპები. მე ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი ნაცნობი არ ჰყავს. ყველა ბავშვი -ჩემი თუ სხვისი - არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ადამინებს ჩემი იმედი აქვთ და საზოგადოების ჩემდამი ამ დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდები. ამიტომ არავინ გაბედოს რაიმე ნაბიჯის არასწორად გადადგმა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დაიწყება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ