პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი
დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი

ჩემი შვი­ლი შახ­ტში რომ ჩა­დი­ო­და, ასე ამ­ბობ­და: „ღმერ­თო გა­და­მარ­ჩი­ნე და მშვი­დო­ბით გა­მო­მიყ­ვა­ნეო“, - ამის შე­სა­ხებ ტყი­ბუ­ლის შახ­ტში 2018 წლის 5 აპ­რილს გარ­დაც­ვლი­ლი პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლის მა­მამ, გუ­რამ გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ის უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნას არ ენ­დო­ბა, რად­გან მომ­ხდარ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ფაქ­ტორს გა­მო­რი­ცხავს.

„იმას, რომ მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი იყო ადა­მი­ა­ნუ­რი გა­დაც­დო­მა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვენ­დო­ბი. უკ­რა­ი­ნელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა და­მი­სა­ხე­ლონ თუ მი­ვი­და ჩემი შვი­ლი იმ წერ­ტი­ლამ­დე, სა­დაც აფეთ­ქე­ბა იყო. დას­კვნას იმი­ტომ არ ვენ­დო­ბი, რომ მე ვიცი ჩემი შვი­ლის ამ­ბა­ვი. პირ­ველ ცვლა­ში იყო და ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. შახ­ტში რომ ჩა­დი­ო­და, ასე ამ­ბობ­და: „ღმერ­თო გა­და­მარ­ჩი­ნე და მშვი­დო­ბით გა­მო­მიყ­ვა­ნეო“. რა­ღაც რომ მოხ­დე­ბო­და, წი­ნას­წარ იცო­და. შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც მოხ­და აფეთ­ქე­ბა, მაგ­რამ ისე­თი ად­გი­ლი იყო, არც აფეთ­ქე­ბა უნდა და­ეშ­ვათ იქ და არც არა­ფე­რი. უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო წი­ნას­წარ. სა­ერ­თოდ მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და იქ, ისე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. არა­ნა­ი­რი ვენ­ტი­ლა­ცია, არა­ნა­ი­რი ჰა­ე­რი არ მოძ­რა­ობ­და შიგ­ნით. ჩემი შვი­ლი 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე რომ გა­ვი­და, ასე თქვა: ღმერ­თო მშვი­დო­ბით გა­მო­მიყ­ვა­ნეო, პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა და მე გა­ვა­ცი­ლე“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა.

ტყი­ბულ­ში, 2018 წლის 5 აპ­რილს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია არა ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნას, არა­მედ ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში, 5 აპ­რილს მომ­ხდა­რი იმ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვა 23-26 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში, შრო­მის დაც­ვის სფე­რო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ჩა­ტარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 5 აპ­რილს, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 3 და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი

დაღუპული მეშახტის მამა - ექსპერტების დასკვნას, რომ შახტში მომხდარის მიზეზი ადამიანური გადაცდომა იყო, არ ვენდობი

ჩემი შვილი შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“, - ამის შესახებ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამამ, გურამ გამეზარდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის უკრაინელი ექსპერტების დასკვნას არ ენდობა, რადგან მომხდარში ადამიანური გადაცდომის ფაქტორს გამორიცხავს.

„იმას, რომ მომხდარის მიზეზი იყო ადამიანური გადაცდომა, არავითარ შემთხვევაში არ ვენდობი. უკრაინელმა ექსპერტებმა დამისახელონ თუ მივიდა ჩემი შვილი იმ წერტილამდე, სადაც აფეთქება იყო. დასკვნას იმიტომ არ ვენდობი, რომ მე ვიცი ჩემი შვილის ამბავი. პირველ ცვლაში იყო და ყველაფერი იცოდა. შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. შეიძლება მართლაც მოხდა აფეთქება, მაგრამ ისეთი ადგილი იყო, არც აფეთქება უნდა დაეშვათ იქ და არც არაფერი. უნდა დახურულიყო წინასწარ. საერთოდ მუშაობა არ შეიძლებოდა იქ, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო. არანაირი ვენტილაცია, არანაირი ჰაერი არ მოძრაობდა შიგნით. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა: ღმერთო მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე“, - განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა.

ტყიბულში, 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით ჩატარდა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ